| ავტორი: აბაჟური ჟანრი: პროზა 18 იანვარი, 2013 |
შაბათი დღე იყო და სამი საათის დადგომისთანავე ლეო საკუთარი სამუშაო მაგიდის მოწესრიგებას შეუდგა. შაბათობით მისი სამუშაო დღე სამ საათზე მთავრდებოდა, რის შემდეგაც ის გულმოდგინედ ალაგებდა სამუშაო მაგიდას, კეტავდა კაბინეტს და გამომშვიდობების ნიშნად გულთბილად უღიმოდა ვესტიბიულში მჯდომ მდივან გოგონას. ტრადიცია არც ამჯერად დაურღვევია. შენობიდან გამოსვლისთანავე იქვე მდებარე ფრინველების ბაზრობისაკენ აიღო გეზი. ის ყოველ შაბათს მიდიოდა ფრინველების ბაზრობაზე, რომელიმე ფრინველს ყიდულობდა, ქალაქგარეთ გაჰყავდა და თავისუფლებას ჩუქნიდა. ბაზრობაზე მისვლისას ისეთ გამყიდველს არჩევდა, რომელთანაც დიდი ხანია არაფერი ეყიდა, რადგან არ სურდა რომელიმე გამყიდველს ეჭვი გასჩენოდა და მისთვის რამე ეკითხა. ბაზრობაზე უამრავი ხალხი ირეოდა. ხალხმრავლობაში ლეომ უკიდურესი მარცხენა რიგისაკენ გაივალა გზა. რიგის დასაწყისში ერთ მოხუც კაცს ჰქონდა დახლი, რომლისგანაც უკვე ორი თვეა არაფერი ეყიდა. მოხუცი მტაცებელ ფრინველებსაც ჰყიდდა. ბოლოს მასთან სწორედ მიმინო იყიდა. მოხუცმა ლეო ვერ იცნო. ლეომ ნიბლია იყიდა, გალიით ხელში ბაზრობიდან გამოვიდა და ნელი ნაბიჯით გაუყვა გზას ქალაქიდან გასასვლელად. გზად იმაზე ფიქრობდა, თუ რა ბედნიერი იქნებოდა ნიბლია, რომელსაც ტყვეობაში აღარ მოუწევდა ცხოვრება და ამაზე ფიქრი მასაც აბედნიერებდა. ამგვარ ფიქრში გართული ქალაქიდან გავიდა და გზიდან გადაუხვია. ამასობაში მოსაღამოვებულიყო და ჩამავალ მზეს ცისკიდური გაეწითლებინა. გარშემო საოცარი სიჩუმე გამეფებულიყო, რომელსაც მხოლოდ ლეოს ფეხის ხმა აკრთობდა. რამდენიმე წუთში ლეო ერთ ხესთან შეჩერდა და გარშემო ყურადღებით მიმოიხედა. არ სურდა, ვინმეს დაენახა, თუ როგორ ათავისუფლებდა ტყვეობიდან პატარა მგალობელს. როდესაც დარწმუნდა, რომ ვერავინ დაინახავდა, ნიბლია გალიიდან გამოიყვანა და გაუშვა. ჩიტმა ჰაერში შეიფრთხიალა და კამარა შეკრა, შემდეგ კი იმ ხეზე დაფრინდა, რომელთანაც ლეო იდგა. როგორც ჩანს, ჯერ ვერ შეჰგუებოდა იმ აზრს, რომ გალიაში აღარ იყო გამოკეტილი და თავისუფლად ფრენა შეეძლო. მცირე ხანს უძრავად იჯდა ხეზე, შემდეგ ნისკარტით ბუმბული გაისწორა, დაიჟღურტულა და ხიდან აფრინდა. მზის ჩასვლის ფონზე სიჩუმეში ჩიტის ჟღურტული ყველაზე ჰარმონიულ და საამო მუსიკად გაისმა. ლეო ჰაერში მონავარდე ფრინველს უყურებდა და ბედნიერებისაგან იღიმებოდა. ახლა შეეძლო ქალაქში მშვიდად დაბრუნებულიყო, მაგრამ სწორედ მაშინ, როცა უკანასკნელად შეხედა ჩიტს, წარმოუდგენელი რამ მოხდა. ჰაერი ისარივით გაკვეთა მიმონომ, ნიბლიას ჩამოუქროლა, კლანჭები ჩაასო და ტყისკენ გაფრინდა. ლეოს მუხლები მოეკვეთა და იმ ხეს მიეყრდნო, რომელზეც რამდენიმე წუთის წინ პატარა მგალობელი იჯდა. მიწაზე ფრინველის რამდენიმე ბუმბული ჩამოვარდა ფარფატით. თავზარდაცემული ლეო გაწითლებულ ჰორიზონტს გაჰყურებდა და ჩუმად იმეორებდა: -მე მოვკალი! შემდეგ იყო სიჩუმე, გაუსაძლისი სიჩუმე. ლეო ფრთხილად ჩაცურდა, მიწაზე დაჯდა და ზურგით ხეს მიეყრდნო. ჰორიზონტზე წითელი ფერი ფერმკრთალდებოდა. მალე მზეც ჩავიდოდა. წითელი, ცხელი მზე. ლეომ გალიას დახედა და ფიქრებში ჩაიძირა. ვინ იცის, იქნებ ეს სწორედ ის მიმინო იყო, რომელიც ორი თვის წინ იყიდა მოხუცი მეფრინველისაგან და ამ ადგილას გაუშვა. ლეოს რომ არ აეხირებინა ყოველ შაბათს თითო ჩიტის გათავისუფლება, ერთ მშვენიერ დღეს რომელიმე მზრუნველი მშობელი საკუთარ შვილს დაბადების დღეზე აჩუქებდა პატარა ნიბლიას და ისიც უზრუნველად გაატარებდა სიცოცხლეს პატარა პატრონის გვერდით. ალბათ ხანდახან გალიიდანაც გამოუშვებდნენ და რამდენიმეწუთიან თავისუფლებას მიანიჭებდნენ, შემდეგ კი ისევ გალიაში ჩასვამდნენ, რათა რამე ხიფათს არ გადაჰყროდა. რამდენიმეწუთიანი თავისუფლება ახლაც შეიგრძნო, მაგრამ ამჯერად ეს უკანასკნელად მოხდა. თუმცა, საკითხავია, იქნებოდა კი თავისუფალი მაშინ, თუ გალიიდან ოთახში გამოუშვებდნენ? ის ხომ მაინც სხვის მიერ შემოსაზღვრულ სივრცეში დარჩებოდა და სიკვდილიც ასეთ სივრცეში მოუწევდა. არა! ეს არ იქნებოდა თავისუფლება, თუნდაც, რამდენიმეწუთიანი. ეს მოჩვენებითი, ყალბი თავისუფლება იქნებოდა და ნიბლიაც მუდამ იგრძნობდა ამას. ნამდვილ თავისუფლებას ის სწორედ ახლა ეზიარა, სიკვდილისას, რადგან თავისუფალი მაშინ ხარ, როდესაც თავისუფალი კვდები.შეიძლება თავისუფალი დაიბადო და თავისუფლება წაგართვან, მაგრამ თუ თავისუფალი მოკვდები, თავისუფლებას ვერავინ წაგართმევს. თავადაც მზად იყო თავისუფლებისათვის თავისუფალი მომკვდარიყო. თავისუფლება ფრენად წარმოედგინა, რომელსაც ნებისმიერ წამს შეიძლება შეეწირო. სწორედ ამიტომ იმ გალიებისაგან, რომლებითაც ფრინველები ქალაქიდან გაჰყავდა, საფრენი აპარატის აგებას ცდილობდა. მხოლოდ გალიებისაგან აგებული საფრენი აპარატი, რომლის ფრთებზეც ტენტს გადაჭიმავდა, თავისუფლების სიმბოლოდ წარმოედგინა. ტყვეობის სიმბოლოს დახმარებით თავისუფლების სიმბოლოს აგებდა, რომელსაც ერთ მშვენიერ დღეს რომელიმე გორაკზე აიტანდა და იქიდან თავისუფლად გადმოეშვებოდა. - მე ის გავათავისუფლე! - მშვიდად თქვა ლეომ. მზე უკვე ჩასულიყო და მსუბუქი ნიავი რამდენიმე ბუმბულს ეთამაშებოდა, თავისუფალი ფრინველის ბუმბულს. ლეო წამოდგა და გალიით ხელში ქალაქისაკენ გაუყვა გზას. 06.07.2011
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. მადლობა. მიხარია, რომ მოგწონთ. მადლობა. მიხარია, რომ მოგწონთ.
15. ძალიან კარგი მოთხრობაა თავიდან ბოლომდე. ძალიან კარგი მოთხრობაა თავიდან ბოლომდე.
14. საერთოდაც მე ვფიქრობ რომ პროზა უნდა იყოს სადა, ზედმეტი ბანალური თემების განხილვის გარეშე. მოყევი კონკრეტული ამბავი, არავის არაფერი ასწავლო და გამოდის მისაღები პროზა, ვისაც უნდა სულიერება და სიბრძნე და ა.შ. წაიკითხოს ბიბლია.
საერთოდაც მე ვფიქრობ რომ პროზა უნდა იყოს სადა, ზედმეტი ბანალური თემების განხილვის გარეშე. მოყევი კონკრეტული ამბავი, არავის არაფერი ასწავლო და გამოდის მისაღები პროზა, ვისაც უნდა სულიერება და სიბრძნე და ა.შ. წაიკითხოს ბიბლია.
13. კომენტარებს გადავხედე და აზრი ორად იყოფა... მე პირადად იმიტომ წავიკითხე, რომ მენახა თქვენი სხვა ნაწერებიც ანალოგიურია თუ უბრალოდ ის ერთი "პური ჩვენი არსობისა" იყო ისეთი. ღოგორც ჩანს არ შევმცდარვარ პირველი შეფასებისას. Iსევ დიდი ვერაფერი ნაწერია. ვერც მათ დავეთანხმები ვისაც ღრმა ნამუშევარი ჰგონია, არ ვიცი შეიძლება იყოს კიდეც , უბრალოდ წერის მანერა და სტილი აუფერულებს ძალიან. ბევრად უფრო ლამაზად შეიძლებოდა ამ ყველაფრის გადმოცემა. კომენტარებს გადავხედე და აზრი ორად იყოფა... მე პირადად იმიტომ წავიკითხე, რომ მენახა თქვენი სხვა ნაწერებიც ანალოგიურია თუ უბრალოდ ის ერთი "პური ჩვენი არსობისა" იყო ისეთი. ღოგორც ჩანს არ შევმცდარვარ პირველი შეფასებისას. Iსევ დიდი ვერაფერი ნაწერია. ვერც მათ დავეთანხმები ვისაც ღრმა ნამუშევარი ჰგონია, არ ვიცი შეიძლება იყოს კიდეც , უბრალოდ წერის მანერა და სტილი აუფერულებს ძალიან. ბევრად უფრო ლამაზად შეიძლებოდა ამ ყველაფრის გადმოცემა.
12.
ეს ისე, რაააა!
ეს ისე, რაააა!
11. მსგავსი რამ მეც მომსვლია როცა წამომიძახია ,,ნუთუ მე მოვკალი". ძალიან კარგი და ღრმა შინაარსის მოთხრობაა. წარმატებები ავტორს მსგავსი რამ მეც მომსვლია როცა წამომიძახია ,,ნუთუ მე მოვკალი". ძალიან კარგი და ღრმა შინაარსის მოთხრობაა. წარმატებები ავტორს
10. . "ის ყოველ შაბათს მიდიოდა ფრინველების ბაზრობაზე, რომელიმე ფრინველს ყიდულობდა, ქალაქგარეთ გაჰყავდა და თავისუფლებას ჩუქნიდა." რა კარგი აზრია?...:) მე მგონი საინტერესო ავტორს მივაგენი...ვნახავ დანარჩენ ნაწერებსაც...აქ კი აზგოს ვეთანხმები...კარგად დაიწყო ძალიან. "იმეორებდა: -მე მოვკალი!" ამის მერე კი...., თავისმართლებამ და თავისუფლებაზე ფილოსოფიამ დიდად ვერც მე მომხიბლა...:)
. "ის ყოველ შაბათს მიდიოდა ფრინველების ბაზრობაზე, რომელიმე ფრინველს ყიდულობდა, ქალაქგარეთ გაჰყავდა და თავისუფლებას ჩუქნიდა." რა კარგი აზრია?...:) მე მგონი საინტერესო ავტორს მივაგენი...ვნახავ დანარჩენ ნაწერებსაც...აქ კი აზგოს ვეთანხმები...კარგად დაიწყო ძალიან. "იმეორებდა: -მე მოვკალი!" ამის მერე კი...., თავისმართლებამ და თავისუფლებაზე ფილოსოფიამ დიდად ვერც მე მომხიბლა...:)
9. მეც მინდა, მაგრამ ნიბლიას თავისუფლება უნდა. ჩემი აზრით.
"მაგიდის მთვარე" მომეწონა ფრიად. საერთოდ, მე და მთვარეს დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. მეც მინდა, მაგრამ ნიბლიას თავისუფლება უნდა. ჩემი აზრით.
"მაგიდის მთვარე" მომეწონა ფრიად. საერთოდ, მე და მთვარეს დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს.
8. ნიბლია მინდა. :)
5 აბაჟურო, უფრო სწორად "მაგიდის მთვარევ"... :) ნიბლია მინდა. :)
5 აბაჟურო, უფრო სწორად "მაგიდის მთვარევ"... :)
7. დღეს გარეთ ვიურებოდი, ჩემი კორპუსის წინ ყვავები და მტრედები რამოდენიმე , თოვლში ჩემს მიერ გადაყრილ მუხუდოს მარცვალს შეექცეოდენ, ვაკვირდებოდი,მათ მოძრაობას, ყვავები უფრო ფრთხილად იქცეოდნენ, ჩემს ხმაზე"ყვავებო არ გცივათ?" გაფრინდნენ მტრედებს ყურადღებაც არ მოუქცევიათ ისე განაგრძნობდნენ კენკვას, გარეთ ათი გრადუსი ყინვა იდგა. მიუხედავად სიცივისა ისინი ბედნიერებად მომეჩვენა , თავისუფალნი იყვნენ და ამას გრძნობდნენ, , ხან გაფრინდებოდნენ, ხან მოფრინდებოდნენ, თავიანთ სურვილზე ამას დავარქმევდი თავისუფლებას და ბედნიერებას. შეიძლება იყო ბედნიერი, მაგრამ არა თავისუფალი, სულერთია ადმიანი იქნება თუ ცხოველი.
ეს ნაწარმოები მომეწონა ჩემი დღევანდელი გაფიქრების გაგრძელებაა. დღეს გარეთ ვიურებოდი, ჩემი კორპუსის წინ ყვავები და მტრედები რამოდენიმე , თოვლში ჩემს მიერ გადაყრილ მუხუდოს მარცვალს შეექცეოდენ, ვაკვირდებოდი,მათ მოძრაობას, ყვავები უფრო ფრთხილად იქცეოდნენ, ჩემს ხმაზე"ყვავებო არ გცივათ?" გაფრინდნენ მტრედებს ყურადღებაც არ მოუქცევიათ ისე განაგრძნობდნენ კენკვას, გარეთ ათი გრადუსი ყინვა იდგა. მიუხედავად სიცივისა ისინი ბედნიერებად მომეჩვენა , თავისუფალნი იყვნენ და ამას გრძნობდნენ, , ხან გაფრინდებოდნენ, ხან მოფრინდებოდნენ, თავიანთ სურვილზე ამას დავარქმევდი თავისუფლებას და ბედნიერებას. შეიძლება იყო ბედნიერი, მაგრამ არა თავისუფალი, სულერთია ადმიანი იქნება თუ ცხოველი.
ეს ნაწარმოები მომეწონა ჩემი დღევანდელი გაფიქრების გაგრძელებაა.
6. როცა მაგის გაკეთებას გადავწყვეტ, მაშინ ვილაპარაკებ მაგაში ბოლოზე და ეგ მართლა ბოლო იქნება.
შეფასებისთვის მადლობა. ისიც კარგია, რომ რამის თქმის სურვილს მაინც აჩენს. როცა მაგის გაკეთებას გადავწყვეტ, მაშინ ვილაპარაკებ მაგაში ბოლოზე და ეგ მართლა ბოლო იქნება.
შეფასებისთვის მადლობა. ისიც კარგია, რომ რამის თქმის სურვილს მაინც აჩენს.
5. კარგად დაიწყო, მაგრამ დაბოლოების ბანალურმა "ფილოსოფობანამ" გამიფუჭა შთაბეჭდილება. რაც სათქმელი გქონდა აი ისიც რომ გეჩვენებინა, და არა უბრალოდ გელაპარაკა მასზე, მაშინ მართლა კარგი იქნებოდა. კარგად დაიწყო, მაგრამ დაბოლოების ბანალურმა "ფილოსოფობანამ" გამიფუჭა შთაბეჭდილება. რაც სათქმელი გქონდა აი ისიც რომ გეჩვენებინა, და არა უბრალოდ გელაპარაკა მასზე, მაშინ მართლა კარგი იქნებოდა.
4. მადლობა ასეთი შეფასებისთვის. მიხარია, რომ მოგწონთ. მადლობა ასეთი შეფასებისთვის. მიხარია, რომ მოგწონთ.
2. მართლაც მნიშვნელოვანი და სააზროვნო თემა დევს .+++++ მართლაც მნიშვნელოვანი და სააზროვნო თემა დევს .+++++
1. თქვენ აღარ ხუმრობთ!:)
ძალიან კარგია ეს პატარა, მაგრამ ბევრისმთქმელი მოთხრობა.
"ტყვეობის სიმბოლოს დახმარებით თავისუფლების სიმბოლოს აგებდა" თქვენ აღარ ხუმრობთ!:)
ძალიან კარგია ეს პატარა, მაგრამ ბევრისმთქმელი მოთხრობა.
"ტყვეობის სიმბოლოს დახმარებით თავისუფლების სიმბოლოს აგებდა"
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|