ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანნა პაპოშვილი
ჟანრი: პოეზია
8 თებერვალი, 2013


დამაბინავე

დამაბინავე..
მერე შეშლილს სიგიჟის წვეთი,
ჩამომაცალე,
ყურის ძირში დამდგარა მზერა..

დამაბინავე..
ნუშის ყვავილს მიმაბი კენტი,
მისი სურნელით უნდა დავთვრე ,
ავიჭრა ზეცას.

დამაბინავე ..
რადგან არ მაქვს ადგილი , ბინა.
დავალ ეული ხეებს შორის,
ნაპრალებს იქით..

დამაბინავე ..
და მაჩუქე აკვანი ლერწმის..
ნაძვის წიწვებთან შემაჩერე
უცნობი შვილი..

დამაბინავე ..
არ დამინდო გამხიზნე მთებში,
მშიერს ხმიადი გამიგორე
სუფრაზე , ცეცხლთან.

დამაბინავე
და დამლოცე, სასწაულს ხილვით,
გაშმაგებული ბავშვივით ვარ,
ვნატრულობ დედას..

დამაბინავე
არ დამტოვო ეული აკვნად..
შემინარჩუნე კანთან პეშვი
ნარნარა ცრემლი..

დამაბინავე
მე წყურვილი სხვა არრის არ მკლავს.
დამაბინავე
მე დამშრალი , ჩამქრალი ღველფი..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები