(ჩანახატი)
დედა დედაჩემიცაა, სულიერი დაც და დაქალიც. ის, შინ შემობიჯებულს, ერთი შემოხედვით მატყობს როგორ ვარ, ვერაფერს გამოვაპარებ და პირიქით, მე მისი ფიქრებიც მესმის. საერთო მოძღვარი გვყავს, ამიტომ, ლოცვაზე წასვლის წინ, როცა დედა აღსარებას წერს, თვალს მე გადამავლებინეს ან წამიკითხავს, რამე ხომ არ გამომრჩაო. ხშირად მეც ვუკითხავ ჩემს აღსარებას, ერთხელ ხომ ხუმრობით მითხრა: -უნდა ვიცოდე რა იწერება ჩემ ოჯახში! ყველაზე მეტად დედასთან მსიამოვნებს ჭორაობა და გულის გადაშლა. ჩემი ლექსის პირველი შემფასებელიც ისაა. მოფერება არ უყვარს, მე კი პირიქით - ვგიჟდები, ამიტომ ვემუდარები, ხელზე მაინც მაკოცნინოს. იშვიათად, ჩემი იძულებით, ლოყასაც მომიშვერს ხოლმე. მიუხედავად იმისა რომ მკაცრია, ეგრეთ წოდებული „გიჟი დედაა.“ მხოლოდ მას შეუძლია თქვას: - ჩემ მაკას თვალებს გეფიცებით! ერთ რამეში „ვერ ვრიგდებით“: ის ძალიან მოწესრიგებულია, მე კი ღიმილით ვეწუწუნები, რომ არ შეიძლება პოეტური სულის ადამიანს იატაკი მოახეხინო, რადგან სხვა განზომილებაში ვარ! როცა სერიალს უყურებს, დივანზე გვერდით მივუცუცქდები, მხარზე მივეყრდნობი და ასე დიდხანს ვარ გატრუნული. ტელევიზორს არც ვუყურებ, უბრალოდ მსიამოვნებს, მისი სითბო რომ გადმოდის ჩემზე. ნარდის თამაში მან მასწავლა და ყოველი საღამოს რიტუალი გახდა. თუ ვუგებ, ვეუბნები, რომ შეგირდი ვჯობივარ, ხან ვაგებ და ასე ერთმანეთის სიყვარულში გადის ჩვენი წუთისოფელი. ღმერთო, ნეტავ კიდევ დიდხანს მყავდეს ცოცხალი და ამით გახანგრძლივდეს ბედნიერი დედაშვილობა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. საოცარი სიმართლე, სიყვარული და დედაშვილობა გქონიათ ერთმანეთის მიმართ. აღსარებებსაც აკითხებთ თურმე ერთმანეთს, ეს ერთმანეთის მიმართ უდიდეს სიყვარულის ნიშანია.:)) საოცარი სიმართლე, სიყვარული და დედაშვილობა გქონიათ ერთმანეთის მიმართ. აღსარებებსაც აკითხებთ თურმე ერთმანეთს, ეს ერთმანეთის მიმართ უდიდეს სიყვარულის ნიშანია.:))
12. ძალიან საყვარელია და დიდი სიყვარულით სავსე! უდიდესი სიამოვნებით წავიკითხე. მით უმეტეს მასზეა დაწერილი, ვინც მთელ სამყაროს მირჩევნია! :) მაქვს კიდეც აქ გამოქვეყნებული. დიდი მადლობა ასეთი სიამოვნებისთვის! :) ძალიან საყვარელია და დიდი სიყვარულით სავსე! უდიდესი სიამოვნებით წავიკითხე. მით უმეტეს მასზეა დაწერილი, ვინც მთელ სამყაროს მირჩევნია! :) მაქვს კიდეც აქ გამოქვეყნებული. დიდი მადლობა ასეთი სიამოვნებისთვის! :)
11. ლამაზი სიყვარულია...ნამდვილი...:-*
ლამაზი სიყვარულია...ნამდვილი...:-*
10. ღმერთმა დიდხანს გიმყოფოს დედა და შენი წარმატებებით მუდამ გაგეხარებინოს! ღმერთმა დიდხანს გიმყოფოს დედა და შენი წარმატებებით მუდამ გაგეხარებინოს!
9. უღრმესი მადლობა, ჩემო კარგებო, სითბო რომ არ დაიშურეთ :) <3 უღრმესი მადლობა, ჩემო კარგებო, სითბო რომ არ დაიშურეთ :) <3
8. ძალიან ლამაზი ნაწერია. კარგი შვილი ყოფილხარ, გაიხარე შენ დედასთან ერთად ძალიან ლამაზი ნაწერია. კარგი შვილი ყოფილხარ, გაიხარე შენ დედასთან ერთად
7. :* როგორი თბილი ნაწერია!!! :* ღმერთმა დიდხანს გიმყოფოთ! :* როგორი თბილი ნაწერია!!! :* ღმერთმა დიდხანს გიმყოფოთ!
6. ბედნიერი ხარ დედა რომ გვერდით გყავს. უფალმა არ მოგიშალოთ მისი სითბო და სიყვარული. ბედნიერი ხარ დედა რომ გვერდით გყავს. უფალმა არ მოგიშალოთ მისი სითბო და სიყვარული.
5. ამინ, მაკა, უფალმა დიდხანს გამყოფოთ ერთად. ამინ, მაკა, უფალმა დიდხანს გამყოფოთ ერთად.
4. ძალიან თბილია...მეც მინდა მასეთი დედა:(( ძალიან თბილია...მეც მინდა მასეთი დედა:((
3. საყვარელი მაკა :) კარგები ხართ : * საყვარელი მაკა :) კარგები ხართ : *
1. რა თბილი ნაწერია 5+ "მოფერება არ უყვარს, მე კი პირიქით - ვგიჟდები, ამიტომ ვემუდარები, ხელზე მაინც მაკოცნინოს. იშვიათად, ჩემი იძულებით, ლოყასაც მომიშვერს ხოლმე. მიუხედავად იმისა რომ მკაცრია, ეგრეთ წოდებული „გიჟი დედაა.“ მხოლოდ მას შეუძლია თქვას: - ჩემ მაკას თვალებს გეფიცებით!"
ღმერთო, ნეტავ კიდევ დიდხანს მყავდეს ცოცხალი და ამით გახანგრძლივდეს ბედნიერი დედაშვილობა.
ამინ! რა თბილი ნაწერია 5+ "მოფერება არ უყვარს, მე კი პირიქით - ვგიჟდები, ამიტომ ვემუდარები, ხელზე მაინც მაკოცნინოს. იშვიათად, ჩემი იძულებით, ლოყასაც მომიშვერს ხოლმე. მიუხედავად იმისა რომ მკაცრია, ეგრეთ წოდებული „გიჟი დედაა.“ მხოლოდ მას შეუძლია თქვას: - ჩემ მაკას თვალებს გეფიცებით!"
ღმერთო, ნეტავ კიდევ დიდხანს მყავდეს ცოცხალი და ამით გახანგრძლივდეს ბედნიერი დედაშვილობა.
ამინ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|