| ავტორი: თენგულა ჟანრი: პოეზია 22 იანვარი, 2013 |
მე კვლავ შენთან ვარ იცოდე, სხვაგან არა მიჩნს არადა, შენზე ფიქრები მამხნევებს, მიგულე გვერდით მარადა. არაფერს არ დაგიშავებ, აგედევნები ლანდადა, ნიავსაც წინ აღვუდგები არ მოგაკარებ შარადა, ხელი არა მკრა, ძლიერ გთხოვ, გულს ნუ გამიყობ ორადა, მას ერთი უნდა, სხვა არ სურს, მხოლოდ ერთს უდგას მონადა. ბაგე გახსენი, დამინდევ, ბევრს მე არა გთხოვ რამესა, დილით თუ ერთს გამიღიმებ, ვიკმარებ მთელსა ღამესა. გათენდეს კვლავ შემაშველო, მაცოცხლო ერთხანს იქნება, მაგ სილამაზეს მამზირო, შენს სულს, რომ გადმოდინდება. უფალმა რა გქმნა ასეთი, შენი ჭირიმე შენია, შენი ვარ, შენთვის მოვკვდები, სანამდე სულ შემრჩენია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ++ რითმა ოდნავ არეული.. თემატურად მომგებიანია.. მომეწონა.. ++ რითმა ოდნავ არეული.. თემატურად მომგებიანია.. მომეწონა..
5. მადლობა შეფასებებისთვის. მადლობა შეფასებებისთვის.
4. ცივ ქარს არა, ცივ ნიავსაც არ მოგაკარებ მეთქი, ეს ვთქვი უბრალოდ. ცივ ქარს არა, ცივ ნიავსაც არ მოგაკარებ მეთქი, ეს ვთქვი უბრალოდ.
3. ავტორი: თენგულა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
მშვენიერი სატრფიალ-სასიმღერო ლექსია,რაც შეეხება მე-2 კომენტარს, მაგ საკითხზე არ ვკამათობ,სიოს ძირითადად დადებითი კონტექსტი აქვს,აკი ვთქვი კიდეც,სუსტი,გრილი და ნოტიო ქარის წარმონაქმნითქო,ხოლო ნიავი შეიძლება იყოს ცივი,ცხელი,მშრალი და მავნებელი,მაგრამ სოფლად გამიგია დადებით კონტექსტშიც რომ უხსენებიათ,მაგალითად "იფ,იფ, ძლივს არ წამოვიდა მუშის ნიავი"ო! მოკლედ ვისაც როგორ უნდა ისე გაიგებს,მაგრამ ძირითადად მაინც უარყოფითი კონტექსტის მატარებელია..
ნიაო! ნიაო! ნიაო! ოცნებავ! ქარო და ნიავო! მწუხრო! ლაჟვარდო! ყვავილო! შენს თვალში ვარსკვლავი ყვავილობს, შენს თმებზე ნია-ვი ნანაობს, ქალი ხარ სამყაროსთანაო!... ქალი ხარ! ქალი ხარ! ქალი ხარ! საფირი! ალმასი! ლალი ხარ! ვაკმიე ლექსების საკმელი, შენა ხარ ცის ლურჯი სარკმელი. შენში ხომ ყვავილობს მაისი, ზეციდან ანგელოზთ ხმა ისმის:_ ნიაო! ნიაო! ნიაო! ბალახო! ზამბახო! იაო!
აჰა შენ ბერი18 დადებით კონტექსტში ნახმარი "ნიავი" და ასეთი უამრავი იქნება დარწმუნებული ვარ;) ავტორი: თენგულა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
მშვენიერი სატრფიალ-სასიმღერო ლექსია,რაც შეეხება მე-2 კომენტარს, მაგ საკითხზე არ ვკამათობ,სიოს ძირითადად დადებითი კონტექსტი აქვს,აკი ვთქვი კიდეც,სუსტი,გრილი და ნოტიო ქარის წარმონაქმნითქო,ხოლო ნიავი შეიძლება იყოს ცივი,ცხელი,მშრალი და მავნებელი,მაგრამ სოფლად გამიგია დადებით კონტექსტშიც რომ უხსენებიათ,მაგალითად "იფ,იფ, ძლივს არ წამოვიდა მუშის ნიავი"ო! მოკლედ ვისაც როგორ უნდა ისე გაიგებს,მაგრამ ძირითადად მაინც უარყოფითი კონტექსტის მატარებელია..
ნიაო! ნიაო! ნიაო! ოცნებავ! ქარო და ნიავო! მწუხრო! ლაჟვარდო! ყვავილო! შენს თვალში ვარსკვლავი ყვავილობს, შენს თმებზე ნია-ვი ნანაობს, ქალი ხარ სამყაროსთანაო!... ქალი ხარ! ქალი ხარ! ქალი ხარ! საფირი! ალმასი! ლალი ხარ! ვაკმიე ლექსების საკმელი, შენა ხარ ცის ლურჯი სარკმელი. შენში ხომ ყვავილობს მაისი, ზეციდან ანგელოზთ ხმა ისმის:_ ნიაო! ნიაო! ნიაო! ბალახო! ზამბახო! იაო!
აჰა შენ ბერი18 დადებით კონტექსტში ნახმარი "ნიავი" და ასეთი უამრავი იქნება დარწმუნებული ვარ;)
2. მაგარო ++ კარგია, აი არამითი777 ხედავ? "ნი "ავსაც" წინ აღუდგები, არ მოგაკარებ შარადა"
დარწმუნებული ვარ ავტორს არ გაუაზრებია რაღაც ზეძალამ ნიავი დააწერინა და არა სიო. რითმი არ დაირღვეოდა , მან ავტორმა ქვეცნობიერად იცის რომ ნიავი თქვას.
დადებით კონტექტში ავტორი სიოს იხმარდა მაგ: სიოს მოგახვევ გაკოცებ..... ნიავს მოგახვევ გაკოცებ არ გამოვა....
სამწუხაროდ ბევრი ვერ გაიებს რაზე ვსაუბრობ .. ბოდიში...
მაგარო ++ კარგია, აი არამითი777 ხედავ? "ნი "ავსაც" წინ აღუდგები, არ მოგაკარებ შარადა"
დარწმუნებული ვარ ავტორს არ გაუაზრებია რაღაც ზეძალამ ნიავი დააწერინა და არა სიო. რითმი არ დაირღვეოდა , მან ავტორმა ქვეცნობიერად იცის რომ ნიავი თქვას.
დადებით კონტექტში ავტორი სიოს იხმარდა მაგ: სიოს მოგახვევ გაკოცებ..... ნიავს მოგახვევ გაკოცებ არ გამოვა....
სამწუხაროდ ბევრი ვერ გაიებს რაზე ვსაუბრობ .. ბოდიში...
1. მშვენიერი სასიმღერო ლექსია! მშვენიერი სასიმღერო ლექსია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|