ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
16 იანვარი, 2013


პოეზიის მეჯინიბის სიმღერა

პოეზიის ფაფარაშლილ ლურჯა ცხენებს,
ხელოვნების თავლაში რომ მომელიან,
სიყვარულის იპოდრომზე გავაჭენებ
და გამოვცდი, უფრო მარდი რომელია...

გამარჯვებულს მოგართმევ და შენი იყოს,
სხვა მე არც რა მაბადია მათი ფასი,
მოუხდება შენი გულის საჯინიბოს,
ბედაური ჩემი ლურჯა ცხენის მსგავსი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები