 | ავტორი: პალიაჩი ჟანრი: პოეზია 31 დეკემბერი, 2012 |
ეჰეი, დონ ჟუან! სისხლიანი ნიღაბი გმოსავს, და თვალებიდან ელვარება მეწამულ ფერის, დაჯახებიხარ სეკუნდანტთან უბრალო მგოსანს, მგოსანს რომელიც სიყვარულზე სხვაგვარად მღერის.
ეჰეი, დონ ჟუან! მე დაჭრილი ნელ-ნელა ვდგები და საპასუხო დარტყმისათვის მოვიკრებ ძალას, გაფითრებული კაზანოვა რითმებით ვთვრები, ნუ მესვრი ზურგში, შენ ლაჩარი ნამდვილად არ ხარ!
ახლა კი მასთან, უსათუოდ, ატარებ დროს და არც იცი, წუხელ გავაშიშვლე სული იმ ქალის. მე დღეს დავმარცხდი, სამარცხვინოდ წავაგე ბრძოლა, მაგრამ დონ ჟუან, გამოფხიზლდი! ომი წინ არის.
ძარღვების წყვეტა არ გიხდება, ხელოვნურია და შემოდგომით ვერასოდეს გაჰყვები ფოთოლს, შენი განზრახვა უსათუოდ დემონურია, არ გაპატიებ აწყენინო უმანკო გოგოს.
მაინც თამაშობ! ფულით განა ყველას იყიდი?! არ გაამართლებს უცოდველის ცოდვით მონუსხვა და მის არჩევანს დაჩაგრული ნუღარ მისტირი, თავი დახარე, გაიძურწე, ეჰეი, დონ ჟუან...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. მომწონს შენი ლექსები.. არის მათში რაღაც ჩემთვის საინტერესო. წარმატებები:)
მომწონს შენი ლექსები.. არის მათში რაღაც ჩემთვის საინტერესო. წარმატებები:)
10. თქვენი რამოდენიმე ლექსი წავიკითხე და ძალიან,ძალიან,ძალიან მომწონს,აი ყველა ლექსში იზრდებით,მიუხედავადა იმისა,რომ არაჩვეულებრივად წერთ.++მოკრძალებით თქვენი რამოდენიმე ლექსი წავიკითხე და ძალიან,ძალიან,ძალიან მომწონს,აი ყველა ლექსში იზრდებით,მიუხედავადა იმისა,რომ არაჩვეულებრივად წერთ.++მოკრძალებით
8. გაიხარე ძმა :* გაიხარე ძმა :*
7. მოკითხვა ჩემს ძმას.მაგარი ხარ ძმაო:*
მოკითხვა ჩემს ძმას.მაგარი ხარ ძმაო:*
6. მომეწონა : )) მომეწონა : ))
5. არა ამ შემთხვევაში "ყვავმა ყვავს უთხრა..." არ გამოდგება... ზედმეტად ბევრი განსხვავებაა დონ ჟუანსა და კაზანოვას შორის და მიუხედავად იმისა რომ მეზიზღებიან "დონ ჟუანები" ახალი წელია მაინც და მომილოცავს ;) არა ამ შემთხვევაში "ყვავმა ყვავს უთხრა..." არ გამოდგება... ზედმეტად ბევრი განსხვავებაა დონ ჟუანსა და კაზანოვას შორის და მიუხედავად იმისა რომ მეზიზღებიან "დონ ჟუანები" ახალი წელია მაინც და მომილოცავს ;)
4. ეს რა წერილი მოუწერია კაცო ამ კაზანოვას. ჩემი შენ გითხარიო ასეა მაგის საქმე რა :)
გაიხარე! მრავალ ახალ წელს დაგასწროს უფალმა ეს რა წერილი მოუწერია კაცო ამ კაზანოვას. ჩემი შენ გითხარიო ასეა მაგის საქმე რა :)
გაიხარე! მრავალ ახალ წელს დაგასწროს უფალმა
3. გმადლობ... ასევე ; ) გმადლობ... ასევე ; )
1. კარგია... დამდეგ ახალ წელს გილოცავთ ;) წარმატებები კარგია... დამდეგ ახალ წელს გილოცავთ ;) წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|