| ავტორი: ლიჩელი ჟანრი: პროზა 18 იანვარი, 2013 |
გამოყენების ვადა (შტრიხები ჩემი თაობის პორტრეტისათვის)
არ ვიცი, რამდენად საინტერესო იქნება ეს ამბავი -ჩემი თაობის სნობური ვნებისა- მე კი საოცარი სევდა და რაღაცნაირი განუხორციელებელი თაობის ნაღველი მგონია, რომელიც ასე უჩვეულოა ახლანდელი-საიმფორმაციო ნაკადის მოძალების თაობისათვის.ყველა თაობას თავისი თანამდევი ტკივილი აქვს, რომელიც ასე უცნაურია მომდევნოსათვის.მაგრამ იმ ხალხისათვის, რომელთა ახალგაზრდობა სამოციანი წლებისშუახანებს დაემთხვა, მოპარული თავისუფლების ნამცეცებით რომ იკვებებოდა და ეჭვი ჰქონდა, რომ ყველაზე ბედნიერი ქვეყნის შვილი იყო, ნამდვილად გასაგები იქნება ჩემი ნაამბობი. ზაფხულია- ჩემი ნეტარების სეზონი, ქალაქელი კაცის სიხარბით რომ ეწაფება სოფელს.გურიაში ვისვენებ, ბებიასთან.თან რიგის პორტატული მიმღები “სპიდოლა” მაქვს, (ბიძაჩემის ნაჩუქარი) რომელიც იშვიათი ხილი იყო და გარკვეულ სოციალურ სტატუსს ნიშნავდა. (მაგნიტოფონები მაშინ მხოლოდ ელიტარულ ფენას გააჩნდა, რომელთაც ამის გამჟღავნების უფლება წართმეული ჰქონდათ. წარმოიდგინეთ გურიის ნესტიანი, მზით გახურებული ლანდშაფტი კოლორიტული ანტურაჟი- ჯაბა და ხაპუტია და თქვენ სრული სურათი გექნებათ საბჭოთა მოსწავლის იდილიისა.იმ ზაფხულს კიდევ ორი ძმა დაგვემატა თბილისიდან-ჯაბას ბიძაშვილები- ირაკლი და მამუკა,რომელთაც რამდენადმე დაჩრდილეს ჩემი თბილისური რეპუტაცია, (ვაკელები იყვნენ, მე კი თბილისის ძველი უბნიდან), მაგრამ ეს ხელს არგვიშლიდა საერთო პლატფორმა გვქონოდა. იმხანად უცხოეთში,რომელიც ჩვენთვის ისეთივე შორეული იყო, როგორც გაუგებარი, ბითლომანიის ბუმი მძვინვარებდა. რაღაც ინფორმაციის ნამცვრევი ჩვენამდეც აღწევდა.ერთადერთი წყარო უცხოური რადიოსადგურები იუო. ყოველ 6 საათზე ვიკრიბებოდითბებიაჩემის გამოცარიელებულ ნალიაში (რა თქნა უნდა, კონსპირატიულად) და საბოლოოდ ვერჩახშობილ (ამერიკის ხმას)ხარბად ვეწაფებოდით, რომელსაც ბიტელსების (მაშინ ასე გამოვთქვამდით “ბითლზების” სახელს )კონცერტი მოჰყვებოდა. ვიცოდით, რომ ეს აკრძალული იყო, რას ნიშნავდა აკრძალვა ბოლომდე არავინ იცოდა, მაგრამ ის კია, ჩვენს სერობებს მეტ იდუმალებას ანიჭებდა.სწორედ მაშინ მოვისმინე სანუკვარი “ჰელფ”, “ქლოუზდ იორ აის” და სხვა, რომელიც მანამდე ჩემი უფროსი თანასკოლელი გოგია ჯამათაშვილისაგან მქონდა გაგონილი.რა დიდი მაზანდა ჰქონდა მაშინ ამ მწირ ინფორმაციას პროვინციულ ბაზარზე.თუმცა ეჭვი მქონდა, რომ ჯაბასა და ხაპუტიასათვის ეს უფრო სნობური პრეტენზია იყო. აი ირაკლი და მამუკა სულ სხვა იყვნენ. მოქმედების ადგილი: ჩვენი სახლის ნალია, დრო:6 საათი. “სპიდოლას” ირგვლივ, როგორც კოცონის გარშემო შენომჯდარი ხუთი ბიჭი, იმ ასაკისა, ჯერ გოგონებზე რომ არ დაუწყიათ ლაპარაკი.ჯერ კარგად დავზვერავდით გარემოს და იწყებოდა: “ზის ის ავოის ინ ემერიკა”!... დაახლოებით ერთი საათის შემდეგ: ჯაბა: რას ურახუნებენ, თეთო! ხაპუტია: ირანის შაჰს, გუშხამ კორიე ჩიოდა ფოთში რომ მუშაობს,, ეგრევე ალმასის ბეჭედი უჩუქებია, ნაღდათ. (ცდილობს თბილისურად გამოუვიდეს). მამუკა: მაგათ კომცერტზე ყოველთვის სასწრაფოებს იძახებენ. (პაუზა). ჯაბა: (წამოეგო) რეიზა? მამუკა: ქალებს გული მისდით, ტო! ირაკლი: (ყველაზე სერიოზულია ჩვენს შორის) ეხლა, ყველაფერიც მართალი კი არ არის, ლეგენდებსაც თხზავენ მაგათი დაქირავებული ჟურნალისტები. მე: ე გარ ვიცი, ძმაო, მარა ჩემ მეგობარს ნაღდი აქვს სურათი, დედოფალი რომ გადასცემს ლორდობის საბუთს.-სიგელს,-მისწორებს ირაკლი.არაფერს ვიმჩნევ, რადგან ეს ჩემი კოზირია. -სა იშოვა, მერე?- კითხულობს ჯაბა. -რა , სურათი, თუ სიგელი?- ვანგლობ მე. მეჩვენება, რომ დაეჭვებულია. -ბიძამისმა ჩამოუტანა ინგლისიდან. შენ რა გგონია.- ვბრაზდები. -შეიძლება არც ის დაიჯერო, მაკარტნის სპეციალურად რომ უმზადებენ გიტარას.- ეს მამუკაა, თავის დროს რომ ელოდა. ახლა შეკითხვას უცდის. -რეიზა?- იმედს არ უცრუებს ჯაბა. -ცაციაა და იმიტომ. გრიფს უკუღმა უკეთებენ. ჯაბა თვლის , რომ მეტი შეკითხვები საეჭვოს დახდიდა მის მუსიკალურ გემოვნებას და ჩუმდება. ასე გრძელდებოდა ჩვენი ზიარება თავისუფლების იდუმალ სიმბოლოებთან, ვიდრე რეპრესიები არ დაიწყო. ცხადია კგბ არაფერს შუაშია.მშობლებმა, რომლებისთვისაც ჩვენი არგუმენტი, რომ უბრალოდ რადიოს ვუსმენდით, მეტისმეტად არადამაჯერებელი აღმოჩნდა. ხოლო ზედმეტ დაზუსტებას ჩვენც თავი ავარიდეთ გასაგები მიზეზების გამო. თბილისში დაბრუნების შემდეგ ჩემი ეს საიდუმლო მხოლოდ რამდენიმე საიმედო მეგობარს გავანდე. მაშინ შურით შევყურებდით ლივერპულელი ოთხეულის ვარცხნილობის დარად თმამოშვებულთამამ ბიჭებს, რომლებიც , როგორც წესი, საყოველთაო განკიცხვის ობიექტები იყვნენ. საბჭოური პრესა კი ჯიუტად სდუმდა, რათა უდრტვინელი მოქალაქეები სტერილურ სიმშვიდეში ჰყოლოდა, ბურჯუაზიული ცდუნებების კიდეგან. და მხოლოდ ერთხელ, როცა ჯონ ლენონმა თავისი მკრეხელობამდე გაბედული ფრაზა წარმოსთქვა, “ჩვენ ქრისტეზე მეტი ვართო”- გამოცოცხლდა საბჭოური იდეოლოგიური მანქანა. ათეისტური ქვეყნის პროპაგანდა თავზე ლაფს ასხამდა ამ “ანტიქრისტეს”. დრომ, ასე რომ ახუნებს ჩვენს გრძნობებს,ყველაფერი დავიწყების მდინარებას გაატანა. ჩვენც დავეკარგეთ ერთმანეთს. ირაკლი წინა საუკუნის დამლევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა, მაგრამ ეტყობა ზედმეტად უერთგულა ძველ ხელისუფლებას და ახალმა პენსიაზე გაისტუმრა. მამუკა წარმატებული ფეხბურთელი, საეჭვო ნეტარების საცდურებს აყოლილი 90-იან წლებში დაიღუპა. ხაპუტია გურიაში აღზევებულ მხედრიონს მიეკედლა და, როგორც მითხრეს, სერიოზული დაზიანებით დაუსრულებია კარიერა. ჯაბა , მართალია საშიკოს დაფხაულ სახლში გამართულ, მაგრამ მაინც დამოუკიდებელი უნივერსიტეტის პრორექტორია. (ამასწინათ შევხვდი, რათქმაუნდა, ახლობლის დაკრძალვაზე) და მე- სრულიად გაურკვეველი მიმართულების ლიტერატორი, უფლებადაცვის ოპუსებს რომ თხზავს. რა უსუსურად და უხეშად ხელშესახებად მეჩვენება ახლა ჩემი მაშინდელი ოცნება-ოდესმე მქონოდა მაგნიტოფონი ბიტელსების სრული ჩანაწერებით, ახლა- კომუნიკაციური ტექნოლოგიების ბუმში.. როგორც ჩანს, ოცნებებსაც აქვთ თავისი “გამოყენების ვადა”.
პ.ს. ისე, ახლაც მაქვს ერთი საიდუმლო რიტუალი. როცა ჩვენებს სახლიდან გავიგულებ და მარტო ვრჩები,კომპიუტერის დინამიკებს ბოლომდე ვუწევ, ლივერპულელ ოთხეულს ვრთავ. ოთახი ზრიალებს, ჭურჭელს წკრიალი გააქვს. მე კი, სავარძელში ჩაფლული, რაღაცნაირი ნიშნისმომგები, სინდისისმქენჯნავი კმაყოფილებით (რომლის ფარული აზრი მხოლოდ მე ვიცი) ვეძლევი ნეტარებას. არის ამაში რაღაც დაგვიანებული, გაუცნობიერებელი პროტესტისა თუ შურისძიების ჟესტი. 2011
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. კონკრეტული ეპოქის საინტერესო რაკურსის სურათი (და არა მარტო აქ), მკვეთრად აქცენტირებული ნიუანსებით! (აქაც გურიაო, კაცო...)
კარგი ხელწერის ავტორი! კონკრეტული ეპოქის საინტერესო რაკურსის სურათი (და არა მარტო აქ), მკვეთრად აქცენტირებული ნიუანსებით! (აქაც გურიაო, კაცო...)
კარგი ხელწერის ავტორი!
7. რა ოსტატურად და გუწრფელად მოგაქვთ სათქმელი მკითხველთან...მითუფრო მაგ თაობის მკითხველთან...:) ჩვენ დროს უკვე თავისუფლად ვუსმენდით "ბითლზებს" ...ბაბინებიც გვქონდა...:) ძალიან დახვეწილი ავტორი ცხოვრობს აქ და მე ძალიან მიყვარს აქ შემოსვლა...5555
ათეისტური ქვეყნის პროპაგანდა თავზე ლაფს ასხამდა ამ “ანტიქრისტეს”. ჰო...რა საოცარი იყო ხალხის სიჩლუნგე ამას რომ ვერ ვხდებოდით... რა ოსტატურად და გუწრფელად მოგაქვთ სათქმელი მკითხველთან...მითუფრო მაგ თაობის მკითხველთან...:) ჩვენ დროს უკვე თავისუფლად ვუსმენდით "ბითლზებს" ...ბაბინებიც გვქონდა...:) ძალიან დახვეწილი ავტორი ცხოვრობს აქ და მე ძალიან მიყვარს აქ შემოსვლა...5555
ათეისტური ქვეყნის პროპაგანდა თავზე ლაფს ასხამდა ამ “ანტიქრისტეს”. ჰო...რა საოცარი იყო ხალხის სიჩლუნგე ამას რომ ვერ ვხდებოდით...
6. საკუთარი თავი გამახსენდა, ოღონდ იგივე გურიაში კი არა კახეთში ხებოდა. არა, პრემიერმინისტრი ჩვენი ბიჭებიდან არავინ გამოსულა, მაგრამ ბითლზებს კი მასე ვუსმენდით.
არ ვიცი, რატომ მაგრამ ბითლზების გარდა, უსაყვარლესი ჯემალ ქარჩხაძეც გამახსენდა, ვერ გეტყვით კი რატომ. მადლობა, რომ ორმაგი სიყვარული გამახსენეთ.
წარმატებები!
გვიყვარს თქვენი პროზა.
საკუთარი თავი გამახსენდა, ოღონდ იგივე გურიაში კი არა კახეთში ხებოდა. არა, პრემიერმინისტრი ჩვენი ბიჭებიდან არავინ გამოსულა, მაგრამ ბითლზებს კი მასე ვუსმენდით.
არ ვიცი, რატომ მაგრამ ბითლზების გარდა, უსაყვარლესი ჯემალ ქარჩხაძეც გამახსენდა, ვერ გეტყვით კი რატომ. მადლობა, რომ ორმაგი სიყვარული გამახსენეთ.
წარმატებები!
გვიყვარს თქვენი პროზა.
5. თაობის პორტრეტისთვის მნიშვნელოვანი შტრიხები იყო. ისე, ჩემთვისაც უფრო პუბლიცისტური იერი დაჰკრავდა ამ ნაწერს:) თაობის პორტრეტისთვის მნიშვნელოვანი შტრიხები იყო. ისე, ჩემთვისაც უფრო პუბლიცისტური იერი დაჰკრავდა ამ ნაწერს:)
4. კი ნამდვილად არის:))) პროტესტიც და შუროსძიებაც:) კი ნამდვილად არის:))) პროტესტიც და შუროსძიებაც:)
3. მომწონს კარგი თხრობა გაქვთ, თუმცა ეს ნაწარმოები ჩემთვის უფრო პუბლიცისტიურია! მომწონს კარგი თხრობა გაქვთ, თუმცა ეს ნაწარმოები ჩემთვის უფრო პუბლიცისტიურია!
2. აუ ,ძალიან მომეწონა და ის დრო გამახსენა,როცა მეც ვუსმენდი ბითლზს. აუ ,ძალიან მომეწონა და ის დრო გამახსენა,როცა მეც ვუსმენდი ბითლზს.
1. ძალიან მომწონს თქვენი თხრობა. მომწონს ბითლზიც.+++++ ძალიან მომწონს თქვენი თხრობა. მომწონს ბითლზიც.+++++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|