| ავტორი: აბაჟური ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 8 თებერვალი, 2013 |
ეს რა მესმის? "პატრიოტი" და "სამშობლოს ერთგული" ქართველები ერთგულებს აგინებენ. აგინებენ უკანასკნელი სიტყვებით. სანამ ასეთი რამ მხოლოდ ერთი ქართველისგან მქონდა მოსმენილი, სიტუაცია არც თუ საგანგაშოდ მიმაჩნდა, როცა იგივე მეორე ქართველისგანც მოვისმინე, ცოტა არ იყოს, შევშფოთდი, ხოლო როცა ასეთი რამ უკვე ათამდე ქართველისგან მესმის, საგონებელში ვარ ჩავარდნილი. ამ ათამდე ქართველი შეხედულება ერთგულებაზე შემდეგია: "ცოლისთვის რომ ნაღალატები არ აქვს, იმ კაცის....." მერთალია, მე ვერ ვხვდები, რატომ მოეთხოვება ერთგულება მხოლოდ ქალს და რატომ არის კაცი "მაინც კაცი და ხანდახან რომ გაერთოს, არაფერია", მაგრამ ეს ყველაფერი საბოლოოდ მაინც კონკრეტული წყვილის პრობლემაა. ჩემი შეხედულებით ღალატი (ნებისმიერი ფორმის, მათ შორის ქალისთვის სხვა ქალთან) სისუსტეა. თუ შენთვის მოსაბეზრებელია შენს გვერდით მყოფ ქალთან ურთიერთობა, შეგიძლია ეს ურთიერთობა გაწყვიტო და შემდეგ რაც გინდა, ის გააკეთო. თუმცა, თუ კაცი ქალს ღალატობს და ქალი მას პატიობს, მე რა უფლება მაქვს ჩემი შეხედულება მოვახსენო და ვუკიჟინო, არ იქცევით სწორად მეთქი? მოკლედ, მე იდეოლოგად ვერ გამოვდგები და, თუნდაც, ამ პრობლემაზე და მის გამომწვევ მიზეზებზე ამომწურავად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ერთ რამეს კი ნამდვილად ვხვდები - თუ კაცი ქალს არ ღალატობს (არა იმიტომ, რომ რამეს უფრთხის, არამედ იმიტომ, რომ ამის სურვილი არ აქვს), იმას ნიშნავს, რომ მას მინიმუმ ეს სისუსტე მაინც არ აქვს და სრულიად უნიჭტვინჭკუობაა მათთვის გინება. მართალია, ათამდე ქართველის ავადმყოფური მოსაზრება არც თუ საგანგაშოა, მაგრამ ათამდე ნაცნობის ავადმყოფური მოსაზრება ნამდვილად იძლევა შიშის საფუძველს. მით უმეტეს, როცა ასეთი მოსაზრება არა მხოლოდ "გადავფრინდებოდი რუსეთში, გავერთობოდი, გადმოვფრინდებოდი, კარგი დრო იყო, რა ქვეყანა დაანგრიეს" თაობის, არამედ ჩემი თაობის წარმომადგენლებისგანაც მესმის. ნუთუ მორიგი ერთგული თაობა ვიზრდებით?
18.02.2012
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. რა გითხრა აბაა? :))) იმდენი მიზეზი აქვს ამ ყველაფერს, რომ ვიდაოთ ვერ მოვრჩებით :)))
ერთი კი ვიცი ზუსტად(დაიწყებენ აქ ახლა ეს როგორ თქვიო): განვითარების გზაზე ჯერ ახლა შევდგით ფეხი და სანამ ჩვენ ამ სეგნებამდე მივალთ, ჩვენი ტაობა ჩაივლის, ჩვენი შვილების თაობაში ცოტა გამოსწორებული იქნება და ასე ალბათ ერთი 5 ტაობა დასჭირდება რა :) რა გითხრა აბაა? :))) იმდენი მიზეზი აქვს ამ ყველაფერს, რომ ვიდაოთ ვერ მოვრჩებით :)))
ერთი კი ვიცი ზუსტად(დაიწყებენ აქ ახლა ეს როგორ თქვიო): განვითარების გზაზე ჯერ ახლა შევდგით ფეხი და სანამ ჩვენ ამ სეგნებამდე მივალთ, ჩვენი ტაობა ჩაივლის, ჩვენი შვილების თაობაში ცოტა გამოსწორებული იქნება და ასე ალბათ ერთი 5 ტაობა დასჭირდება რა :)
4. ერთგულება დასაფასებელი თუ არა, არც საგინებელია. ერთგულება დასაფასებელი თუ არა, არც საგინებელია.
3. ერთგულებაზე კი ერთი აზრი გვქონია! :))))))
" თუ კაცი ქალს არ ღალატობს (არა იმიტომ, რომ რამეს უფრთხის, არამედ იმიტომ, რომ ამის სურვილი არ აქვს), იმას ნიშნავს, რომ მას მინიმუმ ეს სისუსტე მაინც არ აქვს"
კაცს, რომელსაც ღალატი აზრადაც არ გაუვლის თავში, ან კარგი ცოლი ჰყავს, ან თვითონაა ძლიერი ადამიანი!
დავასრულე კითხვა!
ერთგულებაზე კი ერთი აზრი გვქონია! :))))))
" თუ კაცი ქალს არ ღალატობს (არა იმიტომ, რომ რამეს უფრთხის, არამედ იმიტომ, რომ ამის სურვილი არ აქვს), იმას ნიშნავს, რომ მას მინიმუმ ეს სისუსტე მაინც არ აქვს"
კაცს, რომელსაც ღალატი აზრადაც არ გაუვლის თავში, ან კარგი ცოლი ჰყავს, ან თვითონაა ძლიერი ადამიანი!
დავასრულე კითხვა!
2. გართობაზე ყველას აქვს თავისებური აზრი, ვერავის ვერ გაამპტყუნებ. გართობაზე ყველას აქვს თავისებური აზრი, ვერავის ვერ გაამპტყუნებ.
1. დავიწყე კითხვა და ქალის და კაცის ერთგულებას რო გადასწვდი იქ გავჩერდი.
ნაწარმოებს თავი დავანებოთ და გაფუჭდა ურაკი სულ. ორი საათია ვეძებ რამე ისეთს თვალს რომ გაახარება სა გონებას დაამშვიდებს. ვერაფერი ვიპოვნე.
ამდენი იწერება და თვალს რომ გადაავლებ მიხვდები, თურმე არაფერიც არ იწერება. დავიწყე კითხვა და ქალის და კაცის ერთგულებას რო გადასწვდი იქ გავჩერდი.
ნაწარმოებს თავი დავანებოთ და გაფუჭდა ურაკი სულ. ორი საათია ვეძებ რამე ისეთს თვალს რომ გაახარება სა გონებას დაამშვიდებს. ვერაფერი ვიპოვნე.
ამდენი იწერება და თვალს რომ გადაავლებ მიხვდები, თურმე არაფერიც არ იწერება.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|