ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
-იცოდე, თუ ვინმეს მიეკარები ჩემს გარდა, მოგკლავ! უფრო სწორად ორივეს მოგკლავთ. ნადირობა აკრძალული გაქვს ზურა, გაიგე?-ახსენდებოდა ნაიას სიტყვები და საგონებელში ჩავარდნილი ზურა მეტრეველი ცდილობდა ახლა ნაიაზე არ ეფიქრა. არა რა, გიჟია ეგ ქალი, გადარეული, ისეთი გრძნობა აქვს, მართლა არის ამ საქმეზე წამსვლელი. უჰ, ეს ფრანგი ქალიც მაგარია-ჟანა, განსვენებული ფრანსუას ცოლი. რა ცოლი ყოლია მაინც ამ ჩემისას? აუ ის მაინც რა იყო იმ ღამეს ნაიას რომ აბამდა? მეორე დღეს კი მკვდარი იპოვეს საკუთარ ლოგინში. გემოვნება კი ქონია ისე მაგ განდონს. -ბატონო ზურა, იქნებ რაიმე დეტალები გამოიკვეთა, ვინ მოკლა ჩემი ქმარი, რა მოტივით?-ღმერთქალია, მაღალი, ქერა, ლურჯთვალება,თან რა გამომწვევად აცვია? ერთიანი, თეთრი თითქმის გამჭირვალე კაბა, მუხლებს რომ ძლივს უფარავს, ღრმად ამოღებული ზურგით. ქალი ყველაფერს გაგაკეთებინებს მეტრეველო, თავგზას აგიბნევს, მიწაზე დაგანარცხებს. ასეთ ქალებთან მოდუნება დაღუპვას უდრის. -მადმუაზელ, ვფიქრობ ინტერესთა კონფლიქტია, თქვენი მეუღლე როგორც ჩანს საფრანგეთიდან სუბოტექსის იმპორტის ერთ-ერთი მთავარი ხელის შემწყობი იყო. ვიღაცას გეგმებში კი არ ჯდებოდა. -მერე? გააგრძელეთ!-ქალმა მოხდენილი მოძრაობით ამოაძვრინა სიგარეტის ღერი კოლოფიდან და გრძელი თითების ნერვიული მოძრაობით სრესა დაუწყო. გამჭოლი მზერა მიაპყრო კაცს. ზურას ტანში გააჟრჟოლა. კბილებით იჭერდა სურვილს. მყუდრო მუსიკა შესანიშნავად ეწყობოდა გარემოს. -მკვლელი სავარაუდოდ ქალია, სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს გრძელ, შავ ლაბადაში გამოწყობილი ადამიანი, თავზე კაპიუშონი ეხურა. ის დაახლოებით ღამის სამის ნახევრიდან ოთხამდე იმყოფებოდა კორპუსში, სადაც თქვენი მეუღლე ცხოვრობდა. მკვლელობაც დაახლოებით ამ დროს მოხდა. ქალმა სიგარეტი მიიტანა ტუჩებთან, ზურამ სწრაფად ამოიღო სანთებელა და ცეცხლის ალი შეაგება. ჟანამ მადლობის ნიშნად თავი დაუქნია. -იცით? მომწონხართ გამომძიებელო. რაღაცნაირად მჯერა, რომ ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანთ. -ყველანაირად ვეცდები მადმუაზელ, რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი უკვე გავარკვიე. შემკვეთის კვალს ფეხდაფეხ ვადგავარ. -ჩემი თბილისში ჩამოსვლის მთავარი მიზეზი იყო დავრწმუნებულიყავი, რომ გამოძიება საიმედო ადამიანის ხელშია-ჟანა კმაყოფილი ჩანდა. მყუდროება ოფიციანტმა დაურღვიათ. -რამეს ხომ არ შეუკვეთვათ თქვენ ან თქვენი მეუღლე?-მიმართა ზურას. არაო ზურამ ხელით ანიშნა და შემდეგ ღიმილით გადაუთარგმნა ოფიციანტის სიტყვები ქალს. ჟანამ ხმამაღლა გადაიხარხარა -მშვენიერი წყვილი ვიქნებოდით-სიშლეგემდე მისული თვალებით აათვალიერ-ჩაათვალიერა ზურა. კაცის სულში ეშმაკები უვლიდნენ დავლურს. ფრანგი ქალის თვალები, ელვარე და მომთხოვნი... სიყვარულის ღამე იდგა თბილისში, ცოდვიანი სიყვარულის ღამე. ზურამ ნელა აწია თავი. თვალი თვალში გაუყარა ქალს. რამდენიმე წამი ასე მიშტერებოდნენ ერთმანეთს.
ვწევართ მე და ჯონი ერთმანეთის გვერდი გვერდ. ის საშინლად კმაყოფილია. ამ ბოლო დროს იშვიათად უწევს ჩემს ლოგინზე დაწოლა. ალბათ სწორედ ამიტომ ძულს ზურა. ნეტავ სადაა ახლა ზურა? ტელეფონი გამორთული აქვს. ახალი საქმე მიცეს. იმედს ვიტოვებ რომ სწორედ ამ საქმის დეტალებს იძიებს. ერთი კვირაა ჩემთან არ გამოჩენილა. ასე მეუბნება სასწრაფოდ დამავალეს ამ საქმის გამოძიებაო. არ დაასვენეს რა! რაღა ეს საქმე დაავალეს, არ შედიოდა ჩემს გეგმებში ახლა მისი მოცდენა. მინდოდა სადმე წავსულიყავით ერთად. ცოტა ხანს დაგვესვენა. საწყალი ფრანსუა, როგორ უნდოდა ჩემი შებმა. ნამდვილი მუსუსი კი იყო ისე. ცოლიც ყოფილი მოდელი ყოლია. ახლა მგონი პორნო ვარსკვლავია- ჟანა გრავენიე. როგორც გავიგე წუხელ უნდა ჩამოსულიყო თბილისში. ზურამ მითხრა პირადად აინტერესებს გამოძიების თითოეული დეტალიო. დღეს უნდა შეხვედროდა ზურას... რაღაც ხდება აქ. რატომ აქვს გამორთული ტელეფონი. არასდროს გამოურთია ჯერ. ნუთუ...მოვკლავ მაგ ბრიყვს. იმის წარმოდგენაზე, რომ ახლა ისინი ერთად არიან, ვნებას მიცემულნი, სისხლი მასამს თავში. ფეხზე ვდგები. ოთახში აქეთ-იქით ვაწყდები. -ჯონ! გადი შენს ოთახში-ძაღლმა რა დააშავა? საწყალობლად მიიძურწება, ვერ თმობს რბილ საწოლს. ხალათს ვიხდი და სარკეში ალანდულ ჩემს შიშველ სხეულს ვათვალიერებ. იდეალური ნაკვთები მაქვს, ჩემი თავის მშურს. არა მგონია ვიღაც ფრანგ კახპაში გამცვალოს ზურამ და თუ გამცვალა მტერს არ ვუსურვებ მის ადგილზე ყოფნას. მიფრთხილდი მეტრეველო . ვერაფერს გამომაპარებ, ძალიან ძვირად დაგსივამ ღალატს, ძალიან!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. გეთანხმები კატინკა, ნამდვილად პანტერული უფროა. ნაგლეჯი დავდე, მაგრამ რა ხეირი. დავდებ უახლოეს მომავალში ბოლო ნაწილსაც. მადლობა მკითხველის დიდ უმრავლესობას :)))))))
გეთანხმები კატინკა, ნამდვილად პანტერული უფროა. ნაგლეჯი დავდე, მაგრამ რა ხეირი. დავდებ უახლოეს მომავალში ბოლო ნაწილსაც. მადლობა მკითხველის დიდ უმრავლესობას :)))))))
4. ეს უფრო პანტერულია, ვიდრე ორიგინალური :P
რა იყო ახლა ეს პატარა ნაგლეჯი ეს უფრო პანტერულია, ვიდრე ორიგინალური :P
რა იყო ახლა ეს პატარა ნაგლეჯი
3. ველოდები გაგრძელებას. ძალიან მაგარი პანტერა ხარ.
:მაირესპეკტს: ))) ველოდები გაგრძელებას. ძალიან მაგარი პანტერა ხარ.
:მაირესპეკტს: )))
2. ნადირობა? ისევ ნადირობა? რაღაც პირველყოფილი ინსტიქტის მსგავსია.:) ნადირობა? ისევ ნადირობა? რაღაც პირველყოფილი ინსტიქტის მსგავსია.:)
1. სიუჟეტი საინტერესოა.. წინა ჯობდა ლეოპარდო (პანტერა), ეს ცოტა ნაჩქარევად დაწერილს ჰგავს.. დაღვინება უნდა.. ;) +5 სიუჟეტი საინტერესოა.. წინა ჯობდა ლეოპარდო (პანტერა), ეს ცოტა ნაჩქარევად დაწერილს ჰგავს.. დაღვინება უნდა.. ;) +5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|