ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯამბაზი
ჟანრი: პოეზია
25 დეკემბერი, 2012


,,ძველებურად,,

ჩუმად გუგუნებს ქარი,
ესაუბრება ხეებს.
მეც სიყვარულით მხდალი,
გიწერ ძველებურ ლექსებს.

პატარა სტროფში ვაქსოვ,
იმ აუღწერელ სიტყვებს.
ტანადი იყავ მახსოვს,
მახსოვს გიდგავდი კერპებს.

ანგელოზები ჰგვანან,
იმ შენ ღვთაებრივ სახეს.
იმ შენ იდუმალ ღიმილს,
რომელიც ძალიან მაბნევს.

ჰგავხარ პოეტის მუზას,
და ამქვეყნიურ ქალღმერთს.
შენი თვალები გულში,
კვლავ დაანთებენ ლამპრებს.

ჩუმად ბობოქრობს ქარი,
ესაუბრება ღმერთებს.
მეც სიყვარულით მთვრალი,
კვლავ გავკივივარ ლექსებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები