საკმაოდ იყო აციებული და დედას უკვე გადანახული ჰქონდა მწვანე, საშემოდგომო ,,პალტო’’. წინასწარ გადავწყვიტე პირველ პაემანზე მისი ჩაცმა და რამდენიმე დღით ადრე დავიწყე დაბღვერილი დედას ამ ამბისათვის შემზადება. იყო ოქტომბრის 12. ჭაობისფერი ქურთუკი შავ, მოკლე კაბაზე მოვიცვი. თავზეც ჭაობისფერი ბანტი გავიკეთე. დედა გამოვიდა, ამათვალიერ–ჩამათვალიერა, რა ლამაზი ხარო. ვაკოცე, სარკის წინ ამოვისუნთქ–ჩავისუნთქე, გავუღიმე და წამოვედი. ტაქსის მძღოლმა გამაბრუა საბჭოთა კავშირის ქება–დიდებით. მეც მორჩილად ვუღიმოდი და თავს ვუქნევდი, ნამდვილად არ მქონდა იმის არც თავი, არც ნერვები და არც ასაკი, რომ მოხუც, ნერვოზიან მძღოლს დისკუსიაში ჩავბმოდი. მოვდიოდი და ბუნებრივია ვგრძნობდი იმ გაცრეცილ და მილიონგზის აღწერილ რაღაცას, პირველი შეხვედრის, ან ზოგი ადამიანის დანახვისას რომ ეუფლებათ ხოლმე. კიბე პირველი, კიბე მეორე, კიბე მესამე, კარები. ამოსუნთქვა, ჩასუნთქვა.. კიბე მესამე, კიბე მეორე, კიბე პირველი. ნაბიჯები უკან, სახლისკენ. მერე ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა.. მოვბრუნდი. სწრაფად ავირბინე და მალევე შევაღე კაფე ,,პაივამაარა’’–ს კარები. შესასვლელში ვიდექი და ვუყურებდი მას, რომელიც იქვე, სულ ახლოს იჯდა და გარეთ იყურებოდა. ,,უცნობნი, უგრძნობნი’’–მეთქი, გავიფიქრე. ისევ ვიგრძენი მაცდური სურვილი უკან გაბრუნებისა და აუცილებლად ასე მოვიქცეოდი, მისი ღიმილი რომ ჩემი მიმართულებით არ მომართულიყო. გულისცემას ყველა ძარღვში ვგრძნობდი, ყურებში ის ხმა ჩამიგუბდა ბაბუას ძველისძველი, მკივანა ჩაიდანი რომ გამოსცემს. გავიღიმე, მგონი არც ისე ბუნებრივად. ნელა წავედი იქით, მისკენ. ის იყო ჩემზე ბევრად არა, მაგრამ, ჩემი აზრით, მაინც საკმაოდ უფროსი. გამარჯობაო, მეც მივესალმე და დავჯექი პატარა, მრგვალ, შავ მაგიდასთან. მეუცხოვა ბიჭი, რომელთან შეხვედრაც მისალმებით შემოიფარგლა. მერე იყო რამდენიმე წამი, როცა მე მას ვათვალიერებდი, ის კი მე. ყავისფერი როლინგიდან შავი პერანგის ყელი მოუჩანდა. თმა ჰქონდა მუქი წაბლისფერი, თვალები ღია, ღია თაფლისფერი. გრძელი, თეთრი თითებით ჭიქას ეთამაშებოდა. თავისთვის ალკოჰოლი, ჩემთვის ჩაი შეეკვეთა უკვე. –ჩაი ცხელია, მაგრამ რომ დამეგვიანა გაცივდებოდა. –არ დაგიგვიანია. ფინჯანს გაყინული თითები შამოვაკარი. მუქ ფერებში გაწყობილ ოთახში ვისხედით, სხვებისგან მოშორებით, დიდ, ფართო ფანჯარასთან. ყველაფერი ყავისფერ, ან შავ ხეში იყო ჩასმული, კედლებზე აქა–იქ ნახატები ეკიდა, მხოლოდ შავი კალმით შესრულებული. ბარიდან გემოვნებიენი, მელოდიური მუსიკა მოისმოდა ყრუდ. თავიდანვე სიჩუმე აიხლართა ჩვენ შორის, მრგვალ მაგიდაზე და მე ეს ძალიან მომწონდა. შემდეგ იყო დღის მოკლე მიმოხილვა. ისევ სიჩუმე. ბანტს ხელი წავავლე, ვცდილობდი კარგად დამემაგრებინა თხელ თმაზე. –ლამაზი ბანტია, შენი თითები უხდება. გამეცინა. ცალი ხელი პირზე ავიფარე და სახე დავაყრდენი, არ მოვერიდე ჩემს მავნე ჩვევას და თვალები დავხუჭე. –რას შვრები? –რომ შემეძლოს თვალებდახუჭული ვივლიდი, ვისაუბრებდი, ვიცხოვრებდი, აღარ გავახელდი. მიყურა, მერე გაღიმებულმა ფანჯარას მიაწება თვალები. გამვლელ, მოვლილ ქალს თვალი გააყოლა, გამომხედა, შენში სიმშვიდეა გარინდულიო, მითხრა, კიდევ გამიღიმა და ისევ ქუჩისკენ გაექცა მზერა. იმ წამს ამოსუნთქვასა და ჩასუნთქვას შორის ისეთი უჰაერობა ვიგრძენი, მეგონა გული გაჩერდებოდა. მერე საათს დახედა. შუშის ჭიქას მოხვია თითები, ერთმანეთში გადააჭდო და როგორც იქნა თავი ჩემკენ მოატრიალა. გასაგიჟებელი იყო მისი გამოხედვა... და თითები... რაც ასეთი მნიშვნელოვანია ჩემთვის. –მეცხრე კლასში შეყვარებული მყავდა. თავიდანვე შევიმუშავე სტრატეგია, დღეში რამდენჯერმე მენახა, რომ დაუფლებოდა გრძნობა, თითქოს უკვე დიდი ხანი იყო, რაც ერთად ვიყავით. ვფიქრობდი, რომ ასე უფრო მალე შევძლებდი მისთვის მეკოცნა. ვიცინოდით. –მერე? –მერე, სამ დღეში კოცნა ვცადე და ჰოი ბიჭო! (,,თამაში ჭვავის ყანაში’’– მეთქი, გავიფიქრე ) ჩემმა სტრატეგიამ ფიასკო განიცადა. გოგონასთვის თავგზა სულაც არ აუბნევია ხშირ შეხვედრებს. მან თვლა კარგად იცოდა. ჯერ დამიბღვირა, შემდეგ კეკლუცად შემახსენა, მხოლოდ მესამე დღეა რაც შეყვარებულები ვართო. –ტყუილა არ მომიყვებოდი შენი სტრატეგიული მარცხის შესახებ. –თქვენ, გოგონები, ყველა წვრილმანს თუ დეტალს დიდ ყურადღებას აქცევთ, არაფერს ივიწყებთ. ჩაის ჩავაშტერდი, ვცდილობდი მივმხვდარიყავი წამოჭრილი თემის მიზანს, იდეას. მერე რომელი საათია–მეთქი, ვკითხე, შვიდის ნახევარიო. –ჰო, არც მე, არც შენ, არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ 12 ოქტომბერს ამ კაფეში ვისხედით. მე არც ის დამავიწყდება, რომ საათი მარცხენის ნაცვლად მარჯვენა მაჯაზე გიკეთია. სერიოზული სახით მიყურებდა. ვერაფერს რომ ვერ ამოიკითხავდი, ისეთით. მერე თავი გააქნია, გაიცინა და ხელი ჯიბისკენ წაიღო. თვალებმოჭუტულმა მოუკიდა სიგარეტს, ბოდიშიო და მაგიდას დააჩერდა. ოდნავ გამაჟრიალა. ავფორიაქდი. თითებიც დავიმტვრიე. მოვწყდი ,,პაივამაარას’’. გარეთ ძალიან ციოდა, ხალხი ირეოდა, იბუზებოდა. ცოტაც და ლამპიონებს აანთებდნენ. ქუჩის გადაღმა მხარეს ქალი ორ ბავშვს მოასეირნებდა, ცალი ხელი კალიასკისათვის, მეორე ხუჭუჭა, კომბინიზონიანი ბიჭისთვის მოეკიდა. მაღაზიის კარებზე დიდი ნაყინის აბრა იყო აკრული. ბავშვმა წინ გაიწია, პატარა ფეხები ერთმანეთში აეხლართა და უთუოდ წაიქცეოდა, დედის მაგრად ჩაჭიდებული ხელი რომ არა. ოდნავ შევკივლე. ის შეკრთა და როცა მივხვდით, რომ ბოლო რამდენიმე წუთის განმავლობაში აღარცერთს გვახსოვდა ერთმანეთის არსებობა, გაგვეცინა. სიგარეტი ჩააქრო. მერე შეიშმუშნა, გარშემო მსხდომნი შეათვალიერა და ჩემი სახელი ახსენა. გისმენ–მეთქი. შეიძლება მომეჩვენა კიდეც, რომ ყოყმანობდა. თითები მაგიდაზე ერთმანეთის მიყოლებით აათამაშა, ჩააშტერდა და იმ დროისთვის, როცა მეორედ გაიმეორა ჩემი სახელი, ორივენი მისი თითების მოძრაობას ჩავკვირვებოდით. მე ამან გამიტაცა, ის არ ვიცი, რატომ. –გიკოცნია? კითხვამ გულში გამსერა. ვიგრძენი, როგორ გადამიარა სახეზე ცისარტყელას ყველა ფერმა ერთმანეთის მიყოლებით. გარეთ ლამპიონები აენთოთ. კი–მეთქი, ვუთხარი და ტუჩის კუთხეში და თვალთან, ნაოჭებში შეკავებული სიცილი შევუმჩნიე. ახალ ღერს მოუკიდა, უკვე მეორე ბოდიშის მოხდის შემდეგ ერთი ნაპასი ჩაარტყა, არ მჯერაო, მითხრა და დასმულ კითხვაზე ჩემი რეაქციით მოგვრილი გაცინების სურვილი ღიმილში ჩაატია. ავდუღდი. გამიხარდა მისი შეკავებული სიცილი. გამიხარდა, რომ ჩემ წინ იჯდა და მის წინ ვიჯექი. რომ გული სხვანაირ ნოტზე მიცემდა და რომ შეგრძნება იყო არაჩვეულებრივი. ასე მეგონა პირი რომ გამეღო, ხმა ჰაერში გაიფანტებბოდა და მისამდე ვერ მიაღწევდნენ ბგერები. ისევ ჩაის ჭიქას შემოვაჭდე თითები. –გაციებულა. მიმტანმა ახალი მოიტანა, ორივე დავაჩერდით. ჩააქრო მეორე ღერიც. კარგად ვაკვირდებოდი, ისე მინდოდა ყველაფერი ზუსტად ჩამრჩენოდა გონებაში, რომ გონზე მოსული ვხვდებოდი ხოლმე, პირი რომ ოდნავ მოღებული დამრჩენოდა. სიჩუმე მისმა ხმამ გააპო. –ბოლო წლებია რაღაცნაირად ვარ. – იდაყვებით მაგიდას დავეყრდენი, თითები ერთმანეთში შევაცურე და ზედ ნიკაპი ჩამოვდე რაღაც საინტერესოს მოლოდინში. – თითქოს უვიღაცობაში გამომამწყვდიეს და კედლებს ვაწყდები. – ჩამაკვირდა, შეამოწმა, გავიგე თუ არა შინაარსი, შემდეგ უკეთ ასახსნელად დაამატა, – ისე ვაწყდები, როგორც ბავშვები ფანჯრებს, როცა თვითმფრინავი გადაიფრენს. აღტაცებული ვიყავი მისით, ეჭვი არ მეპარებოდა, თვალებიდან ციმციმები მცვიოდა. გადავწყვიტე, რომ ის ჩემი თბილი ქვეყნები იყო და ციება ატანილი ჩემი სხეულიდან მისაში მინდოდა გადამენაცვლა. თუმცა, მე არ ვიყავი ჩიტი. მერე მისი საუბრისას ჩემს სახეზე გაჩენილი სულელური ღიმილის გაქრობას შევეცადე: –ახლა რას კითხულობ? –ჯერომ სელენჯერის მოთხრობები წავიკითხე ბოლოს, ახლა ლექსებზე გადავერთე ძირითადად. (წეღანდელი ,,ჰოი ბიჭო’’ გამახსენდა) –ვის ლექსებზე? – თანამედროვეებს ვეცნობი. –გინდა შენზე დავწერო?– გაიცინა, თვალებში ჩამაშტერდა, გული გადამისერ–გადმომისერა და მინდაო, შემდეგ მითხრა მხოლოდ. –ოღონდ ძალით არაფერი დაწერო, ადამიანებს არასოდეს ეპარებათ, როცა პოეტს გაუჭირდა და რითმა ტყუილა ჩატენა. –მე ლექსებს არ ვწერ, აღარ. –ოჰო, კარგი, მაშინ შემდეგი პაემანი გვექნება მაშინ, როცა შენ მეტყვი, რომ უნდა წამიკითხო რაღაც, დაწერილი ჩვენზე და 12 ოქტომბერზე. ,,ჩვენზე.. ჩვენზე! ‘’ ჩამოვარდა სიჩუმე, რომლის დარღვევასაც მე ვერასოდეს გავბედავდი. იცოდა, რომ გაცილებები არ მიყვარს. გამოსვლისას ,, კიბე პირველზე’’ შეჩერდა, მესამე ღერსაც მოუკიდა, ბოდიშის მოხდა საჭირო არ არის–მეთქი, თვალი ჩამიკრა. ცოტა ხანი იდგა ასე და მიყურებდა მე, ჟრჟოლვაატანილს. დამშვიდობებისას არ ყოფილა არაფერი, გარდა ,,ნახვამდისა’’. მივდიოდი და ვგრძნობდი ,,კიბე პირველზე’’ მდგომის მზერას ზურგის მხრიდან. მოვდიოდი მის გარეშე, მისით სავსე და მქონდა ისეთი შეგრძნება, რომ მისამდე ბევრი რაღაც გამოვტოვე, გადავახტი და იმ დღემდე ცხოვრება მჩატე და ცარიელი იყო. ,,დილით სახლიდან რომ გამოხვედი, იცი რა იყო პირველი, რაც გააკეთე? ქარიანი ამინდი ჩაისუნთქე. ხოდა, ახლა გრძნობებს ნუ აბრალებ შენში ფორიაქს.’’ ბანტი მოეშვა. დავიმაგრე, მერე ჩემს თითებს დავხედე, დავაკვირდი, ,,ბანტს უხდება’’–ო, ჯერ გამეღიმა, მერე მეცინებოდა. ვიცინოდი ჩემთვის, მოვდიოდი მარტო. ,,ნაცნობნი, ნაგრძნობნი’’ – გამიელვა გონებაში.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. კიდევ კარგი. კიდევ კარგი. კიდევ კარგი. კიდევ კარგი.
27. :))))
ყველაფერი ძალიან კარგია ამ გვერდზე.
გილოცავ მარიამ.
შენ სულ ასეთი იქნები მჯერა, ჰოდა ასე...
გილოცავ! :))))
ყველაფერი ძალიან კარგია ამ გვერდზე.
გილოცავ მარიამ.
შენ სულ ასეთი იქნები მჯერა, ჰოდა ასე...
გილოცავ!
26. შემდგარი პაემანი, მასთან თუ საკუთარი ემოციების აღმოჩენასთან? მწვანე ფერი- სიმშვიდის ფერი. დაფიქრებული, დაკვირვებული, მეოცნებე, მაძიებელი.:) შემდგარი პაემანი, მასთან თუ საკუთარი ემოციების აღმოჩენასთან? მწვანე ფერი- სიმშვიდის ფერი. დაფიქრებული, დაკვირვებული, მეოცნებე, მაძიებელი.:)
25. მეღიმება შენს მრავალფეროვნებაზე :)) მეღიმება შენს მრავალფეროვნებაზე :))
24. ეს ყველაზე მეტად მომწონს შენთან. ეს ყველაზე მეტად მომწონს შენთან.
23. თითქოს უვიღაცობაში გამომამწყვდიეს და კედლებს ვაწყდები.
–ოღონდ ძალით არაფერი დაწერო, ადამიანებს არასოდეს ეპარებათ, როცა პოეტს გაუჭირდა და რითმა ტყუილა ჩატენა. –მე ლექსებს არ ვწერ, აღარ.
თითქოს უვიღაცობაში გამომამწყვდიეს და კედლებს ვაწყდები.
–ოღონდ ძალით არაფერი დაწერო, ადამიანებს არასოდეს ეპარებათ, როცა პოეტს გაუჭირდა და რითმა ტყუილა ჩატენა. –მე ლექსებს არ ვწერ, აღარ.
22. http://24.media.tumblr.com/fc601aef777eea03afedc980aecb6260/tumblr_mpf9s07pIw1rd8y7eo1_500.gif http://24.media.tumblr.com/fc601aef777eea03afedc980aecb6260/tumblr_mpf9s07pIw1rd8y7eo1_500.gif
21. ”ყველაფერი საუკეთესო... ” :)))
”ყველაფერი საუკეთესო... ” :)))
20. არა თამო, მეჭაობისფერება ეს.. როდის მოვა ის დღე, ჭორფლიანო :)
არა თამო, მეჭაობისფერება ეს.. როდის მოვა ის დღე, ჭორფლიანო :)
19. ჭაობისფერი ყოფილა.. სტაფილოსფერი უკეთესი იქნებოდა. აი,იმ ყვავილისფერი,მშვენიერო :) :* ჭაობისფერი ყოფილა.. სტაფილოსფერი უკეთესი იქნებოდა. აი,იმ ყვავილისფერი,მშვენიერო :) :*
18. შენ იქნები ჩემი ფისო :) შენ იქნები ჩემი ფისო :)
17. დიდი ამბავია აქ. ნაირ–ნაირი ენების ლექსიკონებში ვეძებდი სათაურს და ბოლოს ფინურ päivämäärä – მდე(ც) მივედი :) დიდი ამბავია აქ. ნაირ–ნაირი ენების ლექსიკონებში ვეძებდი სათაურს და ბოლოს ფინურ päivämäärä – მდე(ც) მივედი :)
16. და ფინური საიდან? და ფინური საიდან?
15. ისე, კატიე–მეთქი. დიდი მადლობა ისე, კატიე–მეთქი. დიდი მადლობა
14. რა კატიე???
მომეწონა და დიდი 5 დავწერე :) რა კატიე???
მომეწონა და დიდი 5 დავწერე :)
12. ბანტს უხდებაო და მეც გამეღიმა
12 ოქტომბერი päivämäärä-ა, მა რაა :)))))))
ბანტს უხდებაო და მეც გამეღიმა
12 ოქტომბერი päivämäärä-ა, მა რაა :)))))))
11. რა იყო ,,ისე'' ადრე? რა იყო ,,ისე`` ადრე?
10. ვაიიი... :))) ეს ისე ადრე იყო... :))) ლამაზო გოგო :* გეფერები :)))) ვაიიი... :))) ეს ისე ადრე იყო... :))) ლამაზო გოგო :* გეფერები :))))
9. ბანტს რას უწუნებთ, მუხა ბატონო? მეც უკეთესის მოლოდინში ვარ ^_^ ბანტს რას უწუნებთ, მუხა ბატონო? მეც უკეთესის მოლოდინში ვარ ^_^
8. ბანტი მოეშვა
ბანტი რა არის? ნაწარმოები ძალიან მომეწონა-ო, რომ ვთქვა არ ვიქნები ავტორისწინაშე გულწრფელი!
უკეთესის მოლოდინში! ბანტი მოეშვა
ბანტი რა არის? ნაწარმოები ძალიან მომეწონა-ო, რომ ვთქვა არ ვიქნები ავტორისწინაშე გულწრფელი!
უკეთესის მოლოდინში!
7. რა სასაცილოა. ყველას მოსწონს, ყველა აღფრთოვანებულია კომენტარებში და შეფასება მხოლოდ 7 ქულა ????? ვიღაცამ იაფერისტა და ქულა არ დაუწერა, თუმცა კი შეაქო. მე ვწერ 5-ს. და მართლა ვწერ. რა სასაცილოა. ყველას მოსწონს, ყველა აღფრთოვანებულია კომენტარებში და შეფასება მხოლოდ 7 ქულა ????? ვიღაცამ იაფერისტა და ქულა არ დაუწერა, თუმცა კი შეაქო. მე ვწერ 5-ს. და მართლა ვწერ.
6. მადლობა, მადლობა მადლობა, მადლობა
5. ძალიაააააააააააან ძალიაააააააააააან
4. როგორ მომწონს, ასე, თითქოს არაფერზე ასე სავსედ (მსუყედ) რომ წერენ.
"თითქოს უვიღაცობაში გამომამწყვდიეს და კედლებს ვაწყდები." "ის ჩემი თბილი ქვეყნები იყო და ციება ატანილი ჩემი სხეულიდან მისაში მინდოდა გადამენაცვლა."
ძალიან კარგი მელნისფერია ეს მელნისფერი:) როგორ მომწონს, ასე, თითქოს არაფერზე ასე სავსედ (მსუყედ) რომ წერენ.
"თითქოს უვიღაცობაში გამომამწყვდიეს და კედლებს ვაწყდები." "ის ჩემი თბილი ქვეყნები იყო და ციება ატანილი ჩემი სხეულიდან მისაში მინდოდა გადამენაცვლა."
ძალიან კარგი მელნისფერია ეს მელნისფერი:)
3. ოოხ, რა კარგი გოგო ხარ =)
პაატარა რაღაცები კი იყო ისე, მაგრამ იმდენად ბევრი და მაგარი რამეები ც იყო, რომ დაჟე ძალიან კარგი გოგო ხარ =)
სადღაც, აღარც აქვს აზრი, იქნება თუ არა დღე მეორე =) ოოხ, რა კარგი გოგო ხარ =)
პაატარა რაღაცები კი იყო ისე, მაგრამ იმდენად ბევრი და მაგარი რამეები ც იყო, რომ დაჟე ძალიან კარგი გოგო ხარ =)
სადღაც, აღარც აქვს აზრი, იქნება თუ არა დღე მეორე =)
2. არა, დღე მეორე აღარამგონია იყოს არა, დღე მეორე აღარამგონია იყოს
1. :))) და აჰა პირობა შესრულებულია. დღე მეორეს, მოუხდება თოვლი... :))) და აჰა პირობა შესრულებულია. დღე მეორეს, მოუხდება თოვლი...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|