ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქაჯი
ჟანრი: პროზა
3 თებერვალი, 2013


ნეტავ რამდენი ვართ ?

-როგორ არის?
-ოოო,ხან როგორ ,ხან როგორ.
  გავიფიქრე რა უგულო არის ადამიანი მიუხედავად იმისა,რომ ხშირად წუხს ახლობელთა მდგომარეობაზე.  ის მისი დედა არის.მართალია ოჯახი ჰყავს ,შვილები მეუღლე,მაგრამ ნუთუ ერთმა მეორეს დავიწყება იცის? ან მეორე პირველის ..    ეს ყველაფერი ლიანდაგს გავს,ურომლისოდაც მატარებელი ადგილიდან ვერ დაიძვრება.  გინდა არასდროს არავინ და არაფერი დაგავიწყდეს,მაგრამ ჩვენ ნდომებაზე,რომ იყოს  ღმერთად ყოფნას მოვინდომებდით.მიუხედავად იმისა,რომ მისი ყოველნაირი შესაძლებლობა(ნიჭი) გვქონოდა,მაინც  უკანასკნელი იდიოტები ვიქნებოდით,რადგან რძე მაშინ არის  ღირებული,როცა მას სხვა დანიშნულებითაც ვიყენებთ: გამოგვყავს ყველი,კარაქი,ხაჭო,ნადუღი ... ხო და მძულს ჩვენი კაცობრიობა,რომლის უმნიშვნელო ნაწილი მე ვარ,მაგრამ ეს არ ამსუბუქებს ჩემს დანაშაულს.      იმის გამო ,რომ საზოგადოება დაიყო,უმეცარ,უფრო უმეცარ ,კეთილშობილ, ღატაკ,იღბლიან და წმინდა კლასებად,შვილი შვილს აღარ ჰგავს და მშობელი მშობელს.  მე მსურდა განათლება მიმეღო,მაგრამ უკანა ფლანგზე გადავიდა რწმენა,მე მსურდა შეცდომის დაუშვებლად ცხოვრება,ასეც მოვიქეცი,როცა მეგონა სრულყოფილებას ვაღწევდი,მე ოჯახის წევრები დავკარგე. როცა სახლში შევდივარ მე ვერ ვცნობ მათ და ისინი  ვერ მცნობენ მე,უფრო  მეტიც მე მათ ვერ ვიტან,რადგან ჩემზე ნაკლები იციან,და ისინი ვერ მიტანენ რადგან უცნაურ ადამიანად მივაჩნივარ......  მე დავკარგე ყველა და ამავე დროს არავინ. ერთადერთი გრძნობა რაც ადამიანებში დარჩა ,ეს არის გამოყენება იმათი ვისაც დიდი პერსპექტივა აქვს იყოს უკეთესად ვიდრე არის ან უკვე ყელში აქვს ამოსული მეტად კარგი ცხოვრება.    გამოდიან და ბრძენობენ,გამოდიან და ბოზობენ ,გამოდიან და  მორწმუნედ მიაჩნიათ თავი,გამოდიან და ინდივიდუალობენ,ორიგინალობენ,კრეატივობენ  და სამწუხარო მხოლოდ ის არის,რომ მხოლოდ  ''ბენ''.  მე ვინ ვარ? რა მინდა? უკვე აღარ ვიცი ,არ ვი ''ბენ''-ებ ისე ,როგორც ისინი და გამთელავენ,როგორც  გველის მარწყვს.    ნეტავ რამდენი ვართ?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს