1 გაბზარული რული. ღამე თეთრად მითრთის. სამი. ორი. ერთი. კეთრი. თეთრი ფითრი. მკვეთრი ნაკვთი. ფაქტი. გინდ მოკვდი გინდ ჩაკვდი. სული: სრული მრგვალი. ცეცხლის ალი. სუნი. დღე გასული ფონზე. ღამე რითმებს მოზელს.
2 ველური ტვინი. რამე მარტივი. ხანდახან რთული, ხან დახატული. წყებები ფრაზის ლურჯი ნაფაზი. სიცარიელე, ხანაც სისავსე, -ვითვალიერე- მოვკვდი იმწამსვე. ჩემგან წავიდა. ვიწყებ თავიდან. რთული ორბიტა ისევ მომინდა.
3 სიბნელე. შიში თან შემშლელი. შიმშილი. ხაზები. და ნუ ინაზები. მიბნევენ ყვავილებს ეკლიან გვირგვინში… წავიდა წამიდან მოსული. თუ წყევლით ორსული. და შობა ბავშვობა.