| ავტორი: ლიჩელი ჟანრი: პროზა 30 იანვარი, 2013 |
რიგი... 37
- ეხლანდელებმა რა იცით რიგისა, აბა, ეგ რა რიგია, ორი-სამი კინკილა კაცი დამდგარა და ლაპარაკობენ, თან ერთობიან. რიგები მაშინ უნდა გენახა. იმ დასაქცევ დროს. - ყვებოდა ბებოჩემი. -ჩემი უბედური ვანო რო დაიჭირეს, მარტო მე ვიყავი მაგისი ჭირისუფალი. აბა, მაგის ცოლს რა შეეძლო, ერთი აჯამი ქალი იყო. შეშინებული ერთთავად სახლში იყო ჩაკეტილი. მეზობლებსაც არ ეჩვენებოდა. მეც რა შემეძლო, უსწავლელი ქალი ვიყავი, მაგრამ, ხო იცი, ჯიგარი მაინც სხვა არის.მერე ვანო მაინც გამორჩეულად მიყვარდა ძმებში. ისეთი იყო ის ჩემი ცოდვით სავსე, შეხედავდი, გაგეხარდებოდა. ხოდა ერთღამესაც წაიყვანეს.არავინ იცის, რისთვის. არც ვკითხულობთ, მაშინ ეგეთი რამეები ხშირად ხდებოდა. ჩუმად უნდა ყოფილიყავი. ისე გიყურებდა ყველა, როგორც ხოლვერიანს. მარტო ერთხელ მივიღეთ ქაღალდის ნაგლეჯი, (არ ვიცი, როგორ მოეხერხებინა). ფანქრით ეწერა სამი სიტყვა: გამაგებინეთ, რისთვის ვიტანჯებიო. იმდენი მაინც მოვახერხე , ამანათი სად უნდა ჩამებარებინა, გავიგე.იმისთანა რიგი იდგა შინსახკომის თუ რა ჭირი ერქვა სარკმელთან, ორთაჭალაში, დედა შვილს არ აიყვანდა. ჭედვა, ჭედვა რო არ ვიცი. ჩააბარებდი ამანათსა დაიძახებდნენ: პაპუაშვილი, მიღებულია- და მორჩა. ისიც არ იცოდი, გადასცემდნენ თუ არა, მაგრამ მაგას ვინ დაეძებდა, ოღონდ მიეღოთ. თუ უარს გეტყოდნენ, მტრისას, ესე იგი უკვე გადაეგზავნათ შორეულში. არც ეგ ასცდა იმ უბედურს! ხოდა , რიგზე გეუბნებოდი, უნდა ყოჩაღად მდგარიყავ, რო არ წაქცეულიყავი, თორემ ფეხით გადაგივლიდნენ,თავს ვინ დაიჭერდა იმ ზედახორაში. ! ერთხელ მახსოვს, შემოდგომაა, ცივა. წვიმიანი დღე იყო. მაგრამ რიგს არაფერი ეტყობა. ვინ შეეპუებოდა.არ ვიცი, როგორ მოხდა, ზუსტად "ჟოლობის" ქვეშ არ მოვყევ. არ გინდა, გაინძრე. ვარ გაშეშებული. მოდის წყალი, ჩამდის პირდაპირ კისერში, სულ ცივად გამდის კოჭებამდე, მაგრამ რას გავინძრეოდი. ეხლა რომ ვიგონებ, ან რა მაძლებინებდა. იმის მერე სადაც "ჟოლობს" დავინახავ, სუ ტანში მცრის და შორიდან ვუვლი.
2012
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. " იმის მერე სადაც "ჟოლობს" დავინახავ, სუ ტანში მცრის და შორიდან ვუვლი."
ახლა ეს დგას და ბრუნავს . დგას გზააბნეულია.
მინდა ახლა ეს ჩავწერო სადმე და წავიკითხო ბევრჯერ...
" იმის მერე სადაც "ჟოლობს" დავინახავ, სუ ტანში მცრის და შორიდან ვუვლი."
ახლა ეს დგას და ბრუნავს . დგას გზააბნეულია.
მინდა ახლა ეს ჩავწერო სადმე და წავიკითხო ბევრჯერ...
7. დიდი მადლობა ყველას. მიყვარხართ, მეიმედებით!
დიდი მადლობა ყველას. მიყვარხართ, მეიმედებით!
6. ვუერთდები საერთო მოწონებას. ვუერთდები საერთო მოწონებას.
5. აი რატომაა კარგი, კარგი პროზა...ამ რამდენიმე აბზაცმა ცოცხალი სურათი მოიტანა იმ დროისა, რომელსაც მე თავად არ შევსწრებივარ, მაგრამ კითხვისას მაინც იქ ვიდექი ჟოლობის ქვეშ...5555555 აი რატომაა კარგი, კარგი პროზა...ამ რამდენიმე აბზაცმა ცოცხალი სურათი მოიტანა იმ დროისა, რომელსაც მე თავად არ შევსწრებივარ, მაგრამ კითხვისას მაინც იქ ვიდექი ჟოლობის ქვეშ...5555555
4. jonatan livingstoni- ს ვეთანხმები. jonatan livingstoni- ს ვეთანხმები.
3. 37... რამდენიმე აბზაცში ჩატეული მთელი თაობის ტრაგედია. 37... რამდენიმე აბზაცში ჩატეული მთელი თაობის ტრაგედია.
2. თუმცა სათაური ამბობს სათქმელს.+++++ თუმცა სათაური ამბობს სათქმელს.+++++
1. საინტერესო თხრობა იყო და უცებ შეწყდა. საინტერესო თხრობა იყო და უცებ შეწყდა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|