მამაშენს მოვსტაცებ ქალიშვილს ღამე იქნება ბნელი მე შავ ჩოხაში გაგხვევ და მოგიპარავ ხელით მთებში წაგიყვან მაღლა გორებში ჩვენ ვერ გვიპოვის ვერვინ ერთად ვიქნებით ერთნი ვიქნებით ვერ დაგვაშორებს ღმერთიც მამაშენს თუ სურს მიწოდოს ყაჩაღი ქურდად შემრაცხავს ბევრი მე მოგიპარავ ჩოხაში გაგხვევ მთებში წაგიყვან ხელით იქ ლექსებს გეტყვი ჩუმად გიმღერებ და შენს სიჩუმეს ვებრძვი რომ არ გაფანტო შენ სიამაყე ვარდებს გაჩუქებ ვნებით თუნდ მამაშენმა მიწოდოს ყაჩაღი ქურდად შემრაცხოს ბევრმა მე მოგიპარავ ჩოხაში გაგხვევ მთებში წაგიყვან ჩემთან