ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვეირდო
ჟანრი: პროზა
29 იანვარი, 2013


Priceless Letter

- " გამარჯობა თოვლის ბაბუა, მე მართა ვარ, გორდეზიანი. ხილიანზე ვცხოვრობ და 32-ე სკოლაში ვსწავლობ. მესამე კლასელი ვარ. ვზარმაცობ ხოლმე, მაგრამ მაინც სულ "მზეებს ვიღებ",
  სკოლის მერე დალი ბებოს "პიანინოზე" მივყავარ და გზაში ალუბლის ღვეზელს ყიდულობს ჩემთვის. კარგად ვუკრავ, სოლფრეჯიოსაც ვსწავლობ.
  თოვლის ბაბუ , გეფიცები, დედიკოს არ ვაბრაზებ ხოლმე, არც მამიკოს. რაღაც მინდა რომ გთხოვო. ძალიან, ძალიან მინდა ჩემი ძამიკო კარგად იყოს. ექიმმა თქვა, ძალიან ავად არისო,  მერე მამიკომ დედას უთხრა ,მართაა ცოდო, დაიჩაგრება და მოვაკლდებითო. დედა ჩუმად ტიროდა, მამიკოს თავს უქნევდა. მე მიმალავდნენ , მაგრამ მე ხომ უკვვე მესამე-კლასელი ვარ და ყველაფერიც ვიცი.
მე ძალიან მინდა ჩემი ძმა ჯანმრთელი იყოს. თოვლის ბაბუ, გეხვეწები, აჩუქე ჯანმრთელობა. მე ხომ მაჩუქე, ჩემს ყველა მეგობარსაც ხომ აჩუქე. ახლა ჩემს ძამიკოს აჩუქე, ძალიან გთხოვ თოვლის ბაბუ, ძალიან..."
  მართამ წერილის წერა დაასრულა, ფურცელი ლამაზად, ოთხად გადაკეცა, აკოცა და ბალიშის ქვეშ შეაცურა. მერე მძინარე დედას ოდნავ ამობურცულ მუცელზე თავი მიადო, საიდანაც სულ ოდნავ, მკრთალად ისმოდა პატარა ძმის სუსტი, მილეული გულის ცემა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები