ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: free_levani
ჟანრი: პოეზია
21 იანვარი, 2013


სამი წერტილი

საუბარიც რთულია,
პატივი ხომ ვერ გეცი,
გზები დანისლულია,
ამის დედას ...

გიძღვნი დაჭრილ ოცნებას,
შეგლეჯილს და შელეწილს.
რომ არ გემახსოვრება,
ამის დედას ...

ცეცხლის ალი მოედო,
წლებს და რითმებს შევერცხლილს,
არ მყოფნის ვიპოეტო,
ამის დედას ...

სხვას ვიკიდებ დანარჩენს,
ბოლოს, ვიცი, შევეწი-
რები, ალბათ განაჩენს,
ამის დედას ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები