ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თენგულა
ჟანრი: პოეზია
8 იანვარი, 2013


ვეღარ ავიტან ამდენ მოლოდინს

შენთვის რომ გავხდე უინტერესო,
ეს გული სრულად გადაგიშალე,
საიდუმლო არ დამიტოვია,
ალალად გავთქვი, და დავიცალე.
ჯერი შენზეა, მაგრამ შენ დუმხარ,
ნეტავ, არ მქონდეს მცირე იმედი?
ნუთუ ვერ მეტყვი შენთვის რად ვღირვარ,
ნუთუ არა მაქვს შანსი მცირედი.
შენგან ოდნავი სხივი კი მოდის,
მაგრამ მე უფრო ძლიერი მინდა,
ვეღარ ავიტან ამდენ მოლოდინს,
ვეღარ გიყურებ მდუმარეს  დიდხანს.
ჰო და ვიყვირებ, როცა იქნება,
ვერ დამაკავებ, ქვეყანას მოვრწყავ,
რომ არ გიყვარვარ და სიყვარულზე
რომ არ მპასუხობ, შეგეძლო თუმცა.
 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები