 | ავტორი: სიზ-მარი ჟანრი: პროზა 30 იანვარი, 2013 |
მე და ჩემი ბავშვობის მეგობარი 3 თვეა რაც სახლიდან წამოვედით. არ ვიცი რას მოველოდით ქალაქში სადაც არავინ გვიცნობს და არავის ვიცნობთ. ალბათ მშობელი ცდება ხშირად და ხშირად სიმართლეს ამბობს,მაგრამ ხოლმე გინდა ყველას ვინც ჭკუას გასწავლის ერთად მოუკრა თავი და გადააგდო მდინარეში. უცებ გადაწყვეტილებას იმპულსური ადამიანები იღებენ და შეიძლება მთელი ცხოვრება ვერ პატიობენ საკუთარ თავს....მე და ჩემ მეგობარსაც ასე მოგვივიდა. ის ჩემზე 8 წლით უფროსი არის. ჩვენ თავისუფლება გვინდოდა . 1 კვირა ოჯახიდან მოპარული ფულით ვარსებობდით. მე სამი და მყავს,ამიტომ იმდენი წამოვიღე,რამდენიც გონზე მოსასვლელად მეყოფოდა,ალბათ მეგობარმაც... ჩამოვედით ქალაქში სადაც ამბობენ სამსახურს მარტივად იპოვნიო.შეიძლება ასეც არის,მაგრამ გააჩნია რას.?... ახლა ვზივარ სავარძელში ,რომელიც ჩემი არაა,ოთახში ,რომელიც ძვირადღირებული შპალერებით და ლამაზი ავეჯით არის მორთული და ვათვალიერებ ჩემი ოჯახის ალბომს. ჩემ მეგობარს დატვირთული დღე აქვს.მე კლუბში მიმტანი ვარ,ის კი მოცეკვავე.ძალიან ლამაზი არის,მაგრამ ღმერთმა უწყის რა უხეიროდ გამოიყენა ეს გარეგნობა. კარგი სამსახური ნამდვილად კარგია ,მაგრამ საარსებო მინიმუმი გაიძულებს ცუდ სამსახურსაც დათანხმდე. მალე მეც მოცეკვავედ გადამიყვანენ ,ახლა 17 ვარ . ველოდები მომავალ გაზაფხულს ,როცა ხეები ახალ კვირტებს გაიკეთებენ და ვიღაც ორსული იმშობიარებს ,ვიღაც კი აბორტს გაიკეთებს. მე გავუყვები ისევ იმ გზას,რომელიც ათასჯერ დამიტკეპნია და მომიწევს სიზმრად სირბილი,ვიღაცისგან და რაღაცისგან გაქცევა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. დიოგენეს საძმო ,როგორც ყოველთვის კეთილშობილი * მადლობა დიოგენეს საძმო ,როგორც ყოველთვის კეთილშობილი * მადლობა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|