| ავტორი: აბაჟური ჟანრი: იუმორისტული 21 იანვარი, 2013 |
(ნამდვილი ამბავი)
თავი რომ პატიოსან კაცად მომაქვს, არც მთლად მასე ყოფილა საქმე. ეს ვითომ პატიოსანი კაცი უკვე სამჯერ მიმასგავსეს დამნაშავეს და, დავიჯერო, რამე რომ არ იმალებოდეს ჩემში რეციდივისტული, ამდენჯერ მიმასგავსებდნენ? მოკლედ, მივყვეთ ქრონოლოგიურად. პირველი შემთხვევა ორიოდ წლის წინ მოხდა. ეს არ იყო პეტერბურგში. ეს იყო თბილისში, რუსთაველზე. იმხანად მთაწმინდაზე ვცხოვრობდი. დილით მაღლივში კოლოქვიუმი მქონდა, რომლის დაწყებამდე არც ისე დიდი დრო იყო დარჩენილი და ძალიან ვჩქარობდი ტრანსპორტამდე მიღწევას. ოპერასთან არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი უამრავი კილომეტრი საათში სიჩქარით ავიარე. ამის შემხედვარე ვერც ერთი ჭკუათმყოფელი ვერ გაბედავდა ჩემს შეჩერებას, მაგრამ პოლიციას ხომ უყვარს რთულ პრობლემებთან შეჭიდება? ჰოდა, გამაჩერეს. კანონიერად საეჭვო გარეგნობის პირებმა გამაჩერეს, საბუთები წარმომიდგინეს და მთხოვეს, აქვე, თაბუკაშვილზე წამოგვყევი, ეჭვმიტანილს ძალიან გავხარ, შენც მის მსგავსად ოდნავ გრძელი თმა გაქვს და ამოცნობის პროცესში მიიღე მონაწილეობაო. მე, რა სისწრაფითაც მანამდე ვმოძრაბდი, იმავე სისწრაფით ავუხსენი, რომ მეჩქარებოდა და კანონს ვერ დავეხმარებოდი, სამწუხაროდ. ღმერთი ვანო მერაბიშვილს უშველის ასეთი კარგი პოლიცილების გამოზრდისთვის და გამიგეს. ეს იყო პირველი და არა უკანასკნელი შემთხვევა, თურმე. რა გასაკვირია და არც მეორე შემთხვევა მომხდარა პეტერბურგში. ყველაფერი ისევ თბილისში მოხდა. ამჯერად საკმაოდ გრძელი თმა მქონდა, თითქმის ასეთივე წვერი და ე.წ. "ლენონები" მეკეთა. კანდელაკის ქუჩის ბოლოში (ვისთვის ნუცუბიძის ქუჩის დასაწყისში) ვიდექი და ტრანსპორტს ველოდებოდი, რათა ონკოლოგიურ დისპანსერში ავსულიყავი. ამ დროს ჩემს წინ მანქანა გაჩერდა და შიგ მსხდომმა პირებმა მამცნეს, უნდა შეგამოწმოთ, ნუცუბიძეზე მომხდარ ძარცვაში ეჭვმიტანილს ჰგავხართ ძალიანო. რომ მესაუბრებოდნენ, სათვალე მოვიხსენი და ჯიბეში ჩავიდე. ამან გამოიწვია ის, რომ გამჭოლი მზერით შემხედეს და მკითხეს, რა შეინახე მანდო. საბოლოოდ იმაზე შეთანხმება შევძელით, რომ ეს სათვალე იყო და არა დანა, პისტოლეტი, ქვემეხი ან რამე უარესი, დავუშვათ, საზენიტო დანადგარი. მე ავუხსენი, რომ საქმე მქონდა და შევთავაზე, იქნებ განყოფილებაში წასვლის გარეშე გაარკვიოთ, ის ვარ თუ არა-მეთქი. შედეგად გამომართვეს პირადობის მოწმობა, ერთ-ერთმა სადღაც დარეკა და იკითხა, მიხეილ მოისწრაფიშვილი რამეში ხომ არ არის შემჩნეულიო. პასუხის მოსმენის შემდეგ სახე გაუნათდა და იკითხა, აბა ერთი მაგ ჯიგარის ასაკი მითხარიო. აი, ამ კითხვაზე პასუხი ნამდვილად არ მოეწონა და დანანებით თქვა, არა, ეს 90-იანიო. პირადობის მოწმობა დამიბრუნეს, წარმატებები მისურვეს და დამემშვიდობნენ. მოკლედ, ამჯერადაც მშრალი გამოვედი. აი, მესამედ კი, მაგრად დავსველდი. იმის ახსნაზე აღარ დავკარგავ დროს, რომ არც ეს მომხდარა პეტერბურგში და რომ ყველაფერი ისევ თბილისში მოხდა. მამიდაშვილის თხოვნით სამსახურიდან ადრე გამოსული საბურთალოზე წავედი, რათა მისთვის რაღაც მეყიდა. დელისიდან ნუცუბიძისკენ ავდიოდი, სულ სველი ვიყავი, ტანსაცმელი სხეულზე მქონდა მიტმასნილი და დანიშნულების პუნქტამდე ათი მეტრიღა მქონდა დარჩენილი, მაგრამ ვინ მაცალა იქამდე მისვლა? ჩემს გვერდით მანქანა გაჩერდა და მასში მსხდომმა ახალგაზრდა პოლიციელებმა მიმითითეს, დაბრძანდით, ეჭვმიტანილი გვყავს და ამოცნობისთვის გვჭირდებიო. წამიყვანეს განყოფილებაში, დამსვეს და მითხრეს, სამნი უნდა დაგაყენოთ ამოცნობაზე, ასე რომ, ერთსაც მოვიყვანთ, მანამდე კი დალოდება მოგიწევსო. ეს ყველაფერი ექვსის ნახევარზე მოხდა. რა გზა მქონდა, დავჯექი. ერთი საათის შემდეგ, როგორც იქნა, ერთი ბიჭი მოიყვანეს. გამომძიებელმა შეხედა და დაიწუნა, ამას ძალიან დიდი წვერი აქვსო. მაშინვე ვინანე, რომ მე, სულელმა, რამდენიმე დღის წინ წვერი გავიპარსე. ეს დაწუნებული წვეროსანი გაუშვეს და შედარებით ნორმალური სიგრძის წვეროსნის საძებნელად გაეშურნენ. მე ლოდინით ძალიან დავიღალე და პოლიციელების თვალიერება დავიწყე. პირველ რიგში აღმოვაჩინე, რომ მათი ოთხმოცდაათი პროცენტი ას კილოგრამზე მეტს იწონიდა. შემდეგ ჩემი ყურადღება იმან მიიქცია, რომ ერთ-ერთი პოლიციელი ამ შუშებიან-ვიტრინებიან შენობაში ჩუსტებით დადიოდა და, რაც ყველაზე საინტერესოა, მარცხენა ფეხის ცერთან წინდი ჰქონდა გახეული. მოკლედ, მალე მათი თვალიერებაც მომბეზრდა და სანამ ახალგაზრდა პოლიციელები შესაფერის კანდიდატურას ეძებდნენ, ლექსი დავწერე, რომელიც, სხვათაშორის, არავითარ კავშირში არაა ჩემს დღევანდელ ისტორიასთან. ამასობაში, ზომიერწვერიანი ბიჭიც მოიყვანეს და ამოსაცნობი ოთახისკენ წაგვასხეს. იქ შესვლისას, ერთნაირად რომ გვცმოდა, სამივეს პოლიციელის ქურთუკები ჩაგვაცვეს, რაც ჩემთვის ერთობ სასიამოვნო გახლდათ, ვინაიდან მთელი ეს ხანი ღია კართან ვიჯექი სველ სხეულზე მიკრული სველი ტანსაცმლით. ერთ-ერთი პოლიციელი ამ დროს ამოსაცნობ ოთახში იჯდა და ინტერნეტის მეშვეობით ე.წ. "მარწყვებს" თამაშობდა. ამ დროს მოხდა ერთი საინტერესო რამ. კერძოდ, ჩემი მონაცემების ჩაწერისას, პოლიციელმა ქალბატონმა თქვა (და ჩაწერა კიდეც ოქმში), რომ მე თეთრი ვიყავი (?), თაფლისფერი თვალები (ეგ კიდევ შეიძლება) და სწორი ცხვირი მქონდა (???!!!). მოკლედ, დაგვაყენეს ვიტრინის მეორე მხარეს, შემოიყვანეს მოწმე, იმან ხელი დაადო ეჭვმიტანილს, რომელიც ოფიციალურადაც იქცა ბრალდებულად, ქურთუკები გაგვხადეს და ჩვენ გამოგვიშვეს. ქურთუკს რაც შეეხება, მართალია, მციოდა და მისი ჩაცმა ერთობ მესიამოვნა, მაგრამ, სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ მას ერთობ უსიამოვნო სუნი (ამას სურნელს ვერ ვუწოდებ) ასდიოდა. გამოსვლისას ბრალდებულად ქცეული ეჭვმიტანილის ახლობლები შეგხვდნენ. ერთ-ერთმა მხარზე ხელი დამკრა, გაიხარე, ძმაოო, მითხრა და ეს შემთხვევა ბოლო და უკანასკნელი (ამ ორ სიტყვას შორის არსებით განსხვავებას ვერ ვხედავ) ყოფილიყოს შენთვისო, მისურვა. პასუხად გავუღიმე და ძლივს გამშრალი ისევ წვიმაში გამოვედი. საათს დავხედე და აღმოვაჩინე, რომ უკვე რვა გამხდარიყო. მამიდაშვილს თხოვნა ვერ შევუსრულე... P.S. ამჯერად გაყინული, მაგრამ თავისუფალი ვარ. მესამე შემთხვევაშიც კი არ დამიჭირეს. არადა, მესამე და სამართალიო, ნათქვამია...
25.05.2012
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. სხვათაშორის, გასულ სემესტრში შევნიშნე, როგორ მისცეს ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად გამოცდიდან მცირე ხნით გასვლის ნება მაგისტრანტს. თუმცა, ბოლომდე არ ენდნენ, რა თქმა უნდა, და გამომცდელი თან ახლდა. :)) სხვათაშორის, გასულ სემესტრში შევნიშნე, როგორ მისცეს ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად გამოცდიდან მცირე ხნით გასვლის ნება მაგისტრანტს. თუმცა, ბოლომდე არ ენდნენ, რა თქმა უნდა, და გამომცდელი თან ახლდა. :))
22. მომიკითხე საგამოცდო ცენტრი :)) ერთხელ შარდი ცრემლებად მადინეს, არადა სულ არ არის გასაკვირი 3 საათის განმავლობაში, შეგაწუხოს ბუნებრივმა და არა ნებაყოფლობითმა მოთხოვნებმა :) მომიკითხე საგამოცდო ცენტრი :)) ერთხელ შარდი ცრემლებად მადინეს, არადა სულ არ არის გასაკვირი 3 საათის განმავლობაში, შეგაწუხოს ბუნებრივმა და არა ნებაყოფლობითმა მოთხოვნებმა :)
21. დიდად არც მე მეხატება გულზე, თუმცა მაგისტრატურაშიც მიწევს საგამოცდო ცენტრში გამოცდების წერა. გრძელი თმა-წვერი ათი დღის წინ ოდნავ დავიმოკლე, მაგრამ, ძირითადად, ვერ აღიქვამენ და ისევ გრძელთმიანად მთვლიან. :)) დიდად არც მე მეხატება გულზე, თუმცა მაგისტრატურაშიც მიწევს საგამოცდო ცენტრში გამოცდების წერა. გრძელი თმა-წვერი ათი დღის წინ ოდნავ დავიმოკლე, მაგრამ, ძირითადად, ვერ აღიქვამენ და ისევ გრძელთმიანად მთვლიან. :))
20. :):):) ვერ ვიტანდი მაღლივის კოლოქვიუმებს და მერე გამოცდებს :)) ახლაც გრძელი თმა გაქვს? :):):) ვერ ვიტანდი მაღლივის კოლოქვიუმებს და მერე გამოცდებს :)) ახლაც გრძელი თმა გაქვს?
19. მომეწონა ) ++ მომეწონა ) ++
18. :))) ვაჰ, თუ მე ვიყავი, რატომ არ მეცნობი ნიკით (ვერავის დავუკავშირე) და თუ მე არ ვიყავი, გამაცანი ის პოეტი, ჩემსავით დაუტანჯავთ. :))) ვაჰ, თუ მე ვიყავი, რატომ არ მეცნობი ნიკით (ვერავის დავუკავშირე) და თუ მე არ ვიყავი, გამაცანი ის პოეტი, ჩემსავით დაუტანჯავთ.
17. არ ვიცი, არ ვიცი... მე ამბავი მახსოვს კარგად! :))))))) ის ყმაწვილი კი მოპოეტოა თუ საპოეტო ეგ თვითონ უკეთ უნდა იცოდეს! :))))))
მაცადე, ყველაფერი უნდა წავიკითხო! არ ვიცი, არ ვიცი... მე ამბავი მახსოვს კარგად! :))))))) ის ყმაწვილი კი მოპოეტოა თუ საპოეტო ეგ თვითონ უკეთ უნდა იცოდეს! :))))))
მაცადე, ყველაფერი უნდა წავიკითხო!
16. მოპოეტო რომ გეთქვა, საკუთარ თავზე მივიღებდი. :)) მოპოეტო რომ გეთქვა, საკუთარ თავზე მივიღებდი. :))
15. მესამე ისტორია ძალიან მეცნობა, ერთმა პოეტმა ბიჭმა მიამბო :))))))) მესამე ისტორია ძალიან მეცნობა, ერთმა პოეტმა ბიჭმა მიამბო :)))))))
14. :D დამიხმარე მაგ წიგნის წერისას კონსულტანტად. :D დამიხმარე მაგ წიგნის წერისას კონსულტანტად.
13. =)))) რამდენიი ვიცინეე :D :D :D ქართველ პოლიციელებზე წიგნს დავწერ ოდესმე :))))))))))) აუცილებლად :D დაახლოებით ვხვდები ვინ იყო ის ჩუსტებიანი პოლიციელი და დავცინებ აუცილებლად :))))))))))) =)))) რამდენიი ვიცინეე :D :D :D ქართველ პოლიციელებზე წიგნს დავწერ ოდესმე :))))))))))) აუცილებლად :D დაახლოებით ვხვდები ვინ იყო ის ჩუსტებიანი პოლიციელი და დავცინებ აუცილებლად :)))))))))))
11. უკეთესი წარმოუდგენელია. სამართალდამცავი ორგანოების ყურადღების ცენტრში ვარ. :party: უკეთესი წარმოუდგენელია. სამართალდამცავი ორგანოების ყურადღების ცენტრში ვარ. :party:
10. მაეთლა კაი ამბები გადაგხდენია! მაეთლა კაი ამბები გადაგხდენია!
9. :D უკეთესი ალიბი წარმოუდგენელია, სამივე შემთხვევაში უდანაშაულო კაცად დავრჩი. მესამემ და სამართალმა, სუფთაა ეგ კაციო.
შენი ძველი(?) პროფესიის არ მეშინია, იმედს ვიტოვებ, რომ 30 ივნისს არ დაივიწყებ. :dreaming:
პასუხი P.S.-ზედ: არადა კარგია გრძელი თმა, რას ერჩიან? :D უკეთესი ალიბი წარმოუდგენელია, სამივე შემთხვევაში უდანაშაულო კაცად დავრჩი. მესამემ და სამართალმა, სუფთაა ეგ კაციო.
შენი ძველი(?) პროფესიის არ მეშინია, იმედს ვიტოვებ, რომ 30 ივნისს არ დაივიწყებ. :dreaming:
პასუხი P.S.-ზედ: არადა კარგია გრძელი თმა, რას ერჩიან?
8. მესამე და სამართალი თვალის ასახვევად იყო, უბრალოდ. აი, თურმე საიდან ამდენი ინტერესი ჩემი ძველი(?) პროფესიის შესახებ =))
P.S. თითქმის ყოველთვის თითქმის ყველაფერი გრძელი თმის ბრალია ხოლმე =) მესამე და სამართალი თვალის ასახვევად იყო, უბრალოდ. აი, თურმე საიდან ამდენი ინტერესი ჩემი ძველი(?) პროფესიის შესახებ =))
P.S. თითქმის ყოველთვის თითქმის ყველაფერი გრძელი თმის ბრალია ხოლმე =)
7. მადლობა. ჩემთვის ვცდილობ უბრალოდ. მადლობა. ჩემთვის ვცდილობ უბრალოდ.
6. კარგი იყო...მშვენივრად გამოგდის წერა ავტორო.. კარგი იყო...მშვენივრად გამოგდის წერა ავტორო..
5. კარგი იყო...მშვენივრად გამოგდის წერა ავტორო.. კარგი იყო...მშვენივრად გამოგდის წერა ავტორო..
4. საკმარისად ამბიციური რომ ვიყო, სიამოვნებით ვაღიარებდი სახალისო თხრობის "მძიმე დანაშაულს".
ამ ნამდვილ ამბავში რომ ბიოგრაფიული ცნობებია, კომენტარების წაკითხვის შემდეგ დავუკვირდი, არც კი მახსოვდა. ასე რომ, კი არ შემოგაპარეთ, შემომეპარა. :D საკმარისად ამბიციური რომ ვიყო, სიამოვნებით ვაღიარებდი სახალისო თხრობის "მძიმე დანაშაულს".
ამ ნამდვილ ამბავში რომ ბიოგრაფიული ცნობებია, კომენტარების წაკითხვის შემდეგ დავუკვირდი, არც კი მახსოვდა. ასე რომ, კი არ შემოგაპარეთ, შემომეპარა. :D
3. ეჭვმიტანილი ხართ, აშკარად-სახალისო თხრობაში:)
თან ავტობიოგრაფიაც რომ შემოგვაპარა...:) ეჭვმიტანილი ხართ, აშკარად-სახალისო თხრობაში:)
თან ავტობიოგრაფიაც რომ შემოგვაპარა...:)
2. კი, მესამე შემთხვევაში მაგრად მაწვალეს. კი, მესამე შემთხვევაში მაგრად მაწვალეს.
1. კაი რამე იყო, როგორც ნაწერი ძმაო, მაგრამ ეგ ცუდი ამბები მოგსვლია::D:D:D:D:D:D კაი რამე იყო, როგორც ნაწერი ძმაო, მაგრამ ეგ ცუდი ამბები მოგსვლია::D:D:D:D:D:D
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|