ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არ არსებული
ჟანრი: პოეზია
2 იანვარი, 2013


* * *

უეცრად სიტყვამ დალეწა ყური
და ღრმად ჩავიდა მხიარულ გულში,
ვისგანაც სითბოს ველოდი სულით
მან გამიბზარა საწყალი გული.
როგორ მიყვარხარ შენ ვერ მიხვდები,
მე შენ სიცოცხლის ძალად მჭირდები,
მაგრამ სიმწარის და ცუდის მეტი
არ გემეტება შენ არაფერი.
სიტყვა გავარდა და როგორც ტყვიამ
ჩამოანგრია გულის კედელი,
ჯობდა რომ მართლა ტყვია გესროლა
და მოვკვდებოდი მე მხოლოდ შენთვის.
უცებ გაინგრა გული საგულე
და დაიფანტა ათას ნაწილად,
შენგან დაკოდილ გულს ძგერა გააქვს,
მე კი უსულო მასზე დავდივარ.
ახლა ვოცნებობ ენა არ მქონდეს
და არ გეტყოდი შენ არცერთ სიტყვას,
ნეტავი ხედვაც რომ არ შემეძლოს,
არ გიყურებდი ულმობელ ტირანს.
ნეტავი შენი ხმა არ მესმოდეს,
ვერ გავიგებდი ბრაზიან სიტყვას.
მე შენ გარეშე მკვდარიც ვერ გავძლებ
და გაპატიებ შხამიან სიტყვას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები