ჩვენ გვსურდა წასვლა სადმე შორს, თუნდაც უცნობ კუნძულზე, სადაც იქაური ტომის ბელადი, უსიტყვოდ გასცემდა კოცონზე ჩვენი დაწვის ბრძანებას. თუმცა გადავიფიქრეთ, სხვა მიმართულება მივეცით სურვილებს.
როდესაც სხვები ორი თვალით აფასებდნენ გარემოს, ადამიანებს, ჩვენ აგვეხილა მესამე თვალი და როგორც ერთმანეთს, ისე დანარჩენს, ვხედავდით სხვაგვარად, სიღრმისეულად. ჩვენ, სიყვარულმა აგვიხილა თვალები და ვჭვრეტდით იმ ბოროტებას, რომელსაც სჩადიოდნენ დედამიწის "ღმერთები", ვჭვრეტდით და სიძულვილის ნაცვლად, ვგრძნობდით სიბრალულს.
ბოროტებას დაჩვეულნი, სიკეთისაკენ ვისწრაფოდით, უკან ვიტოვებდით ყველაფერს, რასაც ზიანის მოტანა შეეძლო ჩვენი სიყვარულისათვის. გავურბოდით ქვეწარმავლებს, მტაცებელ ფრინველებს, ცხოველებს. გავურბოდით მიწას, რომელიც ვართ. გავრბოდით ღმერთისაკენ, ღმერთი კი უძრავად იჯდა და გველოდა.
ვფიქრობ, რომ ჩვენი, საერთო სულის გზა მიდის სამოთხისაკენ, რადგან ნამდვილი სიყვარულისთვის არ არსებობს გზა, რომელიც მთავრდება ჯოჯოხეთით.
დამიჯერე, ჩვენი სიყვარული ღმერთამდე მიგვიყვანს!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|