 | ავტორი: მონა ჟანრი: პოეზია 16 თებერვალი, 2013 |
მშვიდობით მთაო თუშეთო, თქვენც მწვერვალებო ჭაღარა, სხვაც ბევრი დაგემშვიდობათ, და დაგიბრუნდათ აღარა.
პატიმრად მივალ დაღისტანს, მთანო მეთმობით აღარა, ვინ იცის თქვენი დანახვა, კიდევ მეღირსოს აღარა.
იქნება ისეთ დროს გნახოთ, რომ თმები მქონდეს ჭაღარა, გული იწევდეს მუხლებში, მე ძალა მქონდეს აღარა.
იქნება მალეც დავბრუნდე, წლები არ მომცენ მრავალი, და იქნებ მალე დავლახო, ბილიკნი თქვენსკენ მავალი.
ველოდე როდის ამოვა, მთვარე ცის თაღზე მავალი, დილის ბინდ-ბუნდში დავლანდო, ჯიხვი ქარაპში მავალი.
ვეპარებოდე ვფიქრობდე, არ შემობრუნდეს ნიავი, იჭექოს თოფმა დაგორდეს, ჯიხვი რქა ბარძიმიანი.
ჩავზდევდე ჯიხვის ნაგორებს, მიშრიალებდეს ქვიშანი, ვფიქრობდე დაღლილმა კიდევ, კარგად დავადე ნიშანი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. წარმატებები ავტორს ეტყობა ძალიან გიყვართ მთა <3 ++ წარმატებები ავტორს ეტყობა ძალიან გიყვართ მთა <3 ++
11. ++ მეტის უფლება არ მაქვს :) ++ მეტის უფლება არ მაქვს :)
10. გაიხარეთ ლუტეცია :) გაიხარეთ ლუტეცია :)
9. ავტორი: მონა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2.
ნეტავი მეტი ქულის აწერა შემეძლოს. ავტორი: მონა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2.
ნეტავი მეტი ქულის აწერა შემეძლოს.
8. გაიხარე.მადლობა რომ მსტუმრობ არამითი777 :) გაიხარე.მადლობა რომ მსტუმრობ არამითი777 :)
7. ავტორი: მონა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება:0 ავტორი: მონა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება:0
6. კი.თუშეთში განთქმული მონადირეა:) კი.თუშეთში განთქმული მონადირეა:)
5. პაპა მონადირეც ყოფილა:) პაპა მონადირეც ყოფილა:)
2. თემა კი კარგია, თუმცა მოტივი ცოტა თმაშევერცხლილი უკვე ) რითმებს და ფრაზებს რაც შეეხება ვგონებ დასახვეწია - რითმების ნაცვლად ბევრგან უბრალოდ იმეორებ, ზოგ სტროფში უკვე გამოყენებულსაც რითმავ.. ფრაზებიც გაუმართავია ცოტა.. თუმცა პატარა გასალაშინების მერე ვფიქრობ გამოვიდოდა აქედან კარგი რამ :) +3 თემა კი კარგია, თუმცა მოტივი ცოტა თმაშევერცხლილი უკვე ) რითმებს და ფრაზებს რაც შეეხება ვგონებ დასახვეწია - რითმების ნაცვლად ბევრგან უბრალოდ იმეორებ, ზოგ სტროფში უკვე გამოყენებულსაც რითმავ.. ფრაზებიც გაუმართავია ცოტა.. თუმცა პატარა გასალაშინების მერე ვფიქრობ გამოვიდოდა აქედან კარგი რამ :) +3
1. თემა ძალიან მომწონს.. თუშეთი, მთები, ხეობები და ზოგადად სამშობლო..
ლექსის ეს სტილი დიდად არ მიზიდავს მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს რადგან მოვლენ აქ ნამდვილი შემფასებლები ვინც რელურად შეაფასებენ როგორც ლექსის ავკარგიაონობას..
პატივისცემით: ბლაგვი თემა ძალიან მომწონს.. თუშეთი, მთები, ხეობები და ზოგადად სამშობლო..
ლექსის ეს სტილი დიდად არ მიზიდავს მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს რადგან მოვლენ აქ ნამდვილი შემფასებლები ვინც რელურად შეაფასებენ როგორც ლექსის ავკარგიაონობას..
პატივისცემით: ბლაგვი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|