 | ავტორი: პალიაჩი ჟანრი: პოეზია 23 იანვარი, 2013 |
ჩემი გონების უსიერ ფიქრებს, ღამის გოდება სასმელში ახრჩობს, და სისპეტაკე ქათქათა ფიფქებს დაეკარგებათ, მიწაზე, ვატყობ.
ჩვენი შეხვედრა, საამურია მაგრამ ვერ მცნობენ თვალები გიშრის, შენ არც კი იცი, სადაური ვარ, ახლა სად ვარ და ხვალ საით ვივლი.
ძვირფასო დღემდე, შენს ხელებს ვკოცნი, ცრემლის სისველით გითრთოლავს ბაგე, მიუკადრისე წილხვედრად გრძნობის და მე კი მჭიდში, ვაზნებად ჩაგდე.
უღირსისადმი მიძღვნილ სინანულს განსაშორებლად ვერ უღებ ალღოს და სისპეტაკე ამ ჩემს სიყვარულს დაეკარგება, სულ მალე, ვატყობ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. პალიაჩ კაი პოეტეი ხარ შენ+5
პალიაჩ კაი პოეტეი ხარ შენ+5
5. წარმატებები..+2 წარმატებები..+2
4. შენი ნაწარმოებებიდან ეს ყველაზე უფრო მომწონს! შენი ნაწარმოებებიდან ეს ყველაზე უფრო მომწონს!
3. მომეწონა...+1
წარმატებები მომეწონა...+1
წარმატებები
2. სონეტი.. :-*
+ 5 სონეტი.. :-*
+ 5
1. ავტორი: პალიაჩი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 1
ავტორი: პალიაჩი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 1
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|