| ავტორი: აბაჟური ჟანრი: იუმორისტული 12 იანვარი, 2013 |
მოგეხსენებათ, რომ ჩვენ, ქართველებს ისტორიულად მოგვდგამს „ქურდებისა“ და „კაი ბიჭების“ პატივისცემა. სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლემაც კი იცის, რომ „ქურდი“ სუფთა სულის მქონე ადამიანია და“კაი ბიჭი“ - მასთან დაახლოებული პირი. ამ ჭეშმარიტებაზე აღზრდილები უშურველად ვუსურვებთ ხოლმე „ქურდებს“ ხანგრძლივ სიცოცხლეს, ხოლო მსუბუქი ყოფაქცევის მქონე ადამიანებს (მეხსიერებამ მიღალატა და ვერაფრით მოვიგონე, თუ რას ეძახიან ასეთ ადამიანებს შემოკლებით) შეუბრალებლაად ვგზავნით მოუსვლელში. აღსანიშნავია გამოჩენილი ქართველი „ქურდისა“ და საზოგადო მოღვაწის ტარიელ ონიანის ღვაწლი ერის წინაშე. მეოცე საუკუნის ბოლოს მისი ხელშეწყობითა და მატერიალური მხარდაჭერით ჩამოყალიბდა პირველი ქართული ქუჩის აკადემია. მადლიერმა შთამომავლობამ დაუფასა მას ამაგი და ქუჩის აკადემიას მისი სახელი უწოდა. ვინ იცის, რამდენი სახელოვანი „ქურდი“ და „კაი ბიჭი“ აღიზარდა ტარიელ ონიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო ქუჩის აკადემიაში (თსქა). ბევრმა მათგანმა საქართველოს ფარგლებს გარეთაც გვასახელა და ჩვენი ქვეყნის სახელი მთელს მსოფლიოს მოჰფინა სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებისა და კრიმინალური ქრონიკების მეშვეობით. მას შემდეგ, რაც ინტერნეტი ფართო მასებისათვის გახდა ხელმისაწვდომი, მსოფლიო სხვადასხვა სოციალურმა ქსელმა მოიცვა. ქართველი „კაი ბიჭები“ და მათი დამფასებლები გლობალური სოციალური ქსელის მომხმარებლები გახდნენ, რის შედეგადაც “კაი ბიჭობამ“ და „გაგებამ“ ინტერნეტში, კერძოდ, facebook-ზე გადაინაცვლა. მაღალნიჭიერი (მაგრამ, ზარმაცი) ქართველი ერი არც ინტერნეტში ღალატობს საკუთარ მოწოდებას და მან ყველა ის ატრიბუტი, რაც დამახასიათებელია „კაი ბიჭობისათვის“, ინტერნეტში გადაიტანა. ამიერიდან facebook-ზე დაუშვებელია „კაი ბიჭის დის“ კედელზე ნებისმიერი პოსტის გაკეთება, მის მიერ გაზიარებული ვიდეოს არ მოწონება და მისი ფოტოსურათების დათვალიერებისას მისთვის „სხვანაირად“ შეხედვა. ასევე, დაუშვებელია იმ ფოტოსურათის მოწონება, რომელზეც აღბეჭდილია ან მონიშნულია „კაი ბიჭის და“. „კაი ბიჭთან“ საუბრისას არ უნდა აუწიო Caps Lock-ს, რადგან ის ამას „ჩესტზე“ შეხებად ჩათვლის და იმოქმედებს. აკრძალულია „კაი ბიჭების“ ფოტოსურათებზე შემდეგი კომენტარის დაწერა: "როგორ მინდა თქვენთააან! :*" თუ მათთან გინდა, უნდა მიხვიდე და საერთოდ, გინდა კარგია, უნდა გერგებოდეს. Facebook-ის ყველა გამგებიანმა მომხმარებელმა დღის განმავლობაში უნდა გაიზიაროს მინიმუმ ერთი სიმღერა, რომელსაც ასრულებს „ბუტირკა“, ივან კუჩინი ან მიხეილ კრუგი. Facebook-ზე ჩადენილი ყველა არასწორი საქციელისათვის „კაი ბიჭები“ მოგთხოვენ. თუ facebook-ზე რაიმე დაპირისპირების მოგვარება ან გადაწყვეტა შეუძლებელია მხარეების მიერ, ისინი ადიან (შედიან) მარკ ცუკერბერგთან, რომელიც მათ საქმეს სამართლიანად არჩევს. თუმცა, მარკ ცუკერბერგის ნებისმიერ წვრილმან საკითხზე შეწუხება დაუშვებელია. ასე რომ, ყველამ ერთხმად გავიმეოროთ: ქურდებს სიცოცხლე! მსუბუქი ყოფაქცევის ადამიანებს (ამდენი ხანია ვფიქრობ და მაინც ვერ მოვიგონე, რას ეძახიან მათ შემოკლებით) სიკვდილი! P.S. „კაი ბიჭები“ Backspace-ს არ „აძლევენ“! P.P.S. გამომდინარე იქიდან, რომ პომიდორი და ბანანი საკმაოდ გემრიელი ყოფილა, „კაი ბიჭებს“ მათი ჭამა აღარ ეკრძალებათ. P.P.P.S. კიდევ რამეს ელოდები? სულ ტყუილად!
07.05.2011
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. P.P.P.S. ერთი პიტი skype-ში "აკურთხეს" ქურდად, რაც მე იმის მკურთხებელს ვუკურთხე, ერთი არ ასცდეს :)))))))))))) P.P.P.S. ერთი პიტი skype-ში "აკურთხეს" ქურდად, რაც მე იმის მკურთხებელს ვუკურთხე, ერთი არ ასცდეს :))))))))))))
8. კარგად გამაცინე ავტორო:) ნანას ვეთანხმებიი:)) კარგად გამაცინე ავტორო:) ნანას ვეთანხმებიი:))
6. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს...5 სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს...5
5. კარგია, აწეული Caps Lock-ით რომ არ მიწერთ კომენტარებს, საშიში ვხდები მაგ დროს. :D კარგია, აწეული Caps Lock-ით რომ არ მიწერთ კომენტარებს, საშიში ვხდები მაგ დროს. :D
4. :D:D:D:D:D:D:D:D:D საღოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ :D:D:D:D:D:D:D:D:D საღოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ
3. სხვა ქალაქში ქუჩის აკვანი დაირწა და აკადემია თბილისში დაარსდა.
სხვა ქალაქში ქუჩის აკვანი დაირწა და აკადემია თბილისში დაარსდა.
2. ავტორი: აბაჟური ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 5
ყოჩაღ ავტორო :დ:დ:დ;დ:დ მაგარი იყო ძალიან:))))) ავტორი: აბაჟური ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 5
ყოჩაღ ავტორო :დ:დ:დ;დ:დ მაგარი იყო ძალიან:)))))
1. ტარიელ ონიანის სახელობის სახელმწიფო ქუჩის აკადემია თბილისში იყო? მე სხვა ქალაქში მეგონა:)
ტარიელ ონიანის სახელობის სახელმწიფო ქუჩის აკადემია თბილისში იყო? მე სხვა ქალაქში მეგონა:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|