ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანნა პაპოშვილი
ჟანრი: პოეზია
5 თებერვალი, 2013


ჯამბაზი

როგორც პატარა ჯამბაზს, უკრავენ ცირკში ტაშს ბევრს
და მოვინდომე ალბათ, რომ ვყვარებოდი ხალხს მეც.
სცენას მოვერგე თითქოს, ღიმილს ვჩუქნიდი ყველას,
მაგრამ ამ ნიღბის შიგნით სუფევდა ჩუმი სევდა.
თვალები ცრემლით სავსე, გულში ეს უტყვი წყენა,
ღიმილი მუდამ ბაგეს, ყალბი ღიმილი ყველას,
დაე იცინეთ ხალხო! ვერას გაუგებთ ჩემს დარდს,
მე ჯამბაზი ვარ თქვენთვის, ადამიანი-ღმერთთან..!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები