საწოლი აღარ ჭრიალებდა... კიდეზე ჩამომჯდარმა კაცმა არ იცოდა რა ექნა... "მე ვარ მომავალი,მე ვარ წარსული და მე ვარ ბედნიერება, წუთიდან წუთამდე, დღიდან დღემდე" - კითხულობდა ქაღალდზე გაკეთებულ წარწერას.
მაგვიანდება - წუხს ქალი. ყელსაბამს ვერ პოულობს... ის დაგვიანებას ვერ მოიშლის,ჰანსი ყელსაბამის დამალვას... ეძებს, პოულობს იქ სადაც მისი ადგილია... (ლამაზი ყელი აქვს). “აი,სად ყოფილა”
ეს მანამდე იყო..
დღეს უკვე ჰანსი მიდის
ჩემოდნის ელვა მხოლოდ ნახევრადაა გახსნილი (და არა შეკრული), იქედან გადმოცვენილი ნივთები დერეფანში ყრია... სცენარები,წერილები,ფეხსაცმელები... ან რა აზრი აქვს ჩალაგებას? ყველაფერი მაინც თავიდან დაიწყება. (ჰანსს წესრიგი უყვარს,მაგრამ ორი ადამიანი ერთად, უკვე ქაოსია)
სარას ლამაზი თმა აქვს ( ზუსტად ისეთი, ჰანსს რომ მოსწონს)
"შენი მეგობარი ძალიან ლამაზია ჰანს",-ეუბნება თვითმფრინავში მჯდომი კოლეგა და ჩარჩოში ჩასმულ სურათს უბრუნებს.
-სარა? ხო, სარა ლამაზია... გრძელი ფეხები აქვს და ისეთი დაბნეულია როგორც "გეტრზე" წასული თვალი. საინტერესოდ იკოცნება, ხანდახან იკბინება, მაგრამ მაინც ტკბილია... ხალი აქვს... ბევრს ეწევა და ბევრ ყავას სვამს, ღამე საერთოდ არ სძინავს,ან ვინ დააძინებს... ძნელია მისი გაგება, მაგრამ თუ გაუგე ყველაზე მაგარი ქერაა მსოფლიოში..
სარა სავარძელში ზის კითხულობს, ხანდახან ტელევიზორს გახედავს, ზოგჯერ ჩაფიქრდება, ახსენდება ჰანსთან გატარებული დღეები, ღიმილი არ შორდება სახიდან. ჩვენ მხიარულად ვცხოვრობთ... კარის მეზობელი სულ გვითვალთვალებს... მოხუცია და რა ქნას...
ჰანსი ქინძისთავს იღებს, კაბაზე უმაგრებს -იცი ეს ქინძისთავი სულაც არ არის ბურგუნდიული ღვინის ფერი -უბრალოდ ღვინისფერია? -ხო,ეს ფერი გშვენის ... (ისე იდებს ლოყაზე ხელს, როგორც ყოველთვის) ხანდახან მიწაც ღვინისფერია და დახუჭული ქუთუთოებიდან დანახული დღეც.
ჰანსის მოწერილი შეტყობინება: "ქუთუთოებიდან დანახული დღე? საბნიდან დანახული ნათურა როგორია? იქნებ ზემოდან გრჩევნია ვაშლის გათლა? სამსახურში ისე წახვედი საცვალი არ ჩაიცვი, ფაქსით გამოგიგზავნე და მოვიდა? როცა არ მეძინება თვალებზე შენს ბიუსტების შემკავებელს ვიფარებ, მერე სიზმარშიც არ მასვენებ... დიდი შრომა მიწევს, ბედნიერი შრომა"....
სარა ოთახში დადის, მოუსვენრად და უმიზნოდ... ხანდახან ნათურები გვბეზრდება, შუქი ყოველთვის არ არის სინათლე... ვაშლის ნაფცქვენების წაღებაც უკვე ისწავლა პაჩიმ (ჰანსის ძაღლი)... ის სულელია და მეტისმეტად ჭკვიანი თვალები აქვს...
ჰანსი, ის სარასთან მიდის და ამბობს: “როგორ მაგონებ იმ ზაფხულს სარა. შენი თმა, ის ჯერ კიდევ წითელი იყო. ძაღლი სულ დამავიწყდა, ვეღარ იძინებს საწყალი... ჩვენი ყურებით ისეა გატაცებული და ატაცებული კატების დევნის თავიც არ აქვს"..
ჩამოვალ პარასკევს.... ჰანსი
შენი თვითმფრინავი უკვე ცაშია,მე აღარ ვაგვიანებ,ყელსაბამსაც არ ვიხსნი... ხან ქოლგა არ მომწონს,ხან ჩემი კაბის ფერი, ხან ამინდი, მაგრამ შენ... სანამ აეროპორტში წამოვალ ლარნაკი უნდა გავრეცხო... მიყვარს ღამით ჩამოცვენილი ფოთლების აკრეფა...
ჩემს სულელ პაჩის ვერ ვაჩერებ. შენი თვითმფრინავი უკვე მიწაზეა.
-მე და შენ სულ ერთად ვიქნებით -ჰანს პაჩი? -ხო, პაჩიც სარა, პაჩიც..
ეს იყო გუშინ....
დღეს კი ეჩვენებოდა, რომ არსებობს დემონი,რომელიც მხოლოდ თავის თავს ითმენს,ჩვენს თამაშს კი ისაკუთრებს,ჩვენ მხოლოდ მისი სისხლი ვართ. სიცოცხლე როლი არ გახლავთ,არც სიკვდილია თამაში.. ქალს ალბათ ჯერ კიდევ ეძინა,ის კი გუშინდელივით მარტო იყო.. ვნებიანი ღამის შემდეგ სამყარო კვლავ აღმდგარიყო და მის ვნებაზე რეალური ჩანდა... გამოიღვიძა თავისი ჭუჭყისფერი ავტობუსებითა და რეკლამებით,უამრავი ქუჩითა და უაზრო ციფრებით, რომელთა დამახსოვრება არასდროს უცდია... ისევ ირეოდა ქუჩაში ხალხი... (ხალხი რომელსაც ის აღარ ახსოვს) თითქოს არაფერს ნანობდა,მკერდთან ისევ მისი თმის სურნელს გრძნობდა,მხოლოდ ის აწუხებდა,რომ დღეს "გუშინ" არ იყო... ნეტავ კიდევ სძინავს? (რატომ ფიქრობს მასზე) შეთანხმდნენ წერილები აღარ მიეწერათ ერთმანეთისთვის,არ უნდოდათ მათ ურთიერთობას მომავალი ჰქონოდა... არავითარი ხვალე, არავითარი ისტორია, მხოლოდ ის წამი,რომელიც არასოდეს განმეორდება...
საათს დახედა,ისე ეჩქარებოდა ბინიდან გამოსვლა მაჯაზე გაკეთებაც ვერ მოახერხა,ახალი ჩაცმული შარვლის ჯიბეში ჩაიდო,ღრმად ჩაისუნთქა, მზერა მტვრიან ფეხსაცმელზე შეაჩერა და...
მათი დრო არასოდეს გამეორებულა, თითქოს ყველაფერი პირველად და ერთხელ იყო... არსებობს არარსებულიც, მათთვის არსებულიც არ არსებობს... არსებობს ბედნიერება, მაგრამ არა მათთვის, ვინც საკუთარი ნებით ამბობს მასზე უარს...
კარის დახურვა, ყოველთვის რთული იყო, ყოველ ჯერზე უფრო მტკივნეული... (ზურგს უკან ნიავი აღარ ქრის, რომელიც ყოველთვის ეთბილებოდა) საათი ჯიბეში უდევს, თითქოს დროს აღარც აქვს მნიშვნელობა, არადა, ვითომ ეჩქარება,ხელით სინჯავს ნაჩუქარ ნივთს, ციფერბლატს არ უყურებს.. მისი სურნელი... ნეტავ ოდესმე თუ მოიშორებს.. სულერთია, მაინც დამთავრდება ყველაფერი,სამყარო ისევ შეკრავს პირს და ისე დალაგდება,თითქოს არაფერი მომხდარა... (არც მომხდარა) კარგა ხანს იდგა ასე,მერე შესცივდა და პიჯაკის საყელო წამოიწია, სვეტის ძირში ჩამოჯდა. დამფრთხალი მტრედები კლასიცისტურ ლავგარდანებზე შეფრინდნენ. თითქოს ეს ყველაფერი მოგონებად ჩარჩენოდა,სინამდვილედ მარტო იმას აღიქვამდა,რომ მის პატარა სხეულს ვეღარ გრძნობდა გვერდით. ღამით თითქმის არ უძინიათ,მაგრამ ერთმანეთს კანტი-კუნტად ეხმიანებოდნენ,რომ სიტყვებითა და სახელებით,გარესამყარო არ მოეშვათ ახლოს. ახლა მხოლოდ ისინი არსებობდნენ,არ არსებობდა არავითარი,"მანამ" არავითარი,"შემდეგ",არ არსებობდა არცერთი სახელი,არსებობდნენ მხოლოდ ისინი... თავადაც უსახელოები... ახსოვს პირველი შეხვედრა, პირველი საუბარი როზენბერგის ქუჩის პატარა კაფეში, ახსენდება როგორ მიაწერა მისი მისამართი უბის წიგნაკში,თანამშრომლების გვერდზე. პირველი მიწერილი წერილი, რომელშიც ბევრი სიყალბე იყო, პირველი პაემანი, რომელმაც თავი დააკარგვინა, პირველი ღამე მასთან და მისი სურნელი, საოცარი სურნელი, რომელიც მოსვენებას უკარგავდა...
მისი თვალები, ოდნავ მწვანე და საოცრად თბილი... გალერეაში წასვლა აღარ უნდოდა. პიჯაკი გაიხადა მომჩვარული სახელოები,გულზე მიცვალებულივით დაუკრიფა,ზემოდან შარვალი დაადო და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა,ჯიბიდან საათი ამოიღო, ბარათი მოჭმუჭნა, ისევ გაშალა... წაიკითხა.... თითქოს ერთმანეთში აირია ის,რისიც ეშინოდა და ის,რისი იმედიც ჰქონდა. გარეთ ისევ დგანდგარებდა პნევმატური ბურღი,მაგრამ მას რომ ყურებში ედგა,ეს სიჩუმე იმ ბურღზე უფრო ძლიერად ხმაურობდა.ეს მისი სიჩუმე იყო.საკუთარი სიჩუმე კი არა,რომლიც ასე სჭირდებოდა,არამედ მისი სიჩუმე. მხოლოდ მისი ზარი დაარღვევს მისსავე სიჩუმეს, მაგრამ იქნებ აღარც დაურეკოს,
ან იქნებ....
უბრალოდ, ტელევიზორში დანახული, ორი სინამდვილე:
"გასაპარსი ახალგაზრდა კაცი, ვარდისფერ ჟურნალს ცხვირწინ უფრიალებდა, შავგრმანსა და ჩასუქებულ ქალს, თვალები ხან უფართოვდებოდა, ხან უსისხლიანდებოდა, ზოგჯერ სილურჯეც გადაჰკრავდა, მოკვდა საწყალი, ნერვიულობამ შეიწირა კიდევ ერთი, ექვსი მილიარდიდან, ვარდისფერი ჟურნალიდან სქელი ქალის შიშველი მკერდი გამომწვევად უყურებდა თხუთმეტი წლის ბიჭს.
აკირომ კიმონო საკიდზე დაკიდა, იატაკზე დაჯდა და ჩაი სმა დაიწყო, თენდებოდა, მზე ჯერ არ ჩანდა, მაგრამ ცა ოდნავ გავარდისფრდა, ხელსახოცით გაწმინდა ლეიბზე დაცემული რამდენიმე წვეთი ცრემლი, ქარმა კედელზე ჩამოკიდებული ლამპრები შეატოკა, ნელა წამოდგა, კარადიდან საგვარეულო ხმალი აიღო, ჩაიმუხლა, მსახურები წმენდავდნენ იატაკზე დასხმულ, ბატონის სისხლს".
ხვალ, ისევ დარეკავს ტელეფონი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. რატომ გადაყლაპე დანარჩენი ნაწერები,ბასტი?! მოდი და საწრაფოდ მომიყევი :)) რატომ გადაყლაპე დანარჩენი ნაწერები,ბასტი?! მოდი და საწრაფოდ მომიყევი :))
6. ბასტი ფანტასტი ჩემთვის ძალიან საინტერესოა, ველა ნაწარმოები მაქვს წაკითხული რაც დაუწერია, აქ პირველად ვხედავ და კომენტარასც აქ პირველად ვწერ.1 გამიხარდა აქ ურაკზე ბასტის გამოჩენა, იმედია გააგრძელებს ჩვენთან ყოფნას. ჩემი უმაღლესი შეფასება. ბასტი ფანტასტი ჩემთვის ძალიან საინტერესოა, ველა ნაწარმოები მაქვს წაკითხული რაც დაუწერია, აქ პირველად ვხედავ და კომენტარასც აქ პირველად ვწერ.1 გამიხარდა აქ ურაკზე ბასტის გამოჩენა, იმედია გააგრძელებს ჩვენთან ყოფნას. ჩემი უმაღლესი შეფასება.
5. ეს გუშინ წავიკითხე და აღნიშვნა დამვიწყებია, რომ ძალიან მაგარი რამეა. მიყვარს ასეთი დალაგებული ქაოსი. ეს გუშინ წავიკითხე და აღნიშვნა დამვიწყებია, რომ ძალიან მაგარი რამეა. მიყვარს ასეთი დალაგებული ქაოსი.
4. სებასტიან დაისლერი მწერალიცაა? სებასტიან დაისლერი მწერალიცაა?
3. კეთილი პროზა?! :)
კარგი პროზა.
ორი ადამიანის ქაოსი. კეთილი პროზა?! :)
კარგი პროზა.
ორი ადამიანის ქაოსი.
1. გამიხარდა შენი გამოჩენა ^^ გამიხარდა შენი გამოჩენა ^^
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|