ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქაჯი
ჟანრი: პროზა
1 იანვარი, 2013


მე შენ მზერაში ვდნები,როგორც თოვლის ფანტელი

  მე შენ მზერაში ვდნები,როგორც თოვლის ფანტელი.  მორცხვად გადმოვალ ცრემლის სახით,როცა მტვრის ნაწილაკები შეეხებიან  ცისფერ უპეებს.  ვერც კი შემამჩნევ ძვირფასო ისე დავშრები მაგ ყვითელ ღაწვებზე და შემდეგ ისევ უგრძნობი წყალი ჩამომრეცხავს თეთრი ვარდიდან. ყოველ დილას გელოდები  მწვანე მაღაზიასთან. ხშირად აგვიანებ და ალბათ სამსახურში თავს იმართლებ საძაგელი კატის გამო. მე ვფიქრობ შენ ტყუილიც  თავისებურად გალამაზებს და მორცხვ ბავშვს გამსგავსებს.  ჩემ საძინებლიდან კარგად ჩანს შენი სახლი,ფანჯრები და შიგ არსებული სითბო. (ალბათ  გამათბობელს არ იყენებ,იმდენად  გრადუსიანი დადიხარ)შენ  ჭამ ფაფას,რომელიც  დიეტური არის,შემდეგ ჩაის. შენი შუა დღე მე არ ვიცი,მაგრამ საღამოთი სალათს მიირთმევ და თვალებს აწვრილებ,თითქოს რაღაც  საოცარი იდეა მოვიდა გონებაში.მარჯვენა ხელს ტუჩებთან მიიტან თან ჩანგალს ატრიალებ,ისე მოქნილად,რომ მე ალბათ თვალს ამოვითხრიდი შენ ადგილას.  ყველაზე ბედნიერი წუთები მაშინ არის ჩემთვის,როცა სამსახურიდან დაღლილი მოვდივარ ,შენ საძინებელში,მწვანე პიჟემეთი დადიხარ,წიგნებს აწყობ,შემდეგ რაღაცებს ინიშნავ,ლეპტოპს დაიდებ და რაღაცებს წერ ან ვიღაცებს,მაგრა ღიმილი არ გშორდება,თმებს იწევ თითქოს ვიღაც გაკვირდება,ფოტოს გიღებს და მე შემიძლია ნიკაპზე ხელდაყრდნობილმა გიყურო ლოთივით მოჟუჟუნე თვალებით,ვიკრიჭო და ვფიქრობდე,რომ მე მესაუბრები,ჩემზე გეფიქრება,მე მწერ. ორჯერ გყევარ ნანახი,მაგრამ აბა მე მკითხე?. შენი მზერიდან მივხვდი ორივე დანახვაზე,რომ ბლანჟე მოგწონს,მაგრამ ცოტა საშიშ ტიპად აღმიქვი. ჰმ არა და შენ რა ციცქნა ხარ. ალბათ ჩემ ხელის გულზე თავისუფლად წამოწვებოდი. საკუთარ თავზე მეცინება ხოლმე,. მე 25 წლი ვარ შენ კიდევ 19 და ვერ მოვსულვარ შენამდე,რომ გითხრა,უბრალოდ გაგიცნო მაინც,მაგრამ შენი რეაქცია......

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს