| ავტორი: ბაჩო. ჟანრი: პოეზია 29 დეკემბერი, 2012 |
შენ ფიცი დადე, მაშინ თავი გმირი გეგონა, დაიფიცე, რომ შეგიძლია დაიცვა ერი, ახლა ყოველდღე დილით ადრე გაღვიძებენ და მძინარე დგახარ, პატრიოტულ სიმღერებს მღერი. შენ ყოველ დილით, ელოდები შენს წილ ულუფას, მერე კუთხეში ჩამოჯდები,სხვა გმირთა გვერდით, ღეჭავ და ყლაპავ, მოუხარშავ ხორცის ნაჭერს და ვერდავიწყებულ ჭრილობასაც ატარებ მკერდით. შენ ყოველ ღამე გეღვიძება და ღამით ბოდავ, შენ ღამით ბრძოლობ, შენ ღამით გჭრიან, შენ ღამით კვდები, დილას როდესააც გახსენებენ, ნაწამებ ღამეს, გულში რომ ჩაგრჩა იმ ჭრილობას აცოცხლებ, ხვდები... თავისუფლდები რამდენიმე საათით როცა, სადმე ხის ძირას ჩამოჯდები, და ფიქრობ ცოლზე, იხსენებ დედას, მერე მამას, მერე ვიღაცებს, მერე ფიქრდები, ამ ცხოვრებაში, შენს პირად როლზე. მერე კი ზარი გამოგაფხიზლებს, რომელიც გამცნობს, უნდა დაბრუნდე, შენს ადგილას, ფიცის თანახმად, ზოზინით დგები, მიაბიჯებ და ისევ ფიქრობ, ალბათ მოგიწევს, როგორც ყოველთვის გრძნობის განაღმვა. შენ ფიცი დადე, მაშინ თავი გმირი გეგონა, დაიფიცე, რომ შეგიძლია დაიცვა ერი, ახლა ყოველდღე დილით ადრე გაღვიძებენ და მძინარე დგახარ, პატრიოტულ სიმღერებს მღერი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. გილოცავ შობა-ახალ წელს, ახალი მოლოდინები, კარგი სურვილებით. გილოცავ შობა-ახალ წელს, ახალი მოლოდინები, კარგი სურვილებით.
2. არის აქ საინტერესო და ტკივილი! მე მომეწონა! არის აქ საინტერესო და ტკივილი! მე მომეწონა!
1. ავტორი: ბაჩო. ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 1
სულისკვეთებისათვის ;) ავტორი: ბაჩო. ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 1
სულისკვეთებისათვის ;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|