 | ავტორი: ქაჯი ჟანრი: პროზა 8 თებერვალი, 2013 |
თეატრის კედლებში,თეატრის მტვერში,თეატრის იატაკზე.
თეატრი ანუ სახლის ღია ფანჯარა. ოთახებს ჰაერი სჭირდებათ,ადამიანებს თავის მოწონება. სირცხვილიც ერთგვარი მითქმა-მოთქმის დასასრული იქნება გაურკვევლობით გამოწვეული. შემდეგ იქნება ტაში სამარცხვინო თუ სასახელო ცცხოვრებისთვის და ერთი განსხვავებით სახლის დიასახლისმა შეიძლება ისე მიკეტეს ფანჯარა ,რომ ვიღაცას თითებიც მიატეხოს,მაგრამ თეატრის სახლი დაიხურება მსუბუქი აბრეშუმის ფარდით. მეორედ მოდიან მაყურებლები სპექტაკლსი სანახავად და მეორედ გაიღება ფანჯარა დაუდგემელი სპექტაკლისა. ხალხი ათას ლამაზსიტყვას გაიმეტებს მსახიობისთვის,რომლის პერსონაჟმაც იმრუშა ,იქურდა,ისწავლა,დაივიწყა ან თვითმკვლელობა განიზრახა ,რა ხდება ამ დროს მეორე სპექტაკლზე? გაუთავებელი ლანძღვა ,გინება, ენის მოფხანა მიმდინარეობს. სპექტაკლი ზოგჯერ იღლება,მსახიობიც ოფლში გაწურული გამოდის სცენიდან და ფეხებს ურტყამს კედლებს. რეჟისორი? რეჟისორი მშვიდათ ზის და ამბობს: ''შემდეგ სპექტაკლზე იქნებ ბედმა გაგვიღიმოს და მიხვდეს ზოგი მათგანი,რომ ჩვენ დაუდგმელი სპექტაკლის მსგავს სპექტაკლს ვდგამთ ,ისინი კი მხოლოდ მსუბუქად უკრავენ ტაშს,გვაქებენ,ყვავილებს გვჩუქნიან,ხოლო იმას არ უფიქრდებიან,რომ წინა დღით ლანძღავდნენ,აგინებდნენ,ჭორაობდნენ ერთმანეთის ღია ფანჯრებთან, დაუდგმელ სპექტაკლზე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. უკეთესის მოლოდინით.. უკეთესის მოლოდინით..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|