ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
2 თებერვალი, 2013


***********

ჩემი გერგე და მარქაფა,
ჩემი ურა და ფაშატი..
მზემ ოქროს სირმა დაკარგა,
თეთრი ვიყავ და გავშავდი..
ჩემი კრავი და ტარიგი
ლერწმებთან დავაბინადრე,
ოცნების კოშკი ავიგე,
უკეთესს რომ ვერ ინატრებ..
მარქაფა მექცა ტაიჭად,
გალია გზა უსაბელოდ,
ქარი კოშკის თავს აიჭრა,
გადამიქცია საბნელოდ...
და სიზმარ-ცხადთან მაშინვე,
ვზომე და ვთვალე სამანი,
მე ქარი კი არ მაშინებს,
თიხად ქცეული დამანი..
მე ტყვია კი არ მაშინებს,
ტყვიას ჩემი რომ მიმიზნებს,
ფიქრებს, ღალატით დაშლილებს,
სისხლის ცრემლი სდით, ყირმიზებს..
ბევრი ვეწვალე, მგოსნურად,
ვხედნე აზრების ჭიდილი,
ამქვეყნად ერთხელ მოვსულვარ
და მინდა ერთხელ სიკვდილი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები