ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სიზ-მარი
ჟანრი: პროზა
26 დეკემბერი, 2012


რეალისტი ოპტიმიზმით

მოდი ყველაფერი ახალი ფურცლიდან დავიწყოთ. ძველ ფურცლებს ერთად მოვუყაროთ თავი და  ცეცხლის ბასრ კბილებს მივსცეთ. გამუქებულ  ფაქტებს ცოტა ღია ფერით შევხედოთ და ტკბილ მოგონებებს მეტი შაქარი დავუმატოთ.  წამი ,რომელშიც ასჯერ დამსხვრეული ნაწამები წამებია ,როგორც დიდი ხნის ნახველი ამოვიღოთ და ტალახიან  ეზოს ბოლოში დავმარხოთ,საგულდაგულოდ შენახული წერილივით.  სიბერესაც პატივი ვცეთ რაც არ უნდა უკბილო ,უფეხო,ნაოჭიანი,ბინძური,უმწეო,ბოროტი ან ენაგესლიანი იყოს.    მოდი,როცა მივიწყებას ვატანთ სიბრაზეს არ დაგვავიწყდეს  ძველი სიყვარულიც და ორმაგი ბედნიერება ვუსურვოთ მას ვინც ვერ დაგვაფასა,ან ჩვენ ვერ შევიცანით სათანადოთ.(აქაც პატარა წყენის მარცვალა ჩაიქროლა მოკლე ბილიკი) გაზაფხულზე სულ ახალი მზე ამოვა ყოველი ჩვენგანისთვის  წარმატებული და გაუმაძღარი ენერგიით სავსე.  არ იქნება კარიერისტების დრო,იქნება წმინდანების დრო,მიწიერი წმინდანების. ყველას სილა გაეწნება,ვინც ბოროტად იხუმრებს,მსახიობურად გაიცინებს ან ცრუ მეგობრობით  აიხდენს გულის წადილს.მოკლედ ყველა ნაძირალას მოხვდება ბედისწერისგან გასროლილი ტყვია და მხოლოდ მომნანიებელი აიცდენს მას ან მსუბუქად დაიჭრება.    ადამიანებს ვინც მუდამ ეკლესიაში იყვნენ ,გაიცრებიან და ნამდვილები მას იხილავენ,ხოლო დანარჩენი გაუდგება დაუსრულებელ  ფიქრის გზას,სადაც მხოლოდ ოცნებობ და რეალობა ცელით დაგდევს.  მშვიდობა იქნება დედამიწაზე სადაც  ცოცხივით მოგვიან  ყველა მკვეთრად თუ ღიად დამჩნეულ სიბინძურეს,სულიერს თუ უსულოს და დაისადგურებს მარადიული სიმწვანე,ვერცხლისფერი შარავანდედით განათებული  წმინდანები და უძლეველი  თავის ტახტზე კმაყოფილი,მომღიმარი სახით ჩაესვენება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები