ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
-როგორ მომაგენი?-კბილებში გამოვცერი. -თქვენს წინაშეა განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი ზურაბ მეტრეველი. ყოველი სიტყვა , რომელსაც ამოისისინებთ თქვენი პირიდან, გამოყენებული იქნება თქვენსავე საწინაამღდეგოდ. თქვენ დაპატიმრებული ხართ...-წამით პაუზა გააკეთა, მზერა მთელ სხეულზე ამაყოლ-ჩამაყოლა. გამაჟრჟოლა. -თქვენ დაპატიმრებული ხართ ზედმეტად გამომწვევი ჩაცმულობისთვის და სექსუალურობისთვის. -და სასჯელი რა იქნება?-გავუღიმე. -გაშიშვლება! ყოველგვარი გასაჩივრების გარეშე, თან მთელი ღამით. -მადმუაზელ-ფრანსუა ბარის გამოსასვლელში იდგა და ყურებამდე იღიმებოდა-ჩემი მანქანა იქეთ დგას-ხელი გამომიწოდა, მგონი მართლა ბოზი ვგონივარ ამ სირს. -ეს ვინაა?-ზურას საზეიმო გამომეტყველება შეეცვალა სახეზე-გინდა შენი შენივე ყვერები გადაგაყლაპო ბაყაყიჭამიავ? -ამეკიდა-შევჩივლე-მაგრამ დაწყნარდი გთხოვ ზურა, ჩემითაც მოვიშორებ. არ გვინდა სკანდალები, უცხოელია. -მოვკლავ ამ დედა მოტყნულს-უკვე ნელ-ნელა მშვიდდებოდა ზურა. -მუსიე ფრანსუა-ახლოს მივედი და რაც შეიძლება ჩუმად ვუთხარი-იქნებ თქვენი ტელეფონის ნომერი და მისამართი მომცეთ, ახლა არ მცალია.
ზურა მთელი გზა ეჭვიანობის სცენებს მიწყობდა. ვერაფრით შევაგნებინე, რომ კაცი თავისით ამეკიდა. რას გაუგებ ამ მამაკაცებს. ახლა ამას გონია, მის ქალს ვიღაც შეეხო და სწორედ ეგ ანერვიულებს. მესაკუთრე იდიოტი. -ნერვებს მიშლი უკვე, დღეს საერთოდ არ გეცალა როგორც ადრევე გამაფრთხილე და უცებ ასე მოულოდნელად დამადექი თავზე. მაკონტროლებ? -დასრულდა ის საქმე. დამაწინაურებენ ალბათ. შეგიძლია მომილოცო-გაიბადრა ზურა-ჰოდა ვიფიქრე შენთან ერთად აღმენიშნა. -აჰა, მერე ვისკი სადაა? -ვიყიდი-ჩაიცინა-შენთან ავიდეთ? -ჰო. -გაფრთხილებ ვერ ვიტან ჯონი უოლკერს-გაბრაზება გაურია ხმაში. -უნდა შეეგუო ძვირფასო-დამშვიდების მიზნით ლოყაზე ვაკოცე. ზურამ მანქანა ჩემი კორპუსის წინ გააჩერა. მარკეტში ვისკი, შოკოლადები და ხილი იყიდა. -ძეხვიც უნდა წამოგეღო-განაწყენებულმა გადავულაპარაკე. ლიფტით ავედით ზემოთ. სანამ ჩემი ბინის კარებს გავაღებდი გამაფრთხილებლად დავიძახე: -ჯონ! ჭკვიანად. კარს შიგნიდან გაურკვეველი ხმაური მომესმა. შევაღე და შევედი. ზურაც შემომყვა. ჯონი უოლკერი-ჩემი დობერმანის ჯიშის ძაღლი გაშეშებული იჯდა და თვალებში შემციცინებდა. თავს ძლივს იკავებდა რომ ზურას არ ცემოდა. ერთი მინიშნება უნდოდა მხოლოდ. -შემოდი ნუ გეშინია, ბრძანებას უსიტყვოდ ასრულებს-ჩავიცინე. მაცივრისკენ წავედი , ძეხვის მოზრდილი ნაჭერი გამოვიღე და ვესროლე ჯონის. ჰაერშივე დაიჭირა და ხარბად დაუწყო თქვლეფა. ზურა მომიახლოვდა, კისერში და ყვრიმალზე დამიწყო კოცნა. მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობდი მკერდზე. გამაკანკალა. -მოიცა ზურა-ამოვიღლუღე-ცოტა დავლიოთ გთხოვ. არ მხიბლავს სამზარეულოში სექსი. საძინებელში გადი და მოვალ. კარგი? უკმაყოფილოდ წაიზლაზნა. დერეფნიდან ავისმომსაწავაბელი ღრენა შემომესმა. -ჯონ! ჩემთან მოდი-ვიყვირე. ღრენა შეწყდა და ძაღლი ჩემთან მოიძურწა. მაცივრიდან ვისკის ძველი ბოთლი გამოვიღე. ერთი ჭიქა კიდევ გამოვიდოდა. ახალი ბოთლიც გავხსენი. ჭიქები შევავსე და საძინებლისკენ წავედი. -აქ დარჩი, ფეხი არ მოიცვალო-ჯონი უოლკერი გაშეშდა. თვალები ავად უელავდა. ბრაზი ახრჩობდა. ზურა გაბადრული სახით მელოდა. ჭიქა მივაწოდე. ეგრევე გადაკრა. მეც ოდნავ მოვსვი. მასთან ახლოს მივედი. ხელის ერთი მოძრაობით ჩამიხსნა ზურგის ელვა შესაკრავი. ყელში და შიშველ მხრებზე მკოცნიდა. სხეული მიხურდა. მისი თითები მთელ ტანზე მოძრაობდნენ. ნაზად მისრესდა მკერდს. კოცნას კოცნითვე ვპასუხობდი. საწოლზე ჩამოჯდა და ჩემი ჭიქა აიღო: -კიდევ მინდა ვისკი-ჩაილაპარაკა და ერთი მოსმით გადაკრა-აღგზნებული ვარ და ამიტომ მეჩვენება თითქოს ეს უფრო თბილია და სხვა გემო აქვს? გაუხდელად მიწვა საწოლზე: -მოდი ჩემთან-ძლივს ჩაილუღლუღა. ვნების ღიმილი გადამეფინა სახეზე. სარკესთან მივედი. მასში სრული სისავსით აისახა ჩემი შიშველი სხეული. მკერდი სარკეს მივატყუპე. ჟინიანად ავუხახუნე. სხეულში ვნება და სიშლეგე მქონდა გამჯდარი. საწოლისკენ მივტრიალდი. ზურას თვალები დაეხუჭა და მშვიდად სუნთქავდა. მას ეძინა. ბრაზისგან ლამის ტუჩები მოვიკვნიტე. გვერდით მივუწექი, მივეხუტე და ისღა დამრჩენოდა მეც ძილისთვის მოვმზადებულიყავი.
დილის ტკბილი ძილი ტელეფონის გაბმულმა ზარმა დამიფრთხო. არაფრით მინდოდა თვალების გახელა. ჯერ კიდევ საშინელ დაღლილობას ვგრძნობდი. ზარი არ ჩერდებოდა. როგორც ჩანს ზურაც შეაწუხა: -გისმენთ-უკმაყოფილოდ ჩასძახა ყურმილს. ცოტა ხანი უსმენდა. -მაქსიმუმ ნახევარ საათში მანდ ვარ-ჩაილაპარაკა და გაუთიშა. ჩემსკენ გადმოიხარა და ყურში ჩამჩურჩულა: -მაპატიე პატარავ, წუხელ როგორც ჩანს საშინლად დაღლილი ვიყავი. ახლა კი უნდა წავიდე, სასწრაფო საქმეა. მაპატიე. სხვა დროს ავინაზღაუროთ დანაკლისი.-მაკოცა და ლოგინიდან წამოდგა. თვალიც არ გამიხელია.
-----------------------------------------
უფროსმა გამომძიებელმა ზურაბ მეტრეველმა სწრაფად აირბინა ახლად აშენებული, კომფორტაბელური კორპუსის კიბეები. რამდენიმე ადამიანი გვერდზე გაწია. აქ იყვნენ ჟურნალისტები, პოლიციელები, ცნობისმოყვარეები, მეზობლები. ბინის კარებში ინსპექტორი ვახტანგ მიქავა იდგა. მისალმების შემდეგ ორივენი კარებში შევიდნენ. ეს იყო ხუთ ოთახიანი აპარტამენტი, მთელი თავისი კომფორტული მოწყობილობით. -ძარცვაა?-კითხა ზურამ ვახტანგს. -არა მგონია, ძვირფასი ნივთები ადგილზეა, ფულიც. ორივენი საძინებელ ოთახში შევიდნენ. ცოტა ხანი ზურა იდგა და მოკლულს გაკვირვებული უყურებდა. მას ფართო ღიმილი ეფინა სახეზე, რაღაცატომ ქალის კაბა ეცვა. ფართო საწოლში განსვენებულ მიცვალებულს ერთადერთი, საკონტროლო გასროლა შუბლში ქონდა გაკეთებული. ასე გამოიყურებოდა ფრანსუა გრავენიე-ფრანგი დიპლომატი და საელჩოს თანამშრომელი. როგორც ჩანს დიპლომატს ბოლო წამმა მხიარულების ჟამს მოუსწრო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ვინაიდან და რადგანაც ვნადირობ:
ყოველი სიტყვა , რომელსაც ამოისისინებთ თქვენი პირიდან<<თქვენიდან აბა ჩემიდან ხომ არ ამოისისინებდით =)) ანუ ზედმეტია
ჰაერშივე დაიჭირა და ხარბად დაუწყო თქვლეფა.<<თქვლეფა ხდება ჯამიდან
ხელის ერთი მოძრაობით ჩამიხსნა ზურგის ელვა შესაკრავი.<<ელვის შესაკრავიანი ზურგი ორიგინალური კია, მაგრამ მაინცდამაინც სექსუალური არა
ჯონი უოლკერი ერთობ ორიგინალური იყო. ეს მართლა =)
მთლიანობაში, ერთი, დიდი უგემოვნობაა =) ,,რაღაცატომ"
აი, ჩემი ნადავლიც =) ვინაიდან და რადგანაც ვნადირობ:
ყოველი სიტყვა , რომელსაც ამოისისინებთ თქვენი პირიდან<<თქვენიდან აბა ჩემიდან ხომ არ ამოისისინებდით =)) ანუ ზედმეტია
ჰაერშივე დაიჭირა და ხარბად დაუწყო თქვლეფა.<<თქვლეფა ხდება ჯამიდან
ხელის ერთი მოძრაობით ჩამიხსნა ზურგის ელვა შესაკრავი.<<ელვის შესაკრავიანი ზურგი ორიგინალური კია, მაგრამ მაინცდამაინც სექსუალური არა
ჯონი უოლკერი ერთობ ორიგინალური იყო. ეს მართლა =)
მთლიანობაში, ერთი, დიდი უგემოვნობაა =) ,,რაღაცატომ"
აი, ჩემი ნადავლიც =)
14. დაიწყეთ ნადირობა ქალბატონო სმიტ, მე ნებას გრთავთ :)))) დაიწყეთ ნადირობა ქალბატონო სმიტ, მე ნებას გრთავთ :))))
13. ააჰ, ამის მეორე თავი როგორ გამომრჩა? =)
ჩავუჯექი ორიგინალურად და ვიწყებ ნადირობას =) ააჰ, ამის მეორე თავი როგორ გამომრჩა? =)
ჩავუჯექი ორიგინალურად და ვიწყებ ნადირობას =)
12. -თქვენ დაპატიმრებული ხართ ზედმეტად გამომწვევი ჩაცმულობისთვის და სექსუალურობისთვის. -და სასჯელი რა იქნება?-გავუღიმე. -გაშიშვლება! ყოველგვარი გასაჩივრების გარეშე, თან მთელი ღამით. :))))))))))))
სადაა გაგრძელება? -თქვენ დაპატიმრებული ხართ ზედმეტად გამომწვევი ჩაცმულობისთვის და სექსუალურობისთვის. -და სასჯელი რა იქნება?-გავუღიმე. -გაშიშვლება! ყოველგვარი გასაჩივრების გარეშე, თან მთელი ღამით. :))))))))))))
სადაა გაგრძელება?
11. ბრავო მადმუაზელ! რაც ყველაზე მეტად მომეწონა ეს მოულოდნელობებია - ვისკისთან ძეხვი რად უნდა (აი თურმე რატომ) და ასე შემდეგ... ისე მაგ ძაღლისთვის უოლკერის ნაცვლად ჩივასი რომ დაგერქმია უფრო მესიამოვნებოდა )) ზურამ მაგრად გატეხა, რამ დააძინა ))) კარგი ენით წერ, დეტალებთან აკურატული მიდგომა და მხატვრული ასახვაც მომწონს.. ხო, მართლა ,,რაღატომც-ს" რატომღაც ხომ არ აჯობებდა? საინტერესოა როგორ გაგრძელდება, კარგი რომანი გამოვიდოდა ვგონებ - ითრევს. +5 ბრავო მადმუაზელ! რაც ყველაზე მეტად მომეწონა ეს მოულოდნელობებია - ვისკისთან ძეხვი რად უნდა (აი თურმე რატომ) და ასე შემდეგ... ისე მაგ ძაღლისთვის უოლკერის ნაცვლად ჩივასი რომ დაგერქმია უფრო მესიამოვნებოდა )) ზურამ მაგრად გატეხა, რამ დააძინა ))) კარგი ენით წერ, დეტალებთან აკურატული მიდგომა და მხატვრული ასახვაც მომწონს.. ხო, მართლა ,,რაღატომც-ს" რატომღაც ხომ არ აჯობებდა? საინტერესოა როგორ გაგრძელდება, კარგი რომანი გამოვიდოდა ვგონებ - ითრევს. +5
10. გულით წავბიკითხე... კომენტარს დასასრულს გავაკეთებ... შეკითხვებს ბადებს ...
წარმატებები... შობას გილოცავ... გულით წავბიკითხე... კომენტარს დასასრულს გავაკეთებ... შეკითხვებს ბადებს ...
წარმატებები... შობას გილოცავ...
9. აჰა, ახლა გასაგებია :D ახალი ჯერ რა უნდა შემოგთავაზო, დასასულებელია ეს. აჰა, ახლა გასაგებია :D ახალი ჯერ რა უნდა შემოგთავაზო, დასასულებელია ეს.
8. პმს ვერ ვპასუხობ:)
ხო იქ მოკლედ ავხსენი :)
რაც შეეხება შენ ტექსტს სანამ მიმაკომენტარებდი მანამ ვეცნობოდი :დ სხარტი ბიჭი ვარ მე პმს ვერ ვპასუხობ:)
ხო იქ მოკლედ ავხსენი :)
რაც შეეხება შენ ტექსტს სანამ მიმაკომენტარებდი მანამ ვეცნობოდი :დ სხარტი ბიჭი ვარ მე
7. ხო არ მჩვევია მე შურისძიება..კეთილი ბიჭი ვარ :D
მოკლედ რა მინდოდა მეთქვა რაღაც კაი ტიპი ჩანხარ შენ :დ
ცოტა ინტერესით გიყურებ აწი მე შენ :დ მაინტერესებს ერთი ახალს და მე რო მიყვარს ისეთს რას დადებ
ნახეთ :) საინტერესო ავტორია ხო არ მჩვევია მე შურისძიება..კეთილი ბიჭი ვარ :D
მოკლედ რა მინდოდა მეთქვა რაღაც კაი ტიპი ჩანხარ შენ :დ
ცოტა ინტერესით გიყურებ აწი მე შენ :დ მაინტერესებს ერთი ახალს და მე რო მიყვარს ისეთს რას დადებ
ნახეთ :) საინტერესო ავტორია
6. ახლავე გადავრეკავ..აბა კი. ოღონდ ჯერ ახალ წელს შევხვდეთ..აბა ავიტაცოთ....გილოცავ(თ) P.S არ მიყვარს "თქვენობით" ლაპარაკები.არა.კაი,ახლა წავედი...წავედი რა იყო და....გავედი ,თუ როგორცაა.:)))) ..ანდა არ გავალ.აი ეგრე.ვერ მოგართვი(თ) დიახაც.აქ ვიქნები.ერთი წელი კიდევ, მინიმუმ.:) ახლავე გადავრეკავ..აბა კი. ოღონდ ჯერ ახალ წელს შევხვდეთ..აბა ავიტაცოთ....გილოცავ(თ) P.S არ მიყვარს "თქვენობით" ლაპარაკები.არა.კაი,ახლა წავედი...წავედი რა იყო და....გავედი ,თუ როგორცაა.:)))) ..ანდა არ გავალ.აი ეგრე.ვერ მოგართვი(თ) დიახაც.აქ ვიქნები.ერთი წელი კიდევ, მინიმუმ.:)
5. ეს მხოლოდ მოთხრობაა, მაგრამ თქვენ უფლება გაქვთ მოიძიოთ :))))))) წარმატებები! ეს მხოლოდ მოთხრობაა, მაგრამ თქვენ უფლება გაქვთ მოიძიოთ :))))))) წარმატებები!
4. იქიდან რომ თავად ვარ მეტრეველი და თანაც კრიმინალისტი. იქიდან რომ თავად ვარ მეტრეველი და თანაც კრიმინალისტი.
3. სერჟ, საიდან ასკვნით? სერჟ, საიდან ასკვნით?
2. ნეტავ ვინაა ეს მეტრეველი? :))))))))) უნდა ვიცნობდე უეჭველი. ნეტავ ვინაა ეს მეტრეველი? :))))))))) უნდა ვიცნობდე უეჭველი.
1. ინტერესი გა(მი)ჩნდა:)
ინტერესი გა(მი)ჩნდა:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|