ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აბაჟური
ჟანრი: იუმორისტული
27 იანვარი, 2013


ცამეტი მე

  გუშინ გვიან ღამით ფიქრისას იმ დასკვნამდე მივედი, რომ არაფერი არ ღირს ცხოვრებაში, მაგრამ ამ დროს ჩემი მეორე მე გამომეცხადა დაბარებულივით და იდუმალი მზერით შორეთში მომზირალმა მომახსენა, ცდებიო, თითქოს მისთვის აზრი მეკითხოს. მას ჩემმა მესამე მემ უთხრა, შენ ვინ გეკითხება, შენს საქმეს მიხედეო. ამ დროს საქმეში ჩემი მეოთხე მე ჩაერთო და ყველა გაგვლანძღა, გაჩუმდით, მეზობლებს ნუ ალაპარაკებთო. სად იყო და სად არა (მართლა სად იყო ამ შუაღამისას?), ფიქრის კარი უგონოდ მთვრალმა ჩემმა მეხუთე მემ შემოაღო, დაბინდული მზერა მოგვავლო და, - არ გძინავთო? - გვკითხა. შენღა გვაკლდიო, აგდებულად უთხრა ჩემმა მეექვსე მემ და ჩემი მეშვიდე მე შეაღვიძა, გაიხადე და ისე დაწექი, გაცივდებიო. ჩემმა მერვე მემ ამ ყველაფრის ატანა ვეღარ შეძლო და ჩემს მეცხრე მეს შესთავაზა, ნარდი ვითამაშოთო ("ნარდი ხომ არ გვეთამაშა, დიმიტრი?"). ჩემმა მეათე მემ თქვა, მაგას "პრეფერანსი" აჯობებსო და ჩემი მეთერთმეტე მე ბანქოს მოსატანად გაგზავნა. ჩემი მეთორმეტე მე ამ ყველაფერს ოლიმპიური სიმშვიდით აკვირდებოდა, თითქოს საქმე მის მეებს სულაც არ ეხებოდა. საბოლოოდ საქმეში ჩემი მეცამეტე მე ჩაერთო და ყველას გაჩუმება მოგვთხოვა, თავი გამისკდა, ასე მგონია, პიროვნების გაცამეტება მჭირსო...

                                                                                                                                                                                                13.03.2012

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს