ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რომანტიკოსიიი
ჟანრი: პოეზია
9 იანვარი, 2013


* * *

ცუდად ვარ ცრემლი მომდის,
შიგნიდან ვყვირი,
არ გესმით!
სამყაროს ამბოხს ვუცხადებ,
არ ესმის!
არ ესმის!
არ ესმის!
სად მიგყავს იგი,რატომ?
რატომ მაშორებ ყველას!
სად მიგყავს რატომ მართმევ,
ჩემი ცრემლის არ გჯერა!!!
წაიღე ჩემი სული,
გაჩუქებ ჩემს ოცნებებს,
მე წამიყვანე შეგთხოვ
სამყაროც წამართვი თუგინდ...
უფალო გევედრები!
უფალო ცრემლს ვერ ხედავ?
უფალო დაიფარე!
უფალო მე ხომ მჯერა?
სიცოცხლე უყვარს ღმერთო,
იგი არაფერს ითხოვს,
ჩემი აჩუქე სული
დავიჩოქებ და შეგთხოვ!
მისი თვალები მათბობს,
მისი სიტყვები მავსებს,
მისი ლამაზი სული
ჩვენ დაგვიტოვე ღმერთო...
მე წამიყვანე შენთან
თუნდ ჯოჯოხეთს გამგზავნე,
ის დაიფარე შეგთხოვ
მხოლოდ ამ ერთსღა,მე ხომ...
მისი სიცოცხლით ვსუნთქავ,
მისი თვალების მწამს...
მისი ლამაზი სულით
ვიყვარებ წყეულ ხალხს!!!
ვეღარ ვწერ,ვერ გადმოვცემ,
არვიცი რაღა ვთქვა...
უფალო თუ წაიყვან,
ვიტყვი რომ არ მყავხარ!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს