 | ავტორი: კახელი ჟანრი: პოეზია 30 იანვარი, 2013 |
ეს სამართალი სად ვეძებო? ქვეყნად არ არის, მკვდარს დასცინიან, ქელეხის სუფრაც ღრეობასა ჰგავს, კაცსაც, რომელიც ქვეყანაზე ეძებს სამართალს, თავისი ხალხი მას გაჰყიდის, ცეცხლს შეუკეთებს.
თვით სიყვარული აღარ არის ისეთი გრძნობა, როგორსაც შოთა აღმერთებდა თავის შედევრში, -"პირველად როდის შეგიყვარდა?"- იკითხავს კაცი, ეს სიყვარული განა არის მრავალჯერადი?! არც მეგობრობა აღარ არის ისეთი ძმობა, როგორიც ლეომ აღგვიწერა ჰაკი აძბაში. მოყმის გულისთვის აღარავინ აიღებს ფარ-ხმალს, ვაჟკაცობასაც ფასი აქვს მხოლოდ ნაწარმოებში, თუ რეალურად გამოჩნდა ვინმე - ხალხი დასცინის: -რა დროს ეგ არის, ოცდდამეერთე საუკუნეში?
დღეს მონასტერსაც მისთვის მივალთ, მერე დავლიოთ, -"მოდი ავიდეთ მამკოდასა, სანთელი ვანთოთ, და თან წავიღოთ რქაწითელის ღვინო კახური, ზედ დავაყოლოთ მწვად-ხინკალი ჯერ არ ნახული."
ჩვენ წინაპრების სულის მხოლოდ გადმინაშთნი ვართ, თუ არ ვემსგავსეთ, მითხარ, მაშინ რისთვის ვვარგივართ?! ხელთ რისთვის ვიღებთ "უქარქაშო ხმლებს", რად ვკითხულობთ? თუ ჩვენ ქარაში გავუკეთეთ მათ, თან უვადოთ*
მკითხველი მეტყვის - შენ განა ვინ ხარ? რომ ჩვენს ცოდვებზე თითებსა იშვერ? მე ვუპასუხებ, რომ არავინ ვარ და ამ სტრიქონებს ჩემს თავზედაც ვწერ. ჩათრეული ვარ ცოდვის მორევში, სული მომიკლეს იქ - წიწამურთან. მაგრამ ამოსვლა მწადია მარად, გზა უნდა ვნახოთ, წავრსდგეთ უფალთან.
უვადოთ - ანუ ვადის გარეშე, სამუდამოთ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. საბა აფხაზი, სამწუხაროდ ეს რომანტიზმი არაა დღესდღეობით, რეალიზმს უფრო გავს. რითმას და სასიამოვნო წასაკითხს რაც შეეხება, მირჩევნია აზრი იდოს ლექსში ვიდრე უაზრო სიტყვების რახარუხი (ნუ ეს ჩემი აზრია), თან ძალიან უხეშიც არაა, ბევრ ლექსს ჯობია რაც აქ წამიკითხავს. საბა აფხაზი, სამწუხაროდ ეს რომანტიზმი არაა დღესდღეობით, რეალიზმს უფრო გავს. რითმას და სასიამოვნო წასაკითხს რაც შეეხება, მირჩევნია აზრი იდოს ლექსში ვიდრე უაზრო სიტყვების რახარუხი (ნუ ეს ჩემი აზრია), თან ძალიან უხეშიც არაა, ბევრ ლექსს ჯობია რაც აქ წამიკითხავს.
6. ვთქვი მე ერთგან კომენტარებში რომანტიკოსები ცოდო მწერლები არიან თქო და ბარათაშვილ-გრიგოლ ორბელიანიანად მეცოდებიან მეთქი და ლამის ანათემა ამიგეს, როგორ ვაკადრე ჩემი აზრით შეწინააღმდეგება ასეთ კორიფეებს... აჰა ბატონო თანამედროვე რომანტიკოსი ავტორის ლექსი და არ მითხრათ ახლა არააო ცოდო ლექსი, პრობლემატურ ტემაზე წერს ავტორი, სტკივა და განიცდის და იმიტომ, საშველს რომ ვერ ხედავს და წარშულს მისტირის იმიტომ არის საბრალო.. და თავად ლექსი, რითმა და რტმი არ გეცოდებათ, რომ კითხულობდით არ გეგონათ რომკ ურემზე იჯექით და სოფლის ქვაყრილზე სიარულით გვერდები სულ დაგეჟეჟათ?! კახელო, ნუ მიწყენ, რა ვქნა მეც მესმის რა გასაჭირსაც ჰყვაბეი და მეც მტკივა, მაგრამ ცოდოა ეს ლექსი და რა ვქნა... ვთქვი მე ერთგან კომენტარებში რომანტიკოსები ცოდო მწერლები არიან თქო და ბარათაშვილ-გრიგოლ ორბელიანიანად მეცოდებიან მეთქი და ლამის ანათემა ამიგეს, როგორ ვაკადრე ჩემი აზრით შეწინააღმდეგება ასეთ კორიფეებს... აჰა ბატონო თანამედროვე რომანტიკოსი ავტორის ლექსი და არ მითხრათ ახლა არააო ცოდო ლექსი, პრობლემატურ ტემაზე წერს ავტორი, სტკივა და განიცდის და იმიტომ, საშველს რომ ვერ ხედავს და წარშულს მისტირის იმიტომ არის საბრალო.. და თავად ლექსი, რითმა და რტმი არ გეცოდებათ, რომ კითხულობდით არ გეგონათ რომკ ურემზე იჯექით და სოფლის ქვაყრილზე სიარულით გვერდები სულ დაგეჟეჟათ?! კახელო, ნუ მიწყენ, რა ვქნა მეც მესმის რა გასაჭირსაც ჰყვაბეი და მეც მტკივა, მაგრამ ცოდოა ეს ლექსი და რა ვქნა...
5. წიწამური იმ შუაშია, რომ ილიას შემდეგ, არ მინდა სხვა განვიკითხო, მაგრამ დიდებული ადამიანი არ გამოჩენილა საქართველოში (ნუ რა თქმა უნდა იყვენენ, მაგრამ მთლად ილიას, დავითის, დემეტრეს ნაირები არა) ანუ ერთგვარად სული გვაქვს მოკლული იმ დღის შემდეგ, უქარქაშო ხმლებში კი არ ვგულისხმობ მხოლოდ ნაწარმოებს, არამედ საქართველოს მწარე ისტორიას, რომლის გზიდანაც გადახვეული გვაქვს. წიწამური იმ შუაშია, რომ ილიას შემდეგ, არ მინდა სხვა განვიკითხო, მაგრამ დიდებული ადამიანი არ გამოჩენილა საქართველოში (ნუ რა თქმა უნდა იყვენენ, მაგრამ მთლად ილიას, დავითის, დემეტრეს ნაირები არა) ანუ ერთგვარად სული გვაქვს მოკლული იმ დღის შემდეგ, უქარქაშო ხმლებში კი არ ვგულისხმობ მხოლოდ ნაწარმოებს, არამედ საქართველოს მწარე ისტორიას, რომლის გზიდანაც გადახვეული გვაქვს.
4. კახელო, ლექსი არაა ეს... არც ვერლიბრი. წიწამური უქარქაშო ხმლები საერთოდ საჭირო არ იყო. რა მართალი იცი?... ეგაა კახური ჯიგარი. კახელო, ლექსი არაა ეს... არც ვერლიბრი. წიწამური უქარქაშო ხმლები საერთოდ საჭირო არ იყო. რა მართალი იცი?... ეგაა კახური ჯიგარი.
2. ჩვენ წინაპრების სულის მხოლოდ გადმინაშთნი ვართ, თუ არ ვემსგავსეთ, მითხარ, მაშინ რისთვის ვვარგივართ?! +2 და წარმატებები ჩვენ წინაპრების სულის მხოლოდ გადმინაშთნი ვართ, თუ არ ვემსგავსეთ, მითხარ, მაშინ რისთვის ვვარგივართ?! +2 და წარმატებები
1. ჩვენ წინაპრების სულის მხოლოდ გადმინაშთნი ვართ, თუ არ ვემსგავსეთ, მითხარ, მაშინ რისთვის ვვარგივართ?! +2 ჩვენ წინაპრების სულის მხოლოდ გადმინაშთნი ვართ, თუ არ ვემსგავსეთ, მითხარ, მაშინ რისთვის ვვარგივართ?! +2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|