ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუგა
ჟანრი: პოეზია
18 იანვარი, 2013


პაპსა

შობის ზღაპარი, ცრემლიანი,
თბილი ზღაპარი.
მიყვარს ზამთარი,
ყინვაც მიყვარს,
მიყვარს ფანტელიც...
და ბუხრის თავზე მოპარპალე
შიშის თვალებით
შემორჩენილი ერთადერთი თაფლის სანთელი.
იქ, ცხრამთასიქით დამალული
ცერცვის მარცვალი,
გრძელ ღამეებში
მოზელილი ტყუილ-მართალი,
ჟიპიტაურით გაბერილი ბანცალ-ბანცალი,
შემოკეცილი, თინიასთან ტკბილად ჩამთბარი.
პირველ მამალზე  ჩათვლემილი, ციცას სიზმარი,
დილის სისხამზე -
ენძელები,
ენძელები,
ენძელები
დასაფიცარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს