 | ავტორი: ქაჯი ჟანრი: პროზა 14 იანვარი, 2013 |
''მე მენატრება შენი ნაზი ხმა. გრძელი თითების ნელ-ნელა დაწყობა კლავიშებზე და შოპენის ''წვიმის წვეთების'' წკაპუნი ,ისე თითქოს ჩვეულ სიმყუდროვეს არ არღვევდეს. ცოცხით გაგდებული კატასავით დავდივარ გზებზე,სადაც განმარტოება არ არსებობს და ყველას შორ სივრცეში მიუპყრია თვალები. იდეალური იყო ჩემი ცხოვრება შენთან ერთად(არ ვამეტებ) და მკვდარ ირემს დასეული მწერებივით სუნიანი გახდა ყოფნა არყოფნა. არა ,ვცდები იქნებ,მაგრამ შენ აქ არ ხარ,იქნებ არც სხვაგან ხარ ,სადაც უნდა იყო. ნეტავ ღმერთთან თუ ხარ,მეც მანდ მომახვედრონ. მეგობარი შევიძინე (არ ვიცი ,რატომ გწერ,მე ხო არ ვიცი ცოცხალი ხარ თუ ნაღმებმა დაგლიჯეს შენი ვარდივით რბილი სხეული)საოცარი ვინმე არის. ხატავს,წერს,უკრავს . ამიტომ ხშირად მომყავ სახლში,რომ შენ შენახებ კლავიშებს ,ისიც შეეხოს და სულის დატოვებული ნაწილი მე გადმომცეს. მე ნორმალური ასეთი ვარ,ხოლო როცა ჩუმად ვარ,მხოლოდ მაშინ ვგრძნობ არა -ნორმალურად ყოფას. გთხოვ ერთი სიტყვა მაინც დამიბრუნე,რომ ცოცხალს გწერ და არა მკვდარს. წერილში ვახვევ ჩემ ხელსახოცს,რომელზეც ჩემი ტუჩები ამჩნია. შენ-ეს ის სიტყვაა,რომელიც ჩემთვის ყოველი წამის საყოფად არსებული ჟანგბადია და გამწარებულ სულს ცოტათი მიამებს. არის გზა არის ნელი თამაში და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. თამაშში მოგებაც არისო...თქვენი საქმისა თქვენ იცით და...მაგანაც... თამაშში მოგებაც არისო...თქვენი საქმისა თქვენ იცით და...მაგანაც...
2. რატომ წუხდებოდი სათაურისთვისაც,ვიცი,რომ ყველას მოწონს ისედაც გალა. რატომ წუხდებოდი სათაურისთვისაც,ვიცი,რომ ყველას მოწონს ისედაც გალა.
1. არის გზა, არის ნელი თამაში... და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო! მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა! მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ მშვიდი დღეების თეთრი ბროლება, მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში და თმების ქარით გამოქროლება. მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი, ვით უბინაოს - ყოფნა ბინაში... თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე. თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი და დაღალული ფიფქით დამთოვა. როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი! როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!
სათაურს დავუწერ 2 არის გზა, არის ნელი თამაში... და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო! მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა! მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ მშვიდი დღეების თეთრი ბროლება, მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში და თმების ქარით გამოქროლება. მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი, ვით უბინაოს - ყოფნა ბინაში... თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე. თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი და დაღალული ფიფქით დამთოვა. როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი! როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!
სათაურს დავუწერ 2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|