 | ავტორი: კახელი ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 15 ივლისი, 2013 |
ახლა მე გიამბობთ, თუ რა არის მწერლობა ჩემთვის. შეიძლება ბევრმა პლაგიატობა დამწამოთ, გააიგივოთ ილიას ნათქვამებთან, ან რუსთაველთანაც კი, (მიუხედავად იმისა რომ მე არც კი ვცხოლობ მათ თავი შევადარო, შეუძლებელია, რაიმე კარგისკენ მოუწოდო ადამიანს და იგივე აზრი "ვეფხისტყაოსანში" ან ილიას შეგონებებში არ იყოს გადმოცემული, იმდენად ყოვლისმომცველია მათი დანაბარები) მაგრამ ჩემს სათქმელს მაინც ვიტყვი. პირველ რიგში მინდა გითხრათ თუ რა არის ცხოვრება და რისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ. მოხვიდე ქვეყნად, გაიზარდო, გეყოლოს შვილები და ბოლოს მოკვდე, მხოლოდ ეს არ კმარა, ასე მცენარენიც კი არსებობენ. ცხოვრება არის უფლისკენ სწრაფვა, კვალის დატოვება ამ ქვეყანაზე, თუ ვინმე გაჭირვებულს დაინახავთ უნდა დაეხმაროთ, ქვეყანას ხელი უნდა შეუწყოთ აღმასვლაში, არ დაგავიწყდეთ ათი მცნება და ა.შ. (ამ თემაზე ჩემზე უკეთესად მოძღვარი დაგარიგებთ) ეხლა რა არის მწერლობა: მწერალმა ზემოთთქმულისკენ უნდა მოუწოდოს ადამიანს, ნაწარმოები არა მხოლოდ გასართობად უნდა იყოს დაწერილი, არამედ რაიმე იდეას გადმოსცემდეს და იმ იდეის განხორციელებისკენ უნდა მოუწოდებდეს ერსა და ბერს. თუკი წერ რამეს, მაგალითად ლექსს და რითმაში ვერ ჩასვამ არ შეამოკლო სათქმელი, წერე ის რასაც გული გიკარნახებს და ბოლოს ურითმო, თეთრი ლექსიც სიმღერასავით აჟღერდება მკითხველის გონებაში. შენი სათქმელი ჩაიჭედება ტვინის რომელიღაც ნაოჭში და იქიდან მისი ამოგდება ძნელიღა იქნება. გზას აცდენილი სწორ გზას უნდა დააყენოთ - აი ამაშია მწერლობისა და საერთოდ ხელოვნების მთელი სილამაზე და ბრწყინვალება. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ნაწარმოებმა შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს მკითხველზე, თუკი იგი არა კეთილ, არამედ ბოროტ საქმეს ემსახურება. ამის ნათელი მაგალითია კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენა", (შეიძლება ზოგს გაგიკვირდეთ, მაგრამ ასეა ...) მკითხველს ისე ჩაითრევს ლამაზი წერის სტილი, რომ საერთოდ ვერ მიხვდება იმ ათეიზმსა და მწვალებლობას, რაც მის ტექსტშია (არადა ქვეცნობიერში ეს თავის ადგილს დაიკავებს). კონსტანტინე შეურაწყოფას აყენებს ჯვარს, წმინდა მამებს, ბერებს, მონაზვნებს, თვით მთავარ პერსონაჟსაც კი ... ამიტომ დიდი დაფიქრება გვესაჭიროება როგორც წერის დროს, ასევე სხვისი ნაწარმოების კითხვისასაც. მწერლობა, მუსიკა, მხატვრობა, კინემატოგრაფია ამ ყველა ხელოვნწებას ერთი დანიშნულება უნდა ჰქონდეს და ერთი რამისკენ უნდა ისწრაფვოდეს, რაც შეიძლება ღრმად ჩაუბეჭდონ გონებაში იდეა მკითხველებს, მსმენლებსა თუ მაყურებლებს. და ბოლოს მინდა გაგახსენოთ წმინდა ილია მართალის სიტყვები: "მისთვის არ ვმღერ, რომ ვიმღერო, ვით ფრინველმა გარეგანმა, არა მარტო ტკბილ ხმებისთვის, გამომგზავნა ქვეყნად ცამა."
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. http://www.youtube.com/watch?v=G_pCMeqailw&list=PL7EE7A724787A53D9 http://www.youtube.com/watch?v=G_pCMeqailw&list=PL7EE7A724787A53D9
11. იდეას ვეთანხმები, ძალიან ბევრ დიდ მწერალს დემონური იმპულსი ასაზრდოებდა. იდეას ვეთანხმები, ძალიან ბევრ დიდ მწერალს დემონური იმპულსი ასაზრდოებდა.
10. ათეიზმთან და მწვალებლობასთან დაკავშირებით კახელს ვეთანხმები, ასევე ხემოვნების დანიშნულებასთან. სიმართლე გითხრა უფრო მეტს მოველოდი, ნაწარმოებებს კარგი ენით წერ ხოლმე და აზრიანსაც, აზრი აქ არის მაგრამ წერის სტილმა დიდიდ არ მომხიბლა :) ათეიზმთან და მწვალებლობასთან დაკავშირებით კახელს ვეთანხმები, ასევე ხემოვნების დანიშნულებასთან. სიმართლე გითხრა უფრო მეტს მოველოდი, ნაწარმოებებს კარგი ენით წერ ხოლმე და აზრიანსაც, აზრი აქ არის მაგრამ წერის სტილმა დიდიდ არ მომხიბლა :)
9. ლუტეცია - რით ვასკვნი რომ "დიდოსტატის მარჯვენა" ბოროტ საქმეს ემსახურება?! კარგად წაიკითხე გირჩევ. "მაგალითს მოგიყვან: ბერებს მარხვის დროს მძორის დანახვაზე კბილები უკაწკაწებდათ", "ადამიანმა არ უნდა ეძიოს გლეხური ღმერთი". აი ამით ვასკვნი! იყოს ათეისტი არაფერს ვუშლი, მაგრამ სხვის რწმენაში ხელებს ნუ აფათურებენ და შეურაცხყოფას ნუ აყენებენ.
დაკარგული - კი სწორად გაიგე რისი თქმაც მინდოდა, ნაჩქარევად დაწერილია ნაწილობრივ, ადრე დავწერე მერე გამოქვეყნება არ მინდოდა და თავი დავანებე, რამოდენიმე დღის წინ ძალიან ცუდი საუბარი მქონდა მწერლობის დანიშნულებაზე და გადავწყვიტე უნდა გამომექვეყნებინა ეს და სიმართლე გითხრა არც გადამიკითხავს ისე გამოვაქვეყნე. ლუტეცია - რით ვასკვნი რომ "დიდოსტატის მარჯვენა" ბოროტ საქმეს ემსახურება?! კარგად წაიკითხე გირჩევ. "მაგალითს მოგიყვან: ბერებს მარხვის დროს მძორის დანახვაზე კბილები უკაწკაწებდათ", "ადამიანმა არ უნდა ეძიოს გლეხური ღმერთი". აი ამით ვასკვნი! იყოს ათეისტი არაფერს ვუშლი, მაგრამ სხვის რწმენაში ხელებს ნუ აფათურებენ და შეურაცხყოფას ნუ აყენებენ.
დაკარგული - კი სწორად გაიგე რისი თქმაც მინდოდა, ნაჩქარევად დაწერილია ნაწილობრივ, ადრე დავწერე მერე გამოქვეყნება არ მინდოდა და თავი დავანებე, რამოდენიმე დღის წინ ძალიან ცუდი საუბარი მქონდა მწერლობის დანიშნულებაზე და გადავწყვიტე უნდა გამომექვეყნებინა ეს და სიმართლე გითხრა არც გადამიკითხავს ისე გამოვაქვეყნე.
8. სუსტი პუბლიკაციააო, ამაში ვერ დავეთანხმები წინა კომენტარებს. მე ასე ვიტყოდი: მუხტი აქვს ნაწერს (აღტკინება აშაკარად იგრძნობა), უბრალოდ ფორმის დახვეწა ესაჭიროება ავტორის მხრიდან და მკითხველამდე სათქმელის "კარგად მოტანა"... ალბათ ნაჩქარევად იქნა გამოქვეყნებული... (მოდით,ამას დავაბრალოთ:) ავტორი გულიოსხმობს რომ ხელოვან ადამიანს გააჩნია ჩვეულებრივი მოკვდავისგან განსხვავებით უფრო დიდი მისია... უბრალოდ სწორად გამგებმა ეს უნდა გაიგოს.
წარმატებები მომავალში ავტორს :) სუსტი პუბლიკაციააო, ამაში ვერ დავეთანხმები წინა კომენტარებს. მე ასე ვიტყოდი: მუხტი აქვს ნაწერს (აღტკინება აშაკარად იგრძნობა), უბრალოდ ფორმის დახვეწა ესაჭიროება ავტორის მხრიდან და მკითხველამდე სათქმელის "კარგად მოტანა"... ალბათ ნაჩქარევად იქნა გამოქვეყნებული... (მოდით,ამას დავაბრალოთ:) ავტორი გულიოსხმობს რომ ხელოვან ადამიანს გააჩნია ჩვეულებრივი მოკვდავისგან განსხვავებით უფრო დიდი მისია... უბრალოდ სწორად გამგებმა ეს უნდა გაიგოს.
წარმატებები მომავალში ავტორს :)
7. და ასე ხელაღებით თქმა, რომ "დიდოსტატის მარჯვენა" ბოროტ საქმეს ემსახურება? უკაცრავად, რატომ, რაზე დაყრდნობით ამბობთ ამას? და ასე ხელაღებით თქმა, რომ "დიდოსტატის მარჯვენა" ბოროტ საქმეს ემსახურება? უკაცრავად, რატომ, რაზე დაყრდნობით ამბობთ ამას?
6. ჟანრი "სხვა" ალბათ უფრო მოუხდებოდა ამ "პუბლიკაციას", თუმცა მთავარი პრობლემაის არის, რომ თქვენ ახდენთ განზოგადებას. ის, რაც თქვენთვის არის ხელოვნება და მისი დანიშნულება, შეიძლება სხვისთვის სულაც არ იყოს. კი ამბობთ ერთგან "ჩემთვის არის ასეო" მაგრამ მთელი ტექსტი ისეა დაწერილი, რომ თქვენს აზრებს წარმოაჩენთ, როგორც ჭეშმარიტებას. და კონსტანტინე გამსახურდიას ასე ზერელედ ხსენება მხოლოდ იმიტომ, რომ შეიძლება მისი შეხედულება ხელოვნებაზე თქვენსას არ ემთხვეოდა, არ მიმაჩნია სწორად. თუ ამ ბუმბერაზს ახსენებთ, ღრმად დასაბუთებული პუბლიკაცია მაინც უნდა დაწეროთ და არა ასე ნაჩქარევად დაწერილი ტექსტი. ჟანრი "სხვა" ალბათ უფრო მოუხდებოდა ამ "პუბლიკაციას", თუმცა მთავარი პრობლემაის არის, რომ თქვენ ახდენთ განზოგადებას. ის, რაც თქვენთვის არის ხელოვნება და მისი დანიშნულება, შეიძლება სხვისთვის სულაც არ იყოს. კი ამბობთ ერთგან "ჩემთვის არის ასეო" მაგრამ მთელი ტექსტი ისეა დაწერილი, რომ თქვენს აზრებს წარმოაჩენთ, როგორც ჭეშმარიტებას. და კონსტანტინე გამსახურდიას ასე ზერელედ ხსენება მხოლოდ იმიტომ, რომ შეიძლება მისი შეხედულება ხელოვნებაზე თქვენსას არ ემთხვეოდა, არ მიმაჩნია სწორად. თუ ამ ბუმბერაზს ახსენებთ, ღრმად დასაბუთებული პუბლიკაცია მაინც უნდა დაწეროთ და არა ასე ნაჩქარევად დაწერილი ტექსტი.
5. ბლაგვი - პირველ რიგში, მცენარეებზე გეტყვი, მე მათ შეურაცხყოფას არ ვაყენებ, უბრალოდ ვამბობ, რომ ადამიანმა მცენარესავით არ უნდა იცხოვროს, რადგან ჩვენ სიკვდილის შემდეგაც ვაგრძელებთ ცხოვრებას მცენარეებისგან განსხვავებით და ამიტომ უფრო ბევრი მოგვეთხოვება!!!
რაც შეეხება იმას, რომ ზოგი ხელოვანი ქრისტიანია, ზოგი ათეისტი, ზოგი მუსულმანი და ა.შ., ადამიანი, რომელიც მომიწოდებს მე ათეიზმისა და მწვალებლობისკენ, ჩემგან ყოველთვის განდევნილი იქნება, რადგან იგი შეურაცხყოფას აყენებს ჩემს რწმენას. სხვა თავისი რელიგიისკენ, მე ასეთებს არ ვგმობ, პირიქით პატივს ვცემ კიდეც, უბრალოდ მათი იდეოლოგია ჩემთვის მისაღები არ იქნება.
ტენდი - როდესაც ამბობ რომ ერთი დანიშნულება ჰქონდათ კომუნისტების დროს ლენინის ქებაო, მგონი ლენინი და ღმერთი ერთმანეთისგან განსხვავდება?! მე ღმერთისკენ მოვუწოდებ და არა ვინმე კონკრეტული პიროვნებისკენ. ბლაგვი - პირველ რიგში, მცენარეებზე გეტყვი, მე მათ შეურაცხყოფას არ ვაყენებ, უბრალოდ ვამბობ, რომ ადამიანმა მცენარესავით არ უნდა იცხოვროს, რადგან ჩვენ სიკვდილის შემდეგაც ვაგრძელებთ ცხოვრებას მცენარეებისგან განსხვავებით და ამიტომ უფრო ბევრი მოგვეთხოვება!!!
რაც შეეხება იმას, რომ ზოგი ხელოვანი ქრისტიანია, ზოგი ათეისტი, ზოგი მუსულმანი და ა.შ., ადამიანი, რომელიც მომიწოდებს მე ათეიზმისა და მწვალებლობისკენ, ჩემგან ყოველთვის განდევნილი იქნება, რადგან იგი შეურაცხყოფას აყენებს ჩემს რწმენას. სხვა თავისი რელიგიისკენ, მე ასეთებს არ ვგმობ, პირიქით პატივს ვცემ კიდეც, უბრალოდ მათი იდეოლოგია ჩემთვის მისაღები არ იქნება.
ტენდი - როდესაც ამბობ რომ ერთი დანიშნულება ჰქონდათ კომუნისტების დროს ლენინის ქებაო, მგონი ლენინი და ღმერთი ერთმანეთისგან განსხვავდება?! მე ღმერთისკენ მოვუწოდებ და არა ვინმე კონკრეტული პიროვნებისკენ.
4. გიგას დავეთანხმები, ძალიან სუსტი პუბლიკაციაა. ჯერ ერთი გავიწყდებათ რომ ათეისტებიც ადამიანები არიან და ცხოვრების უფება მათაც აქვთ. აქ კი ერთ ერთ მაგალითად უფლისკენ სწრაფვა გაქვთ მოყვანილი. მწერლობასთან დაკავშირებით მეც გიგასნაირად გეტყოდით და ამიტომ აქ აღარ გავიმეორებ. გიგას დავეთანხმები, ძალიან სუსტი პუბლიკაციაა. ჯერ ერთი გავიწყდებათ რომ ათეისტებიც ადამიანები არიან და ცხოვრების უფება მათაც აქვთ. აქ კი ერთ ერთ მაგალითად უფლისკენ სწრაფვა გაქვთ მოყვანილი. მწერლობასთან დაკავშირებით მეც გიგასნაირად გეტყოდით და ამიტომ აქ აღარ გავიმეორებ.
3. "მწერლობა, მუსიკა, მხატვრობა, კინემატოგრაფია ამ ყველა ხელოვნწებას ერთი დანიშნულება უნდა ჰქონდეს და ერთი რამისკენ უნდა ისწრაფვოდეს," – ერთი დანიშნულება კომუნისტების დროს ჰქონდა. ხელოვნების ყველა დარგი ლენინს და კომუნიზმს ადიდებდა. :) პატივისცემით, ტენდი "მწერლობა, მუსიკა, მხატვრობა, კინემატოგრაფია ამ ყველა ხელოვნწებას ერთი დანიშნულება უნდა ჰქონდეს და ერთი რამისკენ უნდა ისწრაფვოდეს," – ერთი დანიშნულება კომუნისტების დროს ჰქონდა. ხელოვნების ყველა დარგი ლენინს და კომუნიზმს ადიდებდა. :) პატივისცემით, ტენდი
2. უჰ, გიგა, ახლა გავხსენი კომენტარები და პირველი შენი კომენტარი დავინახე. ჯერ ერთი, მომენატრე (თუ შვილი ხარ, შვილი იყავი), მეორეც, გამახსენდა ირაკლიუსის ვალი მაქვს – პუბლიკაცია. დაღუპილი ვარ :) უჰ, გიგა, ახლა გავხსენი კომენტარები და პირველი შენი კომენტარი დავინახე. ჯერ ერთი, მომენატრე (თუ შვილი ხარ, შვილი იყავი), მეორეც, გამახსენდა ირაკლიუსის ვალი მაქვს – პუბლიკაცია. დაღუპილი ვარ :)
1. ერთ–ერთი ყველაზე სუსტი პუბლიკაციაა რაც კი ამ ბოლო დროს წამიკითხავს...
ბატონო ან ქალბატონო "კახელო" მინდა გითხრათ რომ არ არსებობს სამყაროში სიცოცხლის ნებისმიერი ფორმა რომელიც თავის მოვალეობას არ ასრულებდეს. მით უმეტეს მცენარეები.... თქვენ ათ მცებას ახსენებთ და აქვე გავიწყდებათ, რომ მცენარეები ღმერთმა შექმნა ადამიანამდე და ხომ არ დაფიქრდებოდით რატომ? იქნებ მხოლოდ იმისთვის რომ შემდგომში ამით ადამიანს ეარსება? ან იქნებ კიდევ სხვა ბევრი რამისთვის? (შეურაწყოფას აყენებთ მცენარეებს)
მწერალი და პოეტი ( შემოქმედებითი ადამიანი) ინდივიდია და რაც მისი სულიერი მდგომარეობიდან მომდინარეობს იმას აკეთებს. იგი შემოქმედების პროცესში არასოდეს ამოდის "დოგმებიდან" . და თუ ვინმე ასე აკეთებს ეს მხოლოდ იმისთის არის რომ სამყაროში დისბალანსი არ დაირღვეს შავსა და თეთრს შორის.
ვფიქრობ თავად უნდა დაფიქრებულიყავით ამ წერილის წერის დროს რისთვის ან ვისთვის წერდით.
მწერლის მუსიკოსის მხატვრის და კინომატოგრაფის მიზანსადა შედეგებს დრო განსაზღვრავს. მალფუჭებადი პროდუქტი ბლომად ყრია ისტორიის სასწორზე რომელიც ათანაბრებს ხარისხიანი პროდუქტის წონადობას და ამით ადამიანებს არჩევანის საშუალებას აძლევს.
ერთ–ერთი ყველაზე სუსტი პუბლიკაციაა რაც კი ამ ბოლო დროს წამიკითხავს...
ბატონო ან ქალბატონო "კახელო" მინდა გითხრათ რომ არ არსებობს სამყაროში სიცოცხლის ნებისმიერი ფორმა რომელიც თავის მოვალეობას არ ასრულებდეს. მით უმეტეს მცენარეები.... თქვენ ათ მცებას ახსენებთ და აქვე გავიწყდებათ, რომ მცენარეები ღმერთმა შექმნა ადამიანამდე და ხომ არ დაფიქრდებოდით რატომ? იქნებ მხოლოდ იმისთვის რომ შემდგომში ამით ადამიანს ეარსება? ან იქნებ კიდევ სხვა ბევრი რამისთვის? (შეურაწყოფას აყენებთ მცენარეებს)
მწერალი და პოეტი ( შემოქმედებითი ადამიანი) ინდივიდია და რაც მისი სულიერი მდგომარეობიდან მომდინარეობს იმას აკეთებს. იგი შემოქმედების პროცესში არასოდეს ამოდის "დოგმებიდან" . და თუ ვინმე ასე აკეთებს ეს მხოლოდ იმისთის არის რომ სამყაროში დისბალანსი არ დაირღვეს შავსა და თეთრს შორის.
ვფიქრობ თავად უნდა დაფიქრებულიყავით ამ წერილის წერის დროს რისთვის ან ვისთვის წერდით.
მწერლის მუსიკოსის მხატვრის და კინომატოგრაფის მიზანსადა შედეგებს დრო განსაზღვრავს. მალფუჭებადი პროდუქტი ბლომად ყრია ისტორიის სასწორზე რომელიც ათანაბრებს ხარისხიანი პროდუქტის წონადობას და ამით ადამიანებს არჩევანის საშუალებას აძლევს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|