 | ავტორი: კლიმტ ჟანრი: პროზა 28 დეკემბერი, 2012 |
თვალებს ვხუჭავ და წარმოვდგენ: დეკემბრის დილა. ვახელ თვალებს და სულაც არ მეშინია სიცივის. ყოველ დილით მოგაქვს საწოლში ფინჯანი ჩაი, ან პირიქით, მე მომაქვს,თუმცა სულერთია. იმდენად დეტალურად მაქვს შესწავლილი შენი სუნთქვის რიტმი,რომ დარწმუნებული ვარ,შენში თავისფლად,ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ვისუნთქებ. ყოველ დილით,გადათეთრებული გვხვდება ჩვენი პატარა ეზო. შენ მეუბნები რომ თოვლი ჩვენია,სიმბოლო ჩვენი სიყვარულისა. ჩვენ ამ ხნის მანძილზე ისიც გავიგეთ, რომ ერთმანეთზე ძვირფასი,თურმე არავინ გვყავს. აკრძალული ხილი უფრო სასურველიაო,ამბობენ. ჩვენ ერთმანეთისთვის მიუწვდომელი რომ არ ვყოფილიყავით,ვიცი,მაინც მაგნიტის ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსი ვიქნებოდით და მივიზიდავდით ერთმანეთს,თუმცა ერთად მუდამ ვერასდროს ვიქნებოდით. დილაობით ვსეირნობთ-ხოლმე,შენ, დიდ, თბილ ქუდს მახურავ და ხელთათმანებს მარგებ გაყინულ თითებზე. შენი ყურადღება უფრო მათბობს,ვიდრე ეს სქელი,ნაქსოვი ხელთათმანები. ჩვენ ყოველთვის დავტოვებთ ნაფეხურებს,ახალდათოვლილ ასფალტზე.
დღეს: დილით, რომ გამეღვიძა, საწოლს ვერ მოვშორდი რამდენიმე წუთი,ისე მციოდა. დღეს არ დამიგემოვნებია ლიმნიანი ჩაი. დღეს,წარმოდგენაც არ მაქვს,როგორ სუნთქავ მაშინ,როცა გძინავს. მაინც ვფიქრობ,ბევრი გყავს ჩემზე ძვირფასი. დღეს არავის ვანაღვლებ და დეკემრის სუსხიან(თუმცა უთოვლო) ამინდში,თხელი პიჯაკით დავდივარ.
................................................................ ვიცი,მხოლოდ შენს მხრებშია ჩემი ბედნიერება. და, თუ ეს არ ნიშნავს სიყვარულს, სულაც არ მჭირდება ეს გრძნობა მე. გუშინ გათოვდა ჩემთან.გზაზე,მხოლოდ ორი ნაფეხური იყო,მხოლოდ ჩემი. თუმცა,მეტს არც ველოდი,შენ ხომ ჩემში ხარ,მარცხნივ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ჰეფი ენდი უფრო გამახარებდა.. : )
მომეწონა !!! ჰეფი ენდი უფრო გამახარებდა.. : )
მომეწონა !!!
6. მაინც ვფიქრობ,ბევრი გყავს ჩემზე ძვირფასი._ძალიან ბევრის მთქმელი ჩანაწერია ;) მომეწონა ძალიან....ახლოა ... მაინც ვფიქრობ,ბევრი გყავს ჩემზე ძვირფასი._ძალიან ბევრის მთქმელი ჩანაწერია ;) მომეწონა ძალიან....ახლოა ...
4. გუშინ გათოვდა ჩემთან.გზაზე,მხოლოდ ორი ნაფეხური იყო,მხოლოდ ჩემი. თუმცა,მეტს არც ველოდი,შენ ხომ ჩემში ხარ,მარცხნივ.
ძალიან მომეწონა. კლიმტ...მომწონს ასეთი მგრძნობიარე , რომ ხარ.ძალიან კარგია...+++.... მერწმუნე,მალე ჩვენთანაც მოთოვს ...ძალიან მალე.შენ კი , ვიცი უბედნიერესი იქნები... გუშინ გათოვდა ჩემთან.გზაზე,მხოლოდ ორი ნაფეხური იყო,მხოლოდ ჩემი. თუმცა,მეტს არც ველოდი,შენ ხომ ჩემში ხარ,მარცხნივ.
ძალიან მომეწონა. კლიმტ...მომწონს ასეთი მგრძნობიარე , რომ ხარ.ძალიან კარგია...+++.... მერწმუნე,მალე ჩვენთანაც მოთოვს ...ძალიან მალე.შენ კი , ვიცი უბედნიერესი იქნები...
3. მიჩვევა მჩვევია- ერთხელ რომ რაღაც მომეწონება, მერე სულ ვკითხულობ იქ:)
ბოლო აბზაცი განსაკუთრებით. მიჩვევა მჩვევია- ერთხელ რომ რაღაც მომეწონება, მერე სულ ვკითხულობ იქ:)
ბოლო აბზაცი განსაკუთრებით.
2. ძალიან კარგია. დილაობით ვსეირნობთ-ხოლმე,შენ, დიდ, თბილ ქუდს მახურავ და ხელთათმანებს მარგებ გაყინულ თითებზე. შენი ყურადღება უფრო მათბობს,ვიდრე ეს სქელი,ნაქსოვი ხელთათმანები.
მესმის ასეთი ხედვა! ძალიან კარგია. დილაობით ვსეირნობთ-ხოლმე,შენ, დიდ, თბილ ქუდს მახურავ და ხელთათმანებს მარგებ გაყინულ თითებზე. შენი ყურადღება უფრო მათბობს,ვიდრე ეს სქელი,ნაქსოვი ხელთათმანები.
მესმის ასეთი ხედვა!
1. იყო ერთი-ორი კარგი ადგილი იყო ერთი-ორი კარგი ადგილი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|