ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პოეზია
5 იანვარი, 2013


თოვლი

თოვლი

მე თოვლქვეშ ჩუმად მეძინა დიდხანს
და გულზე შენზე დარდი მებნია,
დღეს ვეძებ სიტყვას, შენ რომ ვერ გითხარ,
რადგან არასდროს არ მიძებნია.

  სამგლოვიარო გაისმის მარში
  და უპატრონო სამარეს თხრიან,
  შენ დაიჯერებ უთუოდ მაშინ,
  როცა იქნება ძალიან გვიან.

როგორც ყოველთვის, იქნება გვიან,
რადგან არ იყო არასდროს დროზე
და რასაც კაცთა ნაბიჯი ჰქვია,
მუქ ჭრილობებად აჩნია თოვლზე.

  მე დავთმე ყველა მტკაველი მიწის
  და სულ პატარა ერთ ნაგლეჯს ვითხოვ
  და მხოლოდ შენი დათმობა მიჭირს,
  გამოგიგონე რადგანაც თვითონ.

ქარში ფიქრები მიქრიან ქროლვით
და მე ჩემს არჩივს მორჩილად ვუცდი,
და თმებში ჩუმად Mმადნება თოვლი,
შენი ხელივით ცივი და სუსტი.

  მეც ამ თოვლივით არავის ველი,
  თოვლივით არსად არ მეჩქარება
  და გულს მიკაწრავს სიმშვიდე შენი, 
  აუტანელი ვით შებრალება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს