ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეთერთმეტე ჟამის მუშაკი
ჟანრი: პოეზია
24 დეკემბერი, 2012


ცეცხლით მონაქროლი შენი აღმაფრენა..

სათნო და ტურფა,მე არ ვიცი რომელი უფრო,
შენა ხარ ერთი მინოსისგან მხოლოდშობილი,
ცეცხლი და ელვა მფარველია ზეციდან უფრთო,
შენ კი ციური ანარეკლით წარმოშობილი.

მე სიფაქიზის მოლიპული უკვდავი ხიდი,
(თეთრი ლაბადით მონაქროლი ფიქრების სეტყვა)
შენთვის გავხდები ჯოჯოხეთში სამოთხის გიდი,
არ დამზარდება უბოროტეს ისრების ლეწვა.

არას მოგიტანს უგზოუკვლო რჩევები სხვისი,
შენი ბელადი შენთვითონ ხარ ქვეშეცნეულად,
შენთვის დავდევი სიყვარულით ნაქარგი ფიცი,
სიკვდილის მონა გადავიქეც მოძრავ სხეულად.

მალე წაიღებს ჩემს წინათქმას რაღაც ზეციდან,
შენით დამთვრალი ვიბადები და ვკვდები იქვე,
ისევ დარდები იჩეკება უპირო ზღვიდან
და ჩემი გრძნობა ეკიდება ზეციდან პირქვე.

ცეცხლი და წვიმა,მე არ ვიცი რომელი უფრო,
შენა ხარ ერთი ათენასგან მხოლოდშობილი,
ცრემლი და სევდა მფარველია ფიქრების უფრთო,
შენ კი ციური ანარეკლით ამოცნობილი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები