 | ავტორი: პალიაჩი ჟანრი: პოეზია 18 თებერვალი, 2013 |
მე მუზებთან ნაჩხუბარი, დიდი ხანი სიტყვად ვძუნწდი და ფიქრებში, ნაქურდალი სიმარტოვე იდგა მწუხრის.
მანდილოსანთ სადღეგრძელოს ჭიქით ხელში, ლექსად ვუბნდი და დაწურულ, სამეგრელოს, სტროფებს თურმე სვან ქალს ვუძღნი.
მაგრამ შენის შემხედვარეს, ელვარებამ ცისფერ თვალთა, წამწამების შეხებაზე უცაბედად ტანში გამცრა.
მაშინ მივხვდი, უნებურად ამ ლექსს თურმე შენთვის ვქმნიდი და წერის დროს, უფერულად, სისპეტაკე ახლდი რიდით.
იმ წამს, ორნი, იმდენ ხალხში ჩემს ფიქრებში განვმარტოვდით და თვალებით, უტყვი ბაგით ჩემს მომავალს მკარნახობდი.
ახლა მხოლოდ ერთზე ვფიქრობ, რა იქნება, ჩემს წინ იდგე, ავგაროზად სიტყვებს გიმკობ, შეხვედრაზე - შენ იფიქრე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კარგია, წარმატებები! კარგია, წარმატებები!
1. ავტორი: პალიაჩი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2 ავტორი: პალიაჩი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|