ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზია-მზია
ჟანრი: პოეზია
16 იანვარი, 2013


ნუ დამიძახებ...

რატომ დამეძებ,
მე ხომ შენში ვარ,
ვით სანუკვარი ფიქრი ფარული,
მე შენი სულის ერთი სხივი ვარ
გაზაფხულიდან გამოპარული.
ნუ, ნუ მეძახი,
მე ხომ აქა ვარ,
განდეგილივით შენში ვმარტოობ,
მე წუხილი ვარ, გემუდარები,
შენ სიხარული არ დამატოლო...
აღარ მეძებო,
შენში ვანთივარ,
რომ სიბნელემ ვერ გაგამარტივოს,
ვიწვი და მტკივა თოთო კერტები
არილშენთებულ ქორფა მარტივით...
რატომ დამეძებ,
მე ხომ შენში ვარ,
როგორც ოცნება, ნატვრა ფარული,
მე, გულუბრყვილო, თბილი სხივი ვარ,
ზამთრის სუსხიდან გამოპარული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები