გამომელია სიტყვის მარაგი. კი ვამბობ - კმარა,მაგრამ კმარა კი? წლებმა დაცალეს დღეთა მჭიდები, ბავშვობავ ჩემო,ისევ მჭირდები! დრო წუთსაც უკვე აღარ მპატიობს, ახალგაზრდობა ჩამადნა ხელში, მინდა სტრიქონში სული ჩავტიო, სიკვდილს ჩავხედავ ვიდრე სახეში. ...შემოდგომა ქსოვს დღეებს ოქროსფერს და მახვევია აზრი გუნდებად... გული მაქვს ისევ პატარა ბავშვის, ახალგაზრდობა კი არ ბრუნდება...