შენი თვალები , სიცივისგან ფერწახდენილი. ჟოლოსფერ ბაგეს არ დასცდება კეთილი სიტყვა და ამ სიცივით შეფერილი შენი სხეული, მეც კვლავ სიცივეს დამიქადის , სულჩამდგარ თიხას.
ჩალისფერ თმებში თუ დავკარგე ისარი დროის, დღეს არც კი მიკვირს მიწოდეს თუ მე რატომ ლოთი. რადგან სიცოცხლის ერთი წამიც, რომ დამეჭირა, ვერ ვიგემებდი სრულ სიამეს თმის ღერთა თრთოლვით..
მერე ვეხები მე შენს თითებს , როგორც კლავიშებს. თოვლის ფიფქებიც კი გაჩერდა , შენს კანზე ცოდვით. ხედავ, ხელებიც თვითონ ეძებს ბრძოლის სამიზნეს, და თუ ცივი ხარ , ამიტომაც არ გიწევს ომი (ფიფქებთან)..
მერე გაზაფხულს ველოდები თებერვლის თვეში, ზამთრის მიწურულს კი ზაფხულის მზის სითბო დამწვავს. შენ ასეთ ამაყს დაგადნობდა მაისის ცრემლი, მაგრამ იანვრის საუცხოო სიმშვიდე დაგკრავს.
ხოლო სიცოცხლის ერთი წამიც, რომ დამეჭირა, დღეს უსათუოდ იქნებოდი აპრილის ცოლი ..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მომწონს
+2 აქა:) მომწონს
+2 აქა:)
7. მარცვლები დათვლილი მაქვს გიო .. ყველაგნა თოთხმეტია :) აპრილის ცოლი მე არა .. იქნებოდითქოო,, )) მადლობა მარცვლები დათვლილი მაქვს გიო .. ყველაგნა თოთხმეტია :) აპრილის ცოლი მე არა .. იქნებოდითქოო,, )) მადლობა
6. ანნ არ ვიცი აპრილის ცოლი იქნებოდი თუ მაისის მაგრამ მარცვლების რაოდენობას თუ მიაქცევ სტრიქონებში ყურადღებას და ზოგან რითმასაც უკეთესი იქნება :)))
+3 ანნ არ ვიცი აპრილის ცოლი იქნებოდი თუ მაისის მაგრამ მარცვლების რაოდენობას თუ მიაქცევ სტრიქონებში ყურადღებას და ზოგან რითმასაც უკეთესი იქნება :)))
+3
5. გაიხარეთ .. ასევე წარმატებები გაიხარეთ .. ასევე წარმატებები
4. ემოციურია:
წარმატებები: ემოციურია:
წარმატებები:
1. ავტორი: ანნა პაპოშვილი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2 ავტორი: ანნა პაპოშვილი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|