 | ავტორი: შენი ლუ ჟანრი: პროზა 17 იანვარი, 2013 |
ვიწექი და ვფიქრობდი, რომ უნდა გავიქცე. აქ გაჩერება უკვე შეუძლებელია. მგონი ციხის საკანი ბევრად უფრო კომფორტულია და არც ასეთი საშინელი სუნით არ არის გაჟღენთილი. ჩემი თავი ლაბორატორიის ვირთხა მგონია, ათასგვარ ცდებს, რომ უტარებენ. წერას კი არა ფიქრსაც არ გაცლიან აქ, ექთანი შემოვიდა. -აბა, როგორ არიან საყვარელი პაციენტები? -გვიღიმის და ვგრძნობ, ერთი სული აქვს ის რაღაც სითხე შეგვიშხაპუნოს და დაგვტოვოს ჩვენ ჯოჯოხეთში მარტონი. -ექთანო. აქეთ მოდით, იცით მთელი ღამე ვერ დავიძინე. იქნებ რამე წამალი მომცეთ. -თხოვს ბაბუა ანდრეა და ქალის ახალგაზრდა ხელი გულთან მიაქვს. -გესმით როგორ ფეთქავს? იქნებ ისეთი წამალი მოგეცათ, რომ ერთი ღამით კი არა სამუდამოდ დამაძინოს. მეტად გადაღლილი ვარ უკვე. -რას ამბობთ ბატონო ანდრე.. საძილე აბებს გიშოვით. სიკვდილზე კი არც იფიქროთ. ექთანმა ყველას ჩამოგვიარა, შეგვიშხაპუნა სითხე და გავიდა. ბაბუა ანდრეს გავხედე და გამახსენდა, რომ ამბობენ მოხუცები პატარა ბავშვებს გვანანო. დღეს ამაში დავრწმუნდი. ის გავდა პატარა, გაბუტულ ბავშვს, რომელიც ძალიან დაიღალა თამაშით და ეძინება, მაგრამ ძილშიც გააგრძელებს თამაშს, უსასრულოდ.. წამალმა კვლავაც გაიმარჯვა ჩემს ორგანიზმზე და ჩამძინებია. ახალ გაღვიძებულზე ყოველთვის საშინლად მტკივა თავი, ყავის დალევის საშუალებას კი არ მაძლევენ, მაგრამ ჩვენი მზარეული, ქალბატონი ლილე ზოგჯერ მეტად კეთილია და ჩუმად მასმევს ჩემ სანატრელ შავ წყალს. ის ასე უწოდებს ყავას, მე კი წლებია უკვე სიცოცხლის ელექსირი დავარქვი. -სალამი ქალბატონო ლილე. -ვუღიმი და ველოდები საპასუხოდ ყავას, თორემ ღიმილი აქ ისეა, ჩემ ბავშვობაში, სოფლის შარაზე ყველა შემხვედრს რომ ესალმებოდი. დიახ, აქ ყველა იღიმის. ოღონდ არავინ გულწრფელად. -ოჰ! ეს ვინ მოსულა. მოგცეს უფლება სიარულის თუ ისევ გამოიპარე? -თუ... ყავას დამალევინებ? -ასეც ვიცოდი. კი, ოღონდ არავინ დაგინახოს და კიდევ ჭიქა დააბრუნე. კიდევ რაღაცას ამბობდა, მაგრამ აღარ მომისმენია. ჩემი სამალავისკენ მივდიოდი, რომელიც პირველ სართულზეა, კიბის ქვეშ. ვზივარ ხოლმე იქ, მივირთმევ შავ წყალს და ვიხსენებ ძველ დროს. ამ ბოლო დროს კი, სულ ბავშვობა მახსენდება და ყველაფერს იმ დროსთან ვაკავშირებ. ალბათ ოჯახი მომენატრა. დღეს ხუთშაბათია, კვირას კი დედა მოვა. ჩემი მთელი ოჯახი. სამალავიდან გამოვძვერი და პალატაში დავბრუნდი. აქ სივიწროვეა და ყველა ერთად ვართ. ქალი, კაცი, ბავშვი და კატა, ჩვენი პალატის ერთადერთი ჯანმრთელი წევრი და ყველაზე მოუსვენარიც. ის ერთ ბიჭს ეკუთვნოდა, რომელიც ერთი კვირის წინ გარდაიცვალა. ყველას ძალიან გვეწყინა ეს ამბავი, განსაკუთრებით მის კატას, ემის. აღარც კი თამაშობს, ძირათადად ზის ფანჯარაზე და თავისი ყოფილი პატრონის ლოგინს გაჰყურებს, რომელზეც ახლა ქალბატონი ჟოზეფინა წევს. სინამდვილეში მას მარინა ჰქვია, მაგრამ ყველას ეუბნება, რომ ფრანგია და მისი სახელია ჟოზეფინა. ზოგჯერ ბაბუა ანდრეს გაეპრანჭება ხოლმე და იქ კი გულწრფელ სიცილს ვეღარავინ იკავებს, ემიც კი წამოხტება და სანახაობას ელოდება. -ბატონო ანდრე, ვფიქრობ ჩვენ გავუგებთ ერთმანეთს რას იტყვით? -ჟოზე თვალს უკრავს და ისე უღიმის ახალგაზრდები, რომ იყვნენ მათში მართლაც ვნება და სიყვარული აფეთქდებოდა. -ღმერთო, რას გამომიგზავნე ეს შეშლილი ბებრუხანა! -ჩურჩულებს ბაბუა და ხელზე კოცნის თავის თაყვანისმცემელ ქალბატონს, შემდეგ კი ვსხდებით და ნარდს ვთამაშობთ. -დღეს განსკუთრებით მოწყენილი ხარ, მოხდა რამე? -არა ბაბუა, არაფერი. უბრალოდ გარეთ მინდა, ამ კედლებიდან შორს. სადაც ხალხია, ჯანმრთელები, ბედნიერები. სადაც ცხოვრებაა და მოძრაობა. ჩვენ კი აქ მოსიარულე გვამები ვართ, თავი მუმია მგონია ამ საზიზღარ, წამლის სუნით გაჟღენთილ შენობაში. -ამ ყველაფერს ისეთი ემოციით და ბრაზით ვამბობდი, არც კი დავფიქრებულვარ, რომ ჩემ ავადმყოფ მოხუცს გულს ვატკენდი. მეც ავად ვარ და ყველა აქ მყოფი. მე კი რა ზიზღით მოვიხსენიე ისინი. ტუჩზე ვიკბინე და თავი დავხარე. -მე შეიძლება ერთი ავადმყოფი მოხუცი ვარ და მეტი არაფერი, მაგრამ ოდესღაც შენხელა ვიყავი. მეც მინდოდა მოძრაობა ამ ქაოსურ ცხოვრებაში და იცი რა მოხდა ბოლოს? მე დავიკარგე. დიახ, დავიკარგე რადგან ჯანმრთელ, ბედნიერ ადამიანებთან ერთად დროის ფლანგვა მოძრაობა მეგონა. მეგობრობის ფასი კი იცი სად გავიგე? აი აქ, ამ საზიზღარ, წამლის სუნით გაჟღენთილ შენობაში და ეს მოსიარულე გვამები ჩემი მეგობრები არიან. რადგან მაშინ, როდესაც ჩემი შვილები აღარ მოდიოდნენ აქ, მე ისინი მიყოფდნენ თავიანთ საჭმელს. როდესაც ღამით უძილობა მაწუხებს, შენც ჩემთან ერთად ათენებ მას და ერთი ჭერი გვიცავს წვიმისგან. ახლა კი წავალ, ცოტას დავისვენებ. ანდრე თავისი ლოგინისკენ წავიდა, მეც დავწექი და დაძინება ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი. სირცხვილი მწვავდა, რომ ასე ვატკინე გული. პალატიდან გავიპარე და დარაჯის ოთახიდან სიგარეტი მოვიპარე. ვიჯექი შენობის სხვენში, ვეწეოდი და ვგრძნობდი, რომ მეპარებოდა დრო და მე მისი შეჩერება არ შემეძლო. ან იქნებ შემეძლო?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. ძალიან თბილია. დაველოდები გაგრძელებას. :) ძალიან თბილია. დაველოდები გაგრძელებას. :)
16. დრო რვაფეხების გამოგონილია.. საათის ისარიც.
კარგი ხარ ლუ. კარგი.
დრო რვაფეხების გამოგონილია.. საათის ისარიც.
კარგი ხარ ლუ. კარგი.
15. მაგ მძიმესაც გამოვასწორებ :) დიდი მადლობა მაგ მძიმესაც გამოვასწორებ :) დიდი მადლობა
14. მომეწონა. შენიშვნებს რაც შეეხება, ამ წინადადებაში - "ჟოზე თვალს უკრავს და ისე უღიმის ახალგაზრდები, რომ იყვნენ მათში მართლაც ვნება და სიყვარული აფეთქდებოდა" - ერთი მექანიკური შეცდომაა პუნქტუაციის თვალსაზრისით, მძიმე "ახალგაზრდების" წინ უნდა იყოს და არა შემდეგ. "შეგვასხურას" და "საკვებს" ნამდვილად ვერ ჩაგითვლი შეცდომად. თავად პატივცემულ ტენდის არ ეწყინოს, მაგრამ ეგრე "სწორეა" უფრო დიდი შეცდომაა. მომეწონა. შენიშვნებს რაც შეეხება, ამ წინადადებაში - "ჟოზე თვალს უკრავს და ისე უღიმის ახალგაზრდები, რომ იყვნენ მათში მართლაც ვნება და სიყვარული აფეთქდებოდა" - ერთი მექანიკური შეცდომაა პუნქტუაციის თვალსაზრისით, მძიმე "ახალგაზრდების" წინ უნდა იყოს და არა შემდეგ. "შეგვასხურას" და "საკვებს" ნამდვილად ვერ ჩაგითვლი შეცდომად. თავად პატივცემულ ტენდის არ ეწყინოს, მაგრამ ეგრე "სწორეა" უფრო დიდი შეცდომაა.
13. ტენდი, სასიამოვნოა თქვენი დანახვა და გაცნობა :) აუცილებლად შევასწორებ შეცდომებს. გიწყენთ კი არა პირიქით, მადლობა :) მესტუმრეთ ხოლმე.. ) ტენდი, სასიამოვნოა თქვენი დანახვა და გაცნობა :) აუცილებლად შევასწორებ შეცდომებს. გიწყენთ კი არა პირიქით, მადლობა :) მესტუმრეთ ხოლმე.. )
12. ჩემო ლუ, ძალიან მომეწონა. :)) მელოდიურად იკითხება და ზედმეტი არაფერია. ფინალიც კარგია. :)
მხოლოდ, შეგვასხურა არა - შეგვიშხაპუნა. საკვებიც არა - საჭმელი.
საკვები, რასაკვირველია, სწორეა, მაგრამ საუბრისას არასოდეს ამბობენ - საკვები, ამბობენ - საჭმელი. :)
დიდი იმედი მაქვს, შენიშვნას საწყენად არ მიიღებ. :)
კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა! :)
პატივისცემით, ტენდი :) ჩემო ლუ, ძალიან მომეწონა. :)) მელოდიურად იკითხება და ზედმეტი არაფერია. ფინალიც კარგია. :)
მხოლოდ, შეგვასხურა არა - შეგვიშხაპუნა. საკვებიც არა - საჭმელი.
საკვები, რასაკვირველია, სწორეა, მაგრამ საუბრისას არასოდეს ამბობენ - საკვები, ამბობენ - საჭმელი. :)
დიდი იმედი მაქვს, შენიშვნას საწყენად არ მიიღებ. :)
კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა! :)
პატივისცემით, ტენდი :)
11. მაინტერესებს გაგრძელებაც.+++++ მაინტერესებს გაგრძელებაც.+++++
10. მუხა. ბოლო დროს სულ დაიკარგე, აღარ სტუმრობ ჩემ გვერდს. ეს მხოლოდ დასაწყისია და ცუდია თუ არ მოგეწონა.. დიდი მადლობა ყურადღებისთვის :) მუხა. ბოლო დროს სულ დაიკარგე, აღარ სტუმრობ ჩემ გვერდს. ეს მხოლოდ დასაწყისია და ცუდია თუ არ მოგეწონა.. დიდი მადლობა ყურადღებისთვის :)
9. კარგია, მაგრამ მე წინეები უფრო მომწონდა! კარგია, მაგრამ მე წინეები უფრო მომწონდა!
8. მიქაელ :* პატ მადლობა კარგო :) მიქაელ :* პატ მადლობა კარგო :)
7. გაგრძელება აუცილებლად ჭირდება ელენიკო :) ძალიან მომეწონა . მიხარია შენს გვერძე შემოსვლა :) +5 გაგრძელება აუცილებლად ჭირდება ელენიკო :) ძალიან მომეწონა . მიხარია შენს გვერძე შემოსვლა :) +5
6. ძაან ძააან მიყვარხარ! ძააან მაგრია ლუ ყოჩაღ +++++ ძაან ძააან მიყვარხარ! ძააან მაგრია ლუ ყოჩაღ +++++
5. თუ მოგეწონებათ გაგრძელებასაც დავდებ.. მადლობა კახა) თუ მოგეწონებათ გაგრძელებასაც დავდებ.. მადლობა კახა)
4. კარგი ნამუშევარია ლუ, აღძრა ჩემში სენტიმენტები, რაღაც მომენტში ანა ფრანკის დღიური გამახსენა. წარმატებები:) კარგი ნამუშევარია ლუ, აღძრა ჩემში სენტიმენტები, რაღაც მომენტში ანა ფრანკის დღიური გამახსენა. წარმატებები:)
3. მადლობა ორივეს.. მადლობა ორივეს..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|