 | ავტორი: ქაჯი ჟანრი: პროზა 5 იანვარი, 2013 |
სად ხარ სხვისი უბედურებით გასუქებულო მთვარევ? მე შენი ხილვა მინდა.მსურს თვალებში ჩაგხედო.გესმის? გესმის თავხედო?. ოჰ დალახვროს ეშმაკმაც,ჩემი უბედურება ალბათ ათას გათხრილ ორმოს ამოავსებდა. აჰ შე ტუტრუცანა გომბიო.როდემდე უნდა ეკიდოს ჩემს ოთახში შენი სურათი?. წახვედი და დამტოვე ამ გაუკვალავ მინდვრებში. მინდვრებში სადაც ბალახის ან გასრესილი გვირილის სუნი კი არ არის,არამედ დამჭკნარი ფიქრების,ათასჯერ გადათელილი მოლოდინის. შენ უნდა იწვე ახლა მიწაში,გეხუროს ეს მწერებიანი საბანი და მე აქ სახეს ვიხოკავდე? არასდროს მიყვარდი გასიებულო მუქთახორო,.შენ მე შემიფარე,როცა ყველამ მიმაგდო,მაგრამ უფრო დიდი სატანჯველი მომიტანე ვიდრე ქუჩაში ხეტიაი იყო. დატკბი ჩემი აზრებით,ჩემი უკვე დამჭკნარი სხეულით,როელიც არც არასდროს ყოფილა ვარდი ან ია. მე! დიდი ხანია შენი მსგავსი გავხდი,ან როგორ შეიძლება უდაბნოში მცხოვრებ რომელიმე აქლემს კუზი არ ჰქონდეს?. მე ვამსგავსებ ცას იმ ადამიანს,რომელიც მიწამ დაიმონა.ამიტომ მეჩვენება ალბათ ასეთი ცივი და გულღრძო მთვარე,რომეელიც თავის სინათლეს ბოროტებისთვის იყენებს. მინდა მე ვიყო ახლა მაგ მიწაში,ის კი ვინც მუდმივი ტკივილი მომანიჭა აქ იყოს და ხედავდეს,როგორ უსასრულოა ღმერთამდე,რომელიც იქნებ არც მისმენს......
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. უი ეგ ისევ არის))გავითვალისწინებ აწი უი ეგ ისევ არის))გავითვალისწინებ აწი
7. "სხვა" იყო ;-) "სხვა" იყო ;-)
6. უცნაური არ იყო ჟანრში ))) უცნაური არ იყო ჟანრში )))
5. რავიცი აბა პროზა და რაღაც უნცაური "ნაწერი" უნდა განვასხვავოთ ავტორო :) რავიცი აბა პროზა და რაღაც უნცაური "ნაწერი" უნდა განვასხვავოთ ავტორო :)
4. ო , არა? )). შეიძლება ო , არა? )). შეიძლება
3. სად ხარ სხვისი უბედურებით გასუქებულო მთვარევ?
ო, არა! არა!
ამბობენ "ზოგჯერ ღმერთი უსმენს ადამიანსო" სად ხარ სხვისი უბედურებით გასუქებულო მთვარევ?
ო, არა! არა!
ამბობენ "ზოგჯერ ღმერთი უსმენს ადამიანსო"
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|