 | ავტორი: კახელი ჟანრი: პროზა 12 თებერვალი, 2013 |
გაჩერებაზე კარები გაიღო. ავტობუსში ამოვიდა წელში მოხრილი, გაცვეთილ შარვალსა და პერანგში "გამოწყობილი" თეთრწვერა მოხუცი. გაიარა რამოდენიმე სკამის წინ, ერთში 16-17 წლის გოგონა იჯდა, რომელიც მესიჯის გაგზავნით ისე იყო დაკავებული, რომ მოხუცი არცკი დაუნახია; მეორეში ბიჭი თავის სიყვარულსა და ვაჟკაცობას უხსნიდა გოგოს, არც მათ შეუმჩნევიათ. - დაბრძანდით პაპი - მოხუცს ადგილი დაუთმო ერთ-ერთმა ბიჭმა. - ღმერთმა დაგლოცოს შვილო - თბილი ხმით მადლობა გადაუხადა. ფანჯარაში ეკლესია გამოჩნდა,მოხუცმა აკანკალებული ხელით პირჯვარი გადაიწერა, მარჯვენა ხელი გულზე დაიდო და ჩურჩულით, ისე რომ სხვები არ შეეწუხებინა, ლოცვა წაიკითხა. წინ ადგილები განთავისუფლდა, მოხუცი ბებო და გოგო დაჯდა. - შარვალო რატომ გაცვია შვილი? ვერ ხედავ ამ მოხუცს? - თბილი ხმით უთხრა გოგონას და მის გვერდით მჯდომ ქალზე მიუთითა. - ბატონო? - ვითომ ვერ გაიგო გოგომ - შარვლის ჩაცმა არ შეიძლება გოგოსთვის, განა არ იცი? ეკლესიაში უნდა იარო, მეორედ მოსვლა ახლოსაა, ბევრი ცოდვა გვაწევს. - მიუგო მოხუცმა და კვლავ გაიღიმა. ზოგმა მგზავრმა ჩაიცინა, ზოგმა ზრდილობიანობა გამოიჩინდა და მხოლოდ გულში გაეღიმა. მოხუცმა ახლა უკვე ყველას ყურადღება მიიპყრო, ყურები დაცქვიტეს. - ჰო ეხლა გეღიმება, მაგრამ მე წავალ და შენ უნდა დარჩე, მე ჩემი ცხოვრება გავიარე ახლა შენ უნდა იცხოვრო. აი იმ ბიჭს ხედავ? ადგილი დამითმო, ერთმანეთის სიყვარული უნდა გვქონდეს გულში. - ისევ გაისმა აქეთ-იქიდან სიცილის ხმა. - აი გაიხედეთ ფანჯარაში, ყველა გოგო შარვლით ან მოკლე კაბით დადის, იმას - ერთ-ერთ გოგოზე მიუთითა ხალხს მოხუცმა - საერთოდ აცვია რამე? - ახლა უკვე ვეღარაინ შეიკავა თავი და ავტობუსი სიცილ-ხარხარში გაეხვა. - ხო გეცინებათ, გეცინებათ... მაჯაში სამ ექვსიანს ჩაიწერს ხალხი, სოდომ და გომორის ცოდვები გვიტევენ. ახლა გამატარეთ, უნდა ჩავიდე, მე მხოლოდ სასაფლაოზეღა მიმიღებენ. მოხუცი ჩავიდა. - ეჰ რამდენს აკლია - მეცინება, მაგრამ სიმართლეს ამბობდა. - ხო მეც ვიცი, რომ შარვალის ჩაცმა ცოდვაა, მაგრამ რა ვქნა დღეს ისეთი დროა ... - მართალი ხარ, ყველას რომ აცვია შენ განსხვავებული ხო არ იქნები?! ერთმა ბიჭმა გულში გაიფიქრა: "კი მაგრამ დრო ცოდვას ქმნის?"
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მანანა კაკაჩია, სწორედ მაგ "მაგრამ"-ზეა ეს ნაწარმოები დაწერილი, ეგ "მაგრამი" არ უნდა არსებობდეს მანანა კაკაჩია, სწორედ მაგ "მაგრამ"-ზეა ეს ნაწარმოები დაწერილი, ეგ "მაგრამი" არ უნდა არსებობდეს
6. მთავარია საქმენი ცოდვანი არ ჩაიდინო... მთავარია საქმენი ცოდვანი არ ჩაიდინო...
5. წავიკითხე, შარვალზე დავიხედე და ++ დავწერე. რა ლამაზია ქალი კაბაში... :) წავიკითხე, შარვალზე დავიხედე და ++ დავწერე. რა ლამაზია ქალი კაბაში... :)
4. და მოხუცი ხომ საერთოდ.. :) და მოხუცი ხომ საერთოდ.. :)
3. რა კარგია ის ბიჭი) +2 რა კარგია ის ბიჭი) +2
2. ალბათ ასეა, მაგრამ... ალბათ ასეა, მაგრამ...
1. ალბათ ასეა, მაგრამ... ალბათ ასეა, მაგრამ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|