 | ავტორი: ამელი ჟანრი: პროზა 16 თებერვალი, 2013 |
ეძღვნება იმ ქალებს, ვინც სიყვარულის გამო დასაჯეს. მე ახლა ვწევარ თეთრ ზეწარში გახვეული. კეფა ტყვიით მაქვს გახვრეტილი და არ ვსუნთქავ. ჭრელი ხალიჩა, რაზეც მე ვწევარ, ნესტიანია, მაგრამ ეს ნესტი არ მაწუხებს. ჩემი სიგრძე მეტრი და 70 სანტიმეტრია, წონა 52 კილოგრამი. არ იქნება ძნელი ჩემი მხარზე გადება და მიწაში ჩაფვლა. საფლავის გათხრაც არ იქნება ძნელი. დიდი დიდი ერთი საათი წაიღოს. სანამ მზე ჩავა გამიდებს მხარზე ჩემი ძმა, ერთსაც არ წამოიკვნესებს, ისე გამოიხურავს სახლის კარს და მიწაში ჩამდებს. კეფაც იმან გამიხვრიტა - უცხო კაცს თმას აფერებინებდიო. ახლა შავ თმაზე წებოვანი სისხლის წვეთები, როგორც ყაყაჩო ისე მახმება და ველოდები 5 წლით უფროს ძმას, რომ გამიდოს მხარზე და მიწაში ჩამდოს. ველოდები ძმას, რომელსაც ადრე, ბავშვობაში, ტკბილეული უბით მოჰქონდა. ზოგს მე მომცემდა, ზოგს თვითონ დაიტოვებდა და იმ ჭრელ ხალიჩაზე, რომელზეც ახლა თეთრ ზეწარში გახვეული ვწევარ, ფეხმორთხმულები დიდხანს ვღეჭავდით ვანილის გემოს. კაცი, რომელიც თმაზე მეფერებოდა - როგორც ღმერთი ისე მიყვარდა. ან უფრო მეტად, ღმერთზე მეტად, აბა ღმერთი როდის მომფერებია? მის ნაკოცნ მკერდს ახლა თეთრი ზეწარი შემოტმასვნია და კერტები უკან ჩაუტრიალებია. მის ნაკოცნ თვალებში ისეთი სიბნელეა, როგორც ბურკაში, რომელიც წუხელ. ძილის წინ ისე გავიძრე, აზრადაც არ მომსვლია, რომ დღეს მის მაგივრად თეთრ ზეწარში გამახვევდნენ. დიდი მადლობა ჩემო ძმაო, რომ შავი ბურკა შემიცვალე ამ თეთრი ზეწრით. დიდი მადლობა ჩემო ძმაო, რომ ამ საღამოს, მტვრიანი ქუჩის ბოლოს, ჩემ კაცს გაუხვრეტ ტყვიით საფეთქელს. დიდი მადლობა ჩემო ძმაო, რომ მოგვეხმარე გაქცევაში... მერე რა რომ თეთრ ზეწარში უსულოდ ვწევარ. თეთრი ზეწარი შავ ბურკაზე მეტად მიხდება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. ეს ის შემთხვევაა, როცა კითხვები ჩნდება არა მრავალწახნაგოვანების გამო, არამედ სათქმელის ბუნდოვანების გამო.ეს ჩემი აზრია, ნუ გეწყინებათ! ეს ის შემთხვევაა, როცა კითხვები ჩნდება არა მრავალწახნაგოვანების გამო, არამედ სათქმელის ბუნდოვანების გამო.ეს ჩემი აზრია, ნუ გეწყინებათ!
29. სიყვარულის გამო არავინ არ ისჯება! გააჩნია ვის როგორ ესმის ,რას ეძახის სიყვარულს. ეს ნაწარმოები ალბად მუსილმანებს ეკუთვნის. მე ქრისტიანი მართლმადიდებელი ვარ და პირადად მე არ მაქვს უფლება სხვა სარწმუნეობის ადათ-წესები ან მოვიწონო ან დავიწუნო. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და სხვისაში არ ვერევი. შარშან ინტერნეტით ვნახე ვიდეო, სადაც აჩვენეს შემთხვევა, საქართველოს ერთ-ერთ მუსილმანებით დასახლებულ ადგილას მომხდარი ფაქტი, რომელიც ჩაიდინა საკუთარმა ძმამ და ყვებოდა რატომ გააკეთა დედაც ეთანხმებოდა ბიშის გადაწყვტილებას, ზუსტად იმ შინაარსის იყო, როგორც თქვენ გაქვს პოეზიაში მოცემული. მფიქრობ ეს თქვენ გაქვთ ნანახი და გაგონილიც. სიყვარულის გამო არავინ არ ისჯება! გააჩნია ვის როგორ ესმის ,რას ეძახის სიყვარულს. ეს ნაწარმოები ალბად მუსილმანებს ეკუთვნის. მე ქრისტიანი მართლმადიდებელი ვარ და პირადად მე არ მაქვს უფლება სხვა სარწმუნეობის ადათ-წესები ან მოვიწონო ან დავიწუნო. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და სხვისაში არ ვერევი. შარშან ინტერნეტით ვნახე ვიდეო, სადაც აჩვენეს შემთხვევა, საქართველოს ერთ-ერთ მუსილმანებით დასახლებულ ადგილას მომხდარი ფაქტი, რომელიც ჩაიდინა საკუთარმა ძმამ და ყვებოდა რატომ გააკეთა დედაც ეთანხმებოდა ბიშის გადაწყვტილებას, ზუსტად იმ შინაარსის იყო, როგორც თქვენ გაქვს პოეზიაში მოცემული. მფიქრობ ეს თქვენ გაქვთ ნანახი და გაგონილიც.
28. ნაწარმოების განთავსების ლიმიტი რომ ამომეწურება, დავდებ :) ნაწარმოების განთავსების ლიმიტი რომ ამომეწურება, დავდებ :)
27. " ესენი ჩემი გმირები არიან და სადაც მინდა და როგორც მინდა, ისე მოვკლავ გმირებს" შესანიშნავი პასუხია :)
ვარიანტი კი უამრავი შეიძლება იყოს, თუ რატომ ვერ ( და არა არ ) მოკლა ის კაცი ძმამ და რატომ კლავს საღამოთი. მითუმეტეს არც ის ჩანს რომ ეს გოგოც მაშინვე მოკლა. და პრინციპში აქ მთავარი ეგ არ არის
აქ მე მგონი მთავარია რომ "გამიდებს მხარზე ჩემი ძმა, ერთსაც არ წამოიკვნესებს, ისე გამოიხურავს სახლის კარს და მიწაში ჩამდებს." "ველოდები ძმას, რომელსაც ადრე, ბავშვობაში, ტკბილეული უბით მოჰქონდა. ზოგს მე მომცემდა, ზოგს თვითონ დაიტოვებდა" და "კაცი, რომელიც თმაზე მეფერებოდა - როგორც ღმერთი ისე მიყვარდა."
ისე კი ღრმადფილოსოფიურად თუ მივუდგებით, გაცილებით რთულადაა ყველაფერი
რა მაგის პასუხია და ერთი თხოვნა მექნება, თუ შეიძლება "ჭიანჭველები" დადეთ შეიძლება სათაური არ მახსოვს სწორად, მაგრამ მიხვდებით რომელი მოთხრობაცაა მადლობა წინასწარ " ესენი ჩემი გმირები არიან და სადაც მინდა და როგორც მინდა, ისე მოვკლავ გმირებს" შესანიშნავი პასუხია :)
ვარიანტი კი უამრავი შეიძლება იყოს, თუ რატომ ვერ ( და არა არ ) მოკლა ის კაცი ძმამ და რატომ კლავს საღამოთი. მითუმეტეს არც ის ჩანს რომ ეს გოგოც მაშინვე მოკლა. და პრინციპში აქ მთავარი ეგ არ არის
აქ მე მგონი მთავარია რომ "გამიდებს მხარზე ჩემი ძმა, ერთსაც არ წამოიკვნესებს, ისე გამოიხურავს სახლის კარს და მიწაში ჩამდებს." "ველოდები ძმას, რომელსაც ადრე, ბავშვობაში, ტკბილეული უბით მოჰქონდა. ზოგს მე მომცემდა, ზოგს თვითონ დაიტოვებდა" და "კაცი, რომელიც თმაზე მეფერებოდა - როგორც ღმერთი ისე მიყვარდა."
ისე კი ღრმადფილოსოფიურად თუ მივუდგებით, გაცილებით რთულადაა ყველაფერი
რა მაგის პასუხია და ერთი თხოვნა მექნება, თუ შეიძლება "ჭიანჭველები" დადეთ შეიძლება სათაური არ მახსოვს სწორად, მაგრამ მიხვდებით რომელი მოთხრობაცაა მადლობა წინასწარ
26. =) არანაირი კითხვა.
არაჩვეულებრივია. =) არანაირი კითხვა.
არაჩვეულებრივია.
25. მათი ხვედრი ისეთი მძიმეა....წარმოდგენაც არ შეუძლია ზოგს.... თუმცა ემოციურად მაინც ვერ წავიკითხე. წარმატებები ავტორს ჩემი +2 მათი ხვედრი ისეთი მძიმეა....წარმოდგენაც არ შეუძლია ზოგს.... თუმცა ემოციურად მაინც ვერ წავიკითხე. წარმატებები ავტორს ჩემი +2
24. ისეთ უცნაური კითხვები ამოვიკითხე, "და რა იცოდა ძმამ, რომ უცხო ადამიანს თმას აფერებინებდა? ან რატომ იქვე არ მოკლა ის უცხო კაცი? ან "ჩორნაბურკა" რა შუაშია?".... მეგობრებო, ეს მინიატურაა, ესენი ჩემი გმირები არიან და სადაც მინდა და როგორც მინდა, ისე მოვკლავ გმირებს :) მადლობთ რჩევებისთვის :) ისეთ უცნაური კითხვები ამოვიკითხე, "და რა იცოდა ძმამ, რომ უცხო ადამიანს თმას აფერებინებდა? ან რატომ იქვე არ მოკლა ის უცხო კაცი? ან "ჩორნაბურკა" რა შუაშია?".... მეგობრებო, ეს მინიატურაა, ესენი ჩემი გმირები არიან და სადაც მინდა და როგორც მინდა, ისე მოვკლავ გმირებს :) მადლობთ რჩევებისთვის :)
23. არც მიმიქცევია ყურადღება ჟანრისთვის. ხო, ეს არ არის პოეზია. ეს მინიატურაა. თუ არის ასეთი ჟანრი ჩამონათვალში, ვნახავ და შევცვლი. რაც შეეხება ამ მინიატურაში მოთხრობილი ამბის სასამართლო დარბაზში თუ იურისტებში გარკვევას, ძალიან ვთხოვ იმ ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ თუკი ტრადიცია ან რელიგია მოითხოვს, იქ ძალადობა და მითუმეტეს სიკვდილით დასჯა მისაღებია, ამ მინიატურის ქვეშ ნურაფერს დაწერენ :) მადლობთ რომ ერთხელ უკვე გამოთქვით აზრი. საკმარისია :) არც მიმიქცევია ყურადღება ჟანრისთვის. ხო, ეს არ არის პოეზია. ეს მინიატურაა. თუ არის ასეთი ჟანრი ჩამონათვალში, ვნახავ და შევცვლი. რაც შეეხება ამ მინიატურაში მოთხრობილი ამბის სასამართლო დარბაზში თუ იურისტებში გარკვევას, ძალიან ვთხოვ იმ ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ თუკი ტრადიცია ან რელიგია მოითხოვს, იქ ძალადობა და მითუმეტეს სიკვდილით დასჯა მისაღებია, ამ მინიატურის ქვეშ ნურაფერს დაწერენ :) მადლობთ რომ ერთხელ უკვე გამოთქვით აზრი. საკმარისია :)
22. საინტერესო იყო. და მძიმე. ვფიქრობ ჟანრი შესაცვლელია.
საინტერესო იყო. და მძიმე. ვფიქრობ ჟანრი შესაცვლელია.
21. ამელი, ჟანრი შეცვალე* მე ვფიქრობ, შენი პროზა მუსულმანი ქალების საინტერესოდ გადმოცემული ტრაგიკული ხვედრია... მე მომეწონა, ორიგინალური იყო... წარმატებები... ამელი, ჟანრი შეცვალე* მე ვფიქრობ, შენი პროზა მუსულმანი ქალების საინტერესოდ გადმოცემული ტრაგიკული ხვედრია... მე მომეწონა, ორიგინალური იყო... წარმატებები...
20. ჩემო ბლაგვი, შენი შენიშვნა სრულიად უადგილოა, იმიტომ რომ შენ მეორე მხარისთვია არ მოგისმენია. ჰოდა უდანაშაულოა თუ არა , მოდი ეგ მაგის ძმას ვკითხოთ. მაგ გოგომ ის წესი და რჯული დაარღვია , სადაც ცხოვრობდა, ამიტომ ძნელია მის უდანაშაულობაზე ილაპარაკო. და ჩვენ რასაც განვიხილავდით ის მოთხრობის ავსა და კარგს ეხებოდა. ეს ლიტსაიტია და ამიტომ , ვფიქრობ უპრიანი იქნება აქ მოტხრობაზე ვისაუბროდ , მის ავ კარგზე, რაც შეეხება დანაშაულს ან უდანაშაოლობას , ეს ალაბატ სადმე სასამართლო დარბაზში, ან იურიდუიულ საიტზე(თუკი ასეთი არსებობს) ჩემო ბლაგვი, შენი შენიშვნა სრულიად უადგილოა, იმიტომ რომ შენ მეორე მხარისთვია არ მოგისმენია. ჰოდა უდანაშაულოა თუ არა , მოდი ეგ მაგის ძმას ვკითხოთ. მაგ გოგომ ის წესი და რჯული დაარღვია , სადაც ცხოვრობდა, ამიტომ ძნელია მის უდანაშაულობაზე ილაპარაკო. და ჩვენ რასაც განვიხილავდით ის მოთხრობის ავსა და კარგს ეხებოდა. ეს ლიტსაიტია და ამიტომ , ვფიქრობ უპრიანი იქნება აქ მოტხრობაზე ვისაუბროდ , მის ავ კარგზე, რაც შეეხება დანაშაულს ან უდანაშაოლობას , ეს ალაბატ სადმე სასამართლო დარბაზში, ან იურიდუიულ საიტზე(თუკი ასეთი არსებობს)
18. ყველა იმას განიხილავს თუ როგორ მოკლეს, როგორ ღეჭავდა დედა, მამას და როგორ ჩაერევა ამ კონფლიკტში ჰოლივუდის მმართველი გუნდი.
ამ დროს სრულიად უდანაშაულო ბავშვს შუბლს უხვრეტენ,
რა პრობლემაა ჩვენ ხომ ცივილიზაციათა ცვლაში ვართ. დაველოდოთ სულ ცოტახანი და ახალმა ცივილიზაციამ იქნებ ისიც მოიტანოს რომ ასეთი წესების გამო შვილები, დები და ძმები არ დავხოცოთ. ყველა იმას განიხილავს თუ როგორ მოკლეს, როგორ ღეჭავდა დედა, მამას და როგორ ჩაერევა ამ კონფლიკტში ჰოლივუდის მმართველი გუნდი.
ამ დროს სრულიად უდანაშაულო ბავშვს შუბლს უხვრეტენ,
რა პრობლემაა ჩვენ ხომ ცივილიზაციათა ცვლაში ვართ. დაველოდოთ სულ ცოტახანი და ახალმა ცივილიზაციამ იქნებ ისიც მოიტანოს რომ ასეთი წესების გამო შვილები, დები და ძმები არ დავხოცოთ.
17. ავტორი: ამელი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 3
ძლიერემოციურია,ცოტა დახვეწა და უმაგრესი რამე გამოვა ;) ავტორი: ამელი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 3
ძლიერემოციურია,ცოტა დახვეწა და უმაგრესი რამე გამოვა ;)
16. "ეძღვნება იმ ქალებს, ვინც სიყვარულის გამო დასაჯეს." ))ისემომეწონა დასაწყი,ვიფიქრე აღარ გავაგძელებთქო)მაგრამ ვერ მოვითმინე და ჩავიკითხე. ჰოდა. დასაწყისი მომწონს მხოლოდ ახლაც.
"გუდ ლაქ",ამელი) სხვათაშორის,ნოტომს გავხართ)
"ეძღვნება იმ ქალებს, ვინც სიყვარულის გამო დასაჯეს." ))ისემომეწონა დასაწყი,ვიფიქრე აღარ გავაგძელებთქო)მაგრამ ვერ მოვითმინე და ჩავიკითხე. ჰოდა. დასაწყისი მომწონს მხოლოდ ახლაც.
"გუდ ლაქ",ამელი) სხვათაშორის,ნოტომს გავხართ)
15. რა იცოდა ძმამ, რომ და უცხო კაცს თმას აფერებინებდა და თუ იცოდა, საღამოს რაღას ელოდებოდა იმ კაცის მოსაკლავად???
ლოგიკურად მუსულმანი ძმა ასე მოიქცეოდა, ოღონდ ჯერ კაცს გაუხვრეტდა შუბლს და მერე დას... აი ტექსტი "ჩემს კაცს გაუხვრეტ ტყვიით საფეთქელს"... ჩემი კაცი ქართველი ძმისთვისაა მიუღებელი და :))))))))))))
(მე როდის ვთქვი, რომ ჩემი ძმა მასე მოიქცევა-მეთქი... ) რა იცოდა ძმამ, რომ და უცხო კაცს თმას აფერებინებდა და თუ იცოდა, საღამოს რაღას ელოდებოდა იმ კაცის მოსაკლავად???
ლოგიკურად მუსულმანი ძმა ასე მოიქცეოდა, ოღონდ ჯერ კაცს გაუხვრეტდა შუბლს და მერე დას... აი ტექსტი "ჩემს კაცს გაუხვრეტ ტყვიით საფეთქელს"... ჩემი კაცი ქართველი ძმისთვისაა მიუღებელი და :))))))))))))
(მე როდის ვთქვი, რომ ჩემი ძმა მასე მოიქცევა-მეთქი... )
14. კავკასია ვიგულისხმე, სადაც მუსლიმანები ცხოვრობენ უხვად :))
ადრე ვიდეოც დაიდო, ულამაზესი გოგო ჩაქოლეს.... თუმცა, მემგონი იქ ღალატს ჰქონდა ადგილი. კავკასია ვიგულისხმე, სადაც მუსლიმანები ცხოვრობენ უხვად :))
ადრე ვიდეოც დაიდო, ულამაზესი გოგო ჩაქოლეს.... თუმცა, მემგონი იქ ღალატს ჰქონდა ადგილი.
13. როგორ? მკითხველმა ვერ გაიგო რას ნიშნავს "დიდხანს ვღეჭავდით ვანილის გემოს" და ავტორმა განმარტებაც არ უნდა გვაღირსოს???
გასაგებია, აღარ შეგაწუხებთ! როგორ? მკითხველმა ვერ გაიგო რას ნიშნავს "დიდხანს ვღეჭავდით ვანილის გემოს" და ავტორმა განმარტებაც არ უნდა გვაღირსოს???
გასაგებია, აღარ შეგაწუხებთ!
12. კატიე, ანუ თვლი, რომ თუკი საყვარელი კაცი მკერდს დაგიკოცნის, ამისთვის ძმამ ან მამამ უნდა მოგკლას? კატიე, ანუ თვლი, რომ თუკი საყვარელი კაცი მკერდს დაგიკოცნის, ამისთვის ძმამ ან მამამ უნდა მოგკლას?
11. განმარტებები რა საჭიროა, ვერ ვხვდები :) ან მოგწონს რაღაც, ან არა :) განმარტებები ზედმეტია. აქ ეს ლექსი განმარტებებისთვის არ დამიდია :) განმარტებები რა საჭიროა, ვერ ვხვდები :) ან მოგწონს რაღაც, ან არა :) განმარტებები ზედმეტია. აქ ეს ლექსი განმარტებებისთვის არ დამიდია :)
10. არა მხოლოდ ჩემი და შენი კატიე, ჰარირამასიც:) ხდება ხოლმე.. არა მხოლოდ ჩემი და შენი კატიე, ჰარირამასიც:) ხდება ხოლმე..
9. ჩვენი ლიტერატურული გემოვნება აღარ ემთხვევა, jonatan :)))) მე არ მომეწონა ჩვენი ლიტერატურული გემოვნება აღარ ემთხვევა, jonatan :)))) მე არ მომეწონა
8. მე მომეწონა- სათაურიც, ექსპრესიული თხრობაც.
სულ რამდენიმე წინადადებაში შავ ბურკიანი ქალების ცხოვრება და მათი ტრაგიკული ბედია ნაჩვენები. მე მომეწონა- სათაურიც, ექსპრესიული თხრობაც.
სულ რამდენიმე წინადადებაში შავ ბურკიანი ქალების ცხოვრება და მათი ტრაგიკული ბედია ნაჩვენები.
7. დიდხანს ვღეჭავდით ვანილის გემოს - ეს ფრაზა განმარტეთ...
მის ნაკოცნ მკერდს ახლა თეთრი ზეწარი შემოტმასვნია და კერტები უკან ჩაუტრიალებია, მის ნაკოცნ თვალებში ისეთი სიბნელეა, როგორც ბურკაში - აქედან ჩანს უკვე რომ მხოლოდ თმაზე არ მოფერებია.
მოკლავდა, აბა რას იზამდა?
დიდხანს ვღეჭავდით ვანილის გემოს - ეს ფრაზა განმარტეთ...
მის ნაკოცნ მკერდს ახლა თეთრი ზეწარი შემოტმასვნია და კერტები უკან ჩაუტრიალებია, მის ნაკოცნ თვალებში ისეთი სიბნელეა, როგორც ბურკაში - აქედან ჩანს უკვე რომ მხოლოდ თმაზე არ მოფერებია.
მოკლავდა, აბა რას იზამდა?
6. მთა არაფერ შუაშია. ეს მუსულმან ქალებზეა... ვწუხვარ, რომ ვერ მიხვდით :) მთა არაფერ შუაშია. ეს მუსულმან ქალებზეა... ვწუხვარ, რომ ვერ მიხვდით :)
5. ბურკა მუსულმანი ქალების ჩასაცმელია. ბურკა მუსულმანი ქალების ჩასაცმელია.
4. აი, კატიე მიატხრა რომ ბურკა მუსულმანური სამოსი ყოფილა და მელიასთან კავშირში არ ყოფილა:))) ბოDიში ამელი შარი მოგდე:) აი, კატიე მიატხრა რომ ბურკა მუსულმანური სამოსი ყოფილა და მელიასთან კავშირში არ ყოფილა:))) ბოDიში ამელი შარი მოგდე:)
3. ამელი ჟანრი შესაცვლელია. რას გულისხმობთ ბურკაში?? "ჩორნაბურკას" თუ გულისხმობთ ქაღტულად მაგს მე მგონი სხვა სახელი, მგონიმ ვერცხლისფერი მელია ჰქვია, და სულაც არ არი განსაკუტრებულად შავი რადგან უფრო ვერცხლისაფერია, ჯობია რამე სხვათი შეცვალო, ცოტა გაუგებარია საიდან გაიგო ძმამ რომ ვინმე ეფერებოდა? თუ ნახე, მაშინ რაღა სჭიროა სადმე ჩასაფრება , იქვე მოეკლა სადაც ტავის და მოკლა. სამწუხაროდ არ მომეწონა, რაღაც ნაძალადევად მომეჩვენა, თან ეს შავი ბურკა ... ამელი ჟანრი შესაცვლელია. რას გულისხმობთ ბურკაში?? "ჩორნაბურკას" თუ გულისხმობთ ქაღტულად მაგს მე მგონი სხვა სახელი, მგონიმ ვერცხლისფერი მელია ჰქვია, და სულაც არ არი განსაკუტრებულად შავი რადგან უფრო ვერცხლისაფერია, ჯობია რამე სხვათი შეცვალო, ცოტა გაუგებარია საიდან გაიგო ძმამ რომ ვინმე ეფერებოდა? თუ ნახე, მაშინ რაღა სჭიროა სადმე ჩასაფრება , იქვე მოეკლა სადაც ტავის და მოკლა. სამწუხაროდ არ მომეწონა, რაღაც ნაძალადევად მომეჩვენა, თან ეს შავი ბურკა ...
2. თეთრი ზეწარი შავ ბურკაზე მეტად მიხდება. ძალიან მეცოდებიან მუსულმანი ქალები. +++++ თეთრი ზეწარი შავ ბურკაზე მეტად მიხდება. ძალიან მეცოდებიან მუსულმანი ქალები. +++++
1. უმძიმესი სიუჟეტია, ალბათ უფრო მთისაა.
ვერ მოვიწონე: "კაცი, რომელიც თმაზე მეფერებოდა - როგორც ღმერთი ისე მიყვარდა. ან უფრო მეტად, ღმერთზე მეტად, აბა ღმერთი როდის მომფერებია?" ჩემი მოკრძალებული აზრით, სხვანაერად შეიძლებოდა გამოხატვა, თუ რატომ გიყვარდათ ღმერთზე მეტად, ვიდრე "ღმერთი როდის მომფერებია"
იმედია არ მიწყენთ წარმატებები: უმძიმესი სიუჟეტია, ალბათ უფრო მთისაა.
ვერ მოვიწონე: "კაცი, რომელიც თმაზე მეფერებოდა - როგორც ღმერთი ისე მიყვარდა. ან უფრო მეტად, ღმერთზე მეტად, აბა ღმერთი როდის მომფერებია?" ჩემი მოკრძალებული აზრით, სხვანაერად შეიძლებოდა გამოხატვა, თუ რატომ გიყვარდათ ღმერთზე მეტად, ვიდრე "ღმერთი როდის მომფერებია"
იმედია არ მიწყენთ წარმატებები:
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|